ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

გთავაზობთ, მასიმილიანო ალეგრის ძალზედ საინტერესო წინასამატჩო პრესსკონფერენციას.. ბიანკონერის თავკაცს სხვადასხვა თემაზე მოუხდა პასუხი გაცემა.. საუბარი რა თქმა უნდა მარკიზიოს შემცვლელსაც შეეხო.. ეს უკანასკნელი სამპდორიასთან დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს:

“მათ ბრწყინვალედ იასპარეზეს დერბიში და არანკლებ კარგად გამოიყურებოდნენ ლაციოს და პალერმოს წინააღმდეგ.. აღსანიშნავია, რომ 27 გატანილი გოლი აქვთ და მხოლოდ ოთხი ბურთით ჩამოგვრჩებიან.. გაშვებულ გრაფაში კი 28 არის დაფიქსირებული. ნუ დავივიწებთ არენას, რომელიც დიდი ენთუზიაზმით და აგრესიით დაგხვდება. შემადგენლობაც კარგად აქვთ დაკომპლექტებული სადაც ისეთ პერსონებს შევხვდებით, როგორებიც არიან ედერი, სორიანო, მურიელი, კორბონერი და რა თქმა უნდა კასანო, რომელიც კარგ ფორმაში შევიდა. სერია ა-ში იოლი მატჩი არ არსებობს და არც ხვალინდელი იქნება გამონაკლისი, მითუმეტეს ასეთი ტექნიკური გუნდის წინააღმდეგ”.

მარკიზიო ვერ ითამაშებს და ვინ შეცვლის მას? ხედირა, ჰერნანეში თუ პადოინი? და საერთოდ, ეს იუვენტუსი ჩემპიონატის სტარტზე მყოფი გუნდისგან რადიკალურად განსხვავებულია..

“სიმართლე გითხრათ ჯერჯერობით არჩევანი არ გამიკეთებია. უკანასკნელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.. საერთოდაც, რაიმე ველოსიპედის გამოგონებას არ ვაპირებ. შესაძლოა ისეთი ტაქტიკური მოდული ავარჩიოთ, რომელშიდაც არ გვეყოლება ერთი გამოკვეთილი ფეხბურთელი მცველების წინ”.

თავდაპირველად ჰერნანეში ტრეკუარტისტას პოზიციაზე ირჯებოდა.. თუმცა დღეისათვის როგორც ჩანს არ ჯდება ამ სქემისთვის. თუ მასსზე გააკეთებ არჩევანს, რა როლი მიენიჭება მინდორზე? რუგანის აგენტის სიტყვებზე რას იტყვი? აშკარად იმედგაცრუებული და განაწყებული ჩანდა..

“არ ვიცი რას მეკითხებით. რუგანის აგენტის სიტყვები არ მომისმენია და საერთოდ ეს მისი საქმეა.. იზრუნოს საკუთარ კლიენტზე, მაგრამ რადგანაც მწვრთნელი მე ვარ და ამაში ფულს მიხდიან, თავადვე გადავწყვეტ ვინ ითამაშებს და ვინ არა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, რომელიც არ დატოვებს კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.. საერთოდაც წლების განმავლობაში იქნება შავ-თეთრი მაისურის ქვეშ. მეორეს მხრივ თქვენ თავადვე ხედავთ, რაოდენ ძლიერი მცველები ასპარეზობენ ჩემთან. ბარძალი, ბონუჩი, კიელინი და კასერესი, რომელსაც დიდი პერიოდი გაუცდა, მაგრამ კარგი მატჩი გამართა ვერონას წინააღმდეგ, როგორც დანიელემ დერბიში.. შესაძლოა ხვალიდენ დაპირისპირებაში ისიც ვიხილოთ მინდორზე. ჰერნანეშთან დაკავშირებით არაერთხელ მომიხდა კომენტარის გაკეთება. სტარტზე მთელი გუნდი გამოიყურებოდა უსახურად და ეს არ იყო ერთი კონკრეტული ადამიანის ბრალი. ბრაზილიელმა ფანტასტიკურად იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მანჩესტერის წინააღმდეგ, რომელიც ფსიქოლოგიური კუთხით ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა იოლი. დერბიშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს ყოველივე კი სამხრეთ ამერიკელის ძლიერ ხასიათზე მიუთითებს. რაც შეეხება მის პოზიციას, დარწმუნებული ვარ დღევანდელი დღიდან-კარიერის ბოლომდე ანდერსონი მცველების წინ გაატარებს რეჯისტას როლში. გადაწყვეტილებას ითამაშებს თუ არა იგი მალე მივიღებ”.

იაქტიურებს თუ არა იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში?

“სხვათაშორის ჰერნას თემასთან ერთად, ამაზეც მომიხდა ცოტახნის წინ კონკრეტული განცხადების გაკეთება. სიახლეს, ვერც ეხლა შეიტყობთ.. ხელმძღვანელობასთან გავიარე კონსულტაცია და ის თუ რა ითქვა დახურულ კარს მიღმა დარჩება კლუბის შიგნით. სიმართლე გითხრათ ზამთარში მაღალკვალიფიციური კადრის პოვნა ურთულესი მისიაა.. ისეთის, რომელიც საგრძნობლად გაზრდიდა ჩვენს საშემსრულებლო ოსტატობას.. ხოლო ტრანსფერი, რომელიც რაოდენობას გაზრდის იქნებოდა დიდი სისულელე”.
რა მნიშვნელობა აქვს ჩემპიონატის პირველი წრის ყველაზე მაღლა დასრულებას? შენ თქვი, რომ ჰერნანეში მცველების წინ იასპარეზებს.. აპირებ თუ არა მომავალში 4-3-1-2 სქემაზე დაბრუნებას?

“დღეისათვის ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ველით პერეირას დაბრუნებას, რომელსაც ტაქტიკური კუთხით განსხვავებული მოდულების შემოთავაზება შეუძლია.. როგორც ტრეკუარტისტას პოზიცაზე, ასევე შეტევის სრულ დიაპაზონზე.. იქნება ეს ფლანგები თუ უკან დახეული ფორვარდი. რაც შეეხება ლიდერობას, ვფიქრობ, რომ დიახ, რადგან ამ ეტაპზე ჩემპიონობისთვის ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძვის და ასეთ დროს მცირედი ფეხის დაცდენა სიკვდილის ტოლფასია. თავადვე შეხედეთ: ჩემპიონატის დასრულებამდე 20 შეხვედრა რჩება, სადაც საჭიროა გამარჯვებები და რაც შეიძლება ნაკლები ფრე. იმ შემთხვევაში თუ კი ხვალ ინტერი გაიმარჯვებს, მაშინ გამოდის რომ ჩემპიონობისთვის 84 ქულის დაგროვება მოგვიწევს, რადგან მილანისტებს პირველ წრეში 42 ქულა ექნებათ.. უკვე შემდგომ ჩემპიონატის მსვლელობისას გამოჩნდება, რამდენად რეალური და ხელმისაწვდომია ჩემს მიერ მიზნად დასახული ციფრები”..

ტრავმირებულებიდან, რომლები გამოჯანმრთელდნენ?

“ბარძალი კვლავ არ დაბრუნებულა შემადგენლობაში, რადგან მისი პრობლემა ისევ გადაუჭრელია. მანჯუკიჩთან დაკავშირებით კი ინფორმაციას დღეს საღამოს მივიღებ.. შანსი, იმის რომ ჩვენთან ერთად გაემგზავრება დიდია. ასევე გამოვთქვავ იმედს, რომ უმოკლეს პერიოდში პერეირაც დაგვიბრუნდება. ლემინა დღეს, კიდევ ერთხელ გაემგზავრა ბარსელონაში დამატებითი ტესტებისთვის, რომელიც მის მუხლს ეხება. მთავარია, რომ მარიო ვარჯიშებში ჩაერთო.. მას დიდი ხანი გაუცდა და რეაბილიტირებისთვის გარკვეული დრო დაჭირდება. შეტევა? მიუხედავად იმისა, რომ მანჯუკიჩმა განცალკევებით ივარჯიშა, მაინც შესაშურ ფორმაში იმყოფება.. თუმცა თუ ვერ შესაძლებს ასპარეზობას მაშინ არჩევანის გაკეთება ძაძასა და მორატას შორის მომიწევს. ორივენი კარგ კონდიციებში იმყოფებიან.. შესაