დელ პიერო შესაძლოა “მალიორკა”-ს სპორტული დირექტორი გახდეს..
ესპანური და იტალიური მედია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მალიორკას სპორტული დირექტორის პოზიციაზე ალესანდრო დელ პიერო დაინიშნა. ესპანური კლუბი ამ ეტაპზე მეორე დივიზიონში იმყოფება და სტრუქტურულ გადახალისებას საჭიროებს. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მალიორკა შეიძინა კომპანიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს დელ პიეროს დიდი ხნის მეგობარი სტივ ნეში. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა ჟურნალისტები არ გამორიცხავენ იმ ფაქტსაც, რომ ალე შესაძლოა მწვრთნელის როლშიც ვიხილოთ. უახლოეს საათებში ამ თემასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციას შევიტყობთ.
კარგიააააა კარგიიიიიიიიი :smile::smile::smile::smile::smile: