ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რუგანის აგენტი:”არ მესმის თუ რატომ არჩიეს კასერესის თამაში”

ვერონას წინააღმდეგ გამართულ მატჩში, საზოგადოება ძირითად შემადგენლობაში დანიელე რუგანის ელოდა, რომელსაც ანდრეა ბარძალი უნდა ჩაენაცვლებინა. ბევრისთვის სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა და სასტარტოში ურგვაელი მარტინ კასერესი მოხვდა. ამ ფაქტის გამო ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტმა უკმაყოფილობა გამოთქვა:“მაშინ, როდესაც მწვრთნელის აცხადებს, რომ რუგანია დიდი ტრიოს პირველი შემცველი, მაშინ რატომ ჩნდება სასტარტოში სხვა ფეხბურთელი? იგი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ვარჯიშებზე მწვრთნელის უშუალო მითითებების შესრულებით არის დაკავებული. თუმცა, იტალიის თასსზე ნაჩვენები საიმედო თამაშის შემდეგ სიტუაციის შეცვლას ველოდი. დრო გადის და ჩემი კლიენტი კვლავ სათამაშო პრაქტიკის გარეშე რჩება. ნაპოლი? დიახ, ისინი დაინტერესებულნი არიან და სარის ბრწყინვალედ მოეხსენება დანიელეს შესაძლებლობები, თუმცა ნეაპოლიტანელები დიდი ხნით ლოდინს არ აპირებენ.. თავის მხრივ არც ტურინი ფიქრობს მის გასხვისებას, უბრალოდ სიტუაცია სათამაშო პრაქტიკის კუთხით გაურკვეველი რჩება და იმედს გამოვთქავ ეს საკითხი უახლოეს მომავალში დადებითი კუთხით შეიცვლება”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
misha77
9 years ago

კასერესი გამოცდილია მაგრამ რუგანისაც უნდა მისცენ სათამაშოო დრო ცოდოა

9 years ago

არ მევასება, ფეხბურთელების აგენნტები ზედმეტ კომენტარებს რომ აკეთებენ და მწვრთნელის კომპეტენციაში ერევიან. ჯერ ჯოვინკოს აგენტმა შემაძულა თავი და ახლა ამან დაიწყო. ამას ვინ კითხავს ალეგრი ვის დააყენებს. ვისაც საჭიროდ ჩათვლის იმას ათამაშებს და არაა ვალდებული აგენტებს აუხსნას თავისი გადაწყვეტილებები.

ბოლო თამაშში არ იყო დამაჯერებელი რუგანი. თან რაღაც ახალს ტესტავს ალეგრი. ვერონასთან რამდენჯერმე აღმოჩნდა ლიხტა თავდამსხმელის პოზიციაზე. ეს უეჭველი ალეგრის დავალება იყო. კასარესი კიდე დაზღვევაზე უკეთესია. რუგანის ათამაშებს თასზე და წელს უნდა დაკმაყოფილდეს ამით. თუ პროგრესი ექნება შემდეგი სეზონიდან შეიძლება ძირითადშიც მოხვდეს. მაგრამ ამ სეზონში არ უნდა ქონდეს დიდი მოლოდინი და აგენტიც გააჩუმოს აჯობებს.

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

მეც არ მესმის რატომ არ ენდობა რუგანის… ალეგრის რომ კითხო მამამისზე მაგრად უყვარს და არ უნდა გაშვება, მაგრამ სასტარტოში არასდროს ათამაშებს.. პორკეეე ??? !!!!! :boli:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ანონიმური რატო მაწერია?? ))) ვის რა ჯანდაბად უნდოდა მაგრამ ხო არ გამიტეხეს აქაუნტი?? :lool:

9 years ago

აჰა.. გასაგებია, წესრიგშია ყველაფერი )))

giorgi nefaridz
9 years ago

დავაი რა აქედან. ყველას მწვრთნელი როგორ გონიათ თავი

GOGUMCHIKA
GOGUMCHIKA
9 years ago

უვე შესანიშნავ ფორმაშია და იმ თამაშს თამაშობს რასაც მიჩვეულები ვართ!!! ფორცა იუვე!!!
რაც შეეხება ფორცაიუვე.გე-ს მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო იმ ხალხს ვინც ამხელა შრომას დებს იმაში რომ ჩვენ ერთგულმა გულშემატკივრებმა უახლესი იმფორმაცია პირველებმა შევიტყოთ!!!

