ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დავიდ ტრეზეგეს TOP 11

ჟურნალისტებმა დავიდ ტრეზეგეს საკუთარი ტოპ-11-ის დასახელება თხოვეს, რაზეც ფრანგმა ბუნებრივია არ დაიზარა:

კარში რა თქმა უნდა ბუფონი.. იგი უნიკალურია და მოხარული ვარ მასთან ერთად გატარებული პერიოდის გამო.. საფეხბურთო კუთხით იგი გამორჩეული ფიგურაა..

მცველები: დანი ალვეში – იგი ისე ასპარეზობს თითქოს ფორვარდი იყოს.. თან ნუ დაგავიწყდებათ, რა გუნდში ირიცხება. ცენტრალურ მცველებს კი ტურინიდან ავარჩევ.. ბონუჩი-კიელინი.. მათ არაერთხელ დაამტკიცეს საკუთარი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა.. ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც უზადოდ ირჯებიან და აღფრთოვანებაში მოჰყავთ საზოგადოება. მარცხენა ფლანგზე დავიდ ალაბას გავამწესებ, რომელსაც შესანიშნავი მარცხენა აქვს.. პლიუს ამასთან საოცრად შრომისმოყვარეა.

ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა – უმაღლესი დონე. კლაუდიო მარკიზიო – ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როდესაც 17 წლის იყო. დღეისათვის კი იუვეს ერთ-ერთი კაპიტანი და ეროვნული გუნდის წამყვანი შუახაზელია. მარკიზიომ ფანტასტიკური პროგრესი განიცადა ამ წლების მანძილზე. პოლ პოგბა – საფრანგეთის ნაკრების და იუვენტუსის ნათელი მომავალი. შესანიშნავი მახასიათებლებით დაჯილდოებული ფეხბურთელი.

თავდამსხმელები: ლიონელ მესი – მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – სრულყოფილი ფორვარდი. კრიშტიანო რონალდო – მესის დონეზე მყოფი.

წყარო: Tuttosport

5 thoughts on “დავიდ ტრეზეგეს TOP 11

  1. ტრეზეგეს გოლებიდან 2 გოლი გამორჩეულად მახსოვს ………… პირველი იტალიის კარში ოქროს გოლი და მეორე უდინეზეს გაუტანა არაფრით გამორჩეულ თამაშში …. ძალიან მაღლა ახტა და ფეხის წვერით შეაგდო უმაგრესი გოლი იყო წიგნებში შესატანი

  2. ანუ აქ მას სთხოვეს მოქმედი ფეხბურთელებიდან ალბათ ხო???

    თორე დელპიერო არ უყენია და ალაბას ძამბროტა არ ერჩივნა? :)

  3. ერთი პატარა თხოვნა მექნება :)
    ძალიან ბევრი სმაილი არ გამოიყენოთ კომენტარებში, თორე გადაჭრელებულად გამოიყურება მერე :)
    დიდი მადლობა წინასწარ :)

  4. ტრეზეგე როგორ მომენატრა შენი უვენტუსი დელპიეროს ნედვედის. და სხვა ბევრი ლეგენდები კიდე. :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.