“იუვენტუსი” – “ვერონა” (ფეხბურთელების შეფასებები)
გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსი”-ს ფეხბურთელების შეფასებებს “ვერონა”-სთან გამართული მატჩის შემდეგ:
ბუფონი – 6.5 – შესანიშნავი რეაქცია პაცინის დარტყმულზე, რის შემდეგაც მთელი მატჩის განამვლობაში უსაქმოდ იყო.
კასერესი – 6.5 – ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ალეგრიმ ფსონი ვეტერანზე გააკეთა და მანაც არ გაუცრუა მწვრთნელს იმედები..
რუგანი – შეფასების გარეშე
ბონუჩი – 6.5 – საფირმო სტილში, თავური დარტყმით წერტილს უსვავს ვერონას ასპარეზობას.
კიელინი – 6.5 – სწორი გადაცემები და უზადო ართმევები.. შემდგომ შეხვეული თავი – სრულად შეასრულა საკუთარი რეპერტუარები.
ლიხტშტაინერი – 6.5 – სრულად აკონტროლებს საკუთარ ფლანგს და აქტიურად ერთვება შეტევებში.. ერთ ეპიზოდში გოლის გატანაც შეეძლო.
ხედირა – 6 – შორს არის ოპტიმალური ფორმისგან, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე გადის ფონს.. მეორეს მხრივ არ ტოვებს საკუთარ ზონას, არადა რიგ შემთხვევებში ასეთი ძლიერი იუვეს და სუსტი ვერონას ფონზე ნამდვილად შეეძლო .
სტურარო – 6 – მოედანზე ჩნდება მაშინ, როდესაც ანგარიში არის 2-0.. პრაქტიკულად ამხანგურ რანგში გადასულ შეხვედრაში ნამდვილად არ იყო სიკვდილ-სიცოცხლის სტილშო ორთაბრძოლა.
მარკიზიო – 6.5 – ყველაზე სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ კლაუდიო გამოტოვებს სამპდორიასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო. ვერონასთან კი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი იყო.
პოგბა – 7 – სიცოცხლე შესძინა ბურთს.. ძალზედ აქტიური და მობილურია.. აქტიურად მონაწილეობს შემტევ მანევრირებებში და აკეთებს საგოლე გადაცემას.
ალექს სანდრო – 7 – როდესაც ბრაზილიური მატარებელი სწორად მოძრაობს რელსზე, მაშინ ევრას მოცდა უწევს..
მორატა – 6.5 – გატანილი გოლი არც ამჯერად შედგა, მაგრამ უხვად ურთიერთქმედებს პარტნიორთან.
ძაძა – 6.5 – განაახლა რეკორდი, გოლი/მოედანზე გატარებული წუთები..
დიბალა – 7.5 (საუკეთესო ფეხბურთელი) – პირლოს იტალიის ჩემპიონატში სათანადო შემცვლელი გამოუჩნდა. შესანიშნავი სტანდარტი, საგოლე გადაცემა ბონუჩიზე და 10-მდე მანევრი მეტოქის ზღუდეების გასარღვევად.
ალეგრი – 7 – შესანიშნავი სტარტი. წელიწადის პირველი მატჩები მისი სტიქიაა. სუსტი თუ ძლიერი, გამარჯვება, გამარჯვებაა და თან უკვე ზედიზედ მე-8-ე..
წყარო: La Gazzetta dello Sport
:juventus
ყველამ კარგად ითამაშა. ერთადერთი ხედირა არ მომწონს. შეცდომებს არ უშვებს, მაგრამ უფრო ეფექტურიც შეუძლია იყოს.
კარგია შეფასებები რომ იდება ჯიგარი ხარ დათკა
მჯერა რო ჰერნანესი კარგად შეცვლის მარკიზიოს სამპდორიასტან
Arada ak marchisioshi ramdens epareboda echvi tipi ar chans mara yvelaze did samushaos asrulebs albat
დიბალა
დიბალამ საოცრად მოუმატა, მარკიზიო ჩვენი ჯილაა, პოგბა – შავი მარგალიტი. დაცვა და მეკარე – უზადო. ზაზა – ქილერი, მაგრამ ზედმეტად უხეში
მარკიზიო ერთადერთი შეუცვლელი ფიგურაა დღევანდელ იუვეში,კლაუდიო რომ დაბრუნდა იუვეც დაბრუნდა