ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

LIVE VINOVO: ტურინელები მოახლოებული მატჩისთვის ემზადებიან

გრძელდება ვინოვოზე სამპას წინააღმდეგ მზადება. მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს ეხება მარიო მანჯუკიჩს.. დღევანდელ სამწვრთნელო სესიაზე ხორვატმა ფორვარდმა არასრული ვარჯიში ჩაატარა. თუმცა, სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალურად ცდილობს მის ფორმაში ჩაყენებას. ჯერჯერობით უცნობია გაემგზავრება თუ არა იგი გენუაში. ალეგრის ფორვარდის გარდა დიდი თავისტკივილი მოუწევს ნახევარმცველის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.. საქმე ეხება მარკიზიოს დისკვალიფიკაციას. არის შესაძლებლობა, რომ იგი სტურარომ შეცვალოს ან ბრაზილიელმა ჰერნანეშმა.. სხვათაშორის ექს ლაციალეს რეჯისტას პოზიციაზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს.. ალეგრი მას უფრო მეტად მოედნის შუა ხაზში ათამაშებდა ვიდრე ტრეკუარტისტას როლში, ასე რომ სამხრეთ ამერიკელის მინდორზე გამოჩენა ძალზედ რეალურია. თავდასხმაში კი დიბალას პარტნიორად ისევ მორატას უნდა ველოდოთ. ვინოვოს ბაზაზე დღეს ფანების მცირე რაოდენობაც შეიმჩნეოდა და მათთან შესახვედრად ჯორჯო კიელინი გავიდა.. იტალიელმა მცველმა ავტოგრაფებიც დაარიგა და სამახსოვრო სურათებიც გადაიღო.

წყარო: tuttojuve

6 thoughts on “LIVE VINOVO: ტურინელები მოახლოებული მატჩისთვის ემზადებიან

  1. სავარაუდოდ სამპდორიას კალიბრის გუნდებთან ქულებს აღარ დავკარგავ. დასაწყისშირას დაიკარგდა ეგ საკმარისი იყო. საშუალო კლასის გუნდებიდან დამატებული ფეხბურთელები მიხვდნენ რომ დომინანტები უნდა იყვნენ ყველა თამაშში, პირველი ნომრები. ამიტომ თვი რომ ასეთ გუნდებთან ქულებს მაქსიმალურად აიღებენ.

  2. მითხარით რა ერთი მატჩი სადაც ყველა მოთამაშე მწყობრში იყო..რა უბედურებაა…,,ეს რა ჭირი გვჭირს”… :)

  3. მაინც სამ ქულას ავიგებთ არაა ეს დიდი დანაკლისი სამპდორიასთან თამაჰის დროს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.