და კიდე ძალიან გამიხარდა როცა კომენტარების დამატება რეგისტრაციის გარეშე გახდა შესაძლებელი რადგან მე რატომღაც ავტორიზაციის გავლის შემდეგაც ვერ ვახერხებდი დაპოსტვას!!!

ხო და ბოლოს იუვეს რეკორდი 9 მოგებული მატჩი მახსოვს ინტერმა მოხსნა და 12-13 მატჩი მოიგეს ზედიზედ გთხოვთ შემახსენოდ ზუსტად რამდენი მატჩია რეკორდი რადგან მე როგორც გულით ბიანკონერის მსურს რომ ყველა რეკორდი რაც იტალიურ ფეხბურთში დაფიქსირებულა მხოლოდ იუვესი და იუვეს ფეხბურთელებიას იყოს!!! გმადლობთ

mishka berianidze
9 years ago
Reply to  GOGUMCHIKA

სერია ა-ს რეკორდი ინტერს ეკუთვნის 2006-07 წლებში
იუვეს და რომას კი 12-12 მოგებები აქვთ
შეიძლება ინტერის რეკორდის გამეორება ან მინიმუმ 14-15 ასვლა
აქვე გეტყვი რომ მსოფლიო რეკორდი ბენფიკას ეკუთვნის 29 მოგებით
იუვეს შემდეგი ტურები ასე გამოიყურება
სამპდორია – იუვე
უდინეზე იუვე
იუვე – რომა
კიევო – იუვე
იუვე – გენუა
ფროსინონე – იუვე
იუვე – ნაპოლი
ბოლონია – იუვე
იუვე – ინტერი
ატალანტა – იუვე
აქამდე მოვიგოთ ეს მატჩები და მერე თუ უნდათ 2 მატჩი წააგონ.

Di Francesco # 1
9 years ago

კასერესი უფრო მოქნილია და ურო კარგად ერთვება სეტევაში, ბურტიც უკეთესად ამოაქ და წინ წასულ ლიხშტაინერსაც უკეთესად აზღვევს, 3 მცველით თამაში საერტოდ არ იყო საჭირო ვერონასთან მარა რადგან დააყენა 3 მცველი, ჯობდა მესამე კასერესის სტილის მცველი ყოფილიყო და არა რუგანის რომელიც მარტო დაცვით ფუნქციებს ასრულებს. ვერონასთან ვაფშე 4 მცველით უნდა ეთამაშა მარა ბავარიასთვის ამზარებს ალეგრი გუნდს და აღარ არევს ახლა სხვადასხვა ტაქტიკებით, გდააბმულად რამოდენიმე თამაშს სულ 3-5-2ით ითამაშებს

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

კასერესის თამაშს აქვს გარკვეული ახსნა. კასერესი რუგანიზე დიდი გამოცდილების მქონეა და ზედმეტ ექსპერიმენტზე არ წავიდა. რუგანის ნელნელა შეაჩვევს და შეიძლება მალე ძირითადის მოთამაშეც გახდეს.
ასევე კასერესის არსებობა ძირითადში ალეგრის 3-5-2-დან 4-4-2-ზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევდა, ცენტრში ბონი-კიელო, ფლანგები სანდრო კასერესი, ლიხშტა კი მარჯვენა ნახევარმცველად. ეს იმ შემთხვევისთვის თუ თამაში არ წავიდოდა ისე როგორც დაგეგმა

9 years ago

მე მაინც იმიტო ათამაშა მგონია რო კარგ ფასში გაყიდონ თუ გაყიდიან…

lasha lasha
9 years ago

სწორია ეს კაცი თუ ენდობა ძირითადის ფეხბურთელის ტრავმის დროს მაინც ათამაშოს თუ არადა გაუშვას დღე დღეზე წამსვლელი კასერესი რა პონტში ათამაშა ვერრ მივხვდი რა.აშკარად უდიდესი მონაცემების ბიჭია და ასე გაფუჭდება პრაკტიკა ჭირდება :forza:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

მიაყენე რა,ალეგრი ძაან მაგარია და მიხედავს,ყველაფერს თავის დრო აქვს :oldman:

ნედვედი
ნედვედი
9 years ago

კაი ბიჯია

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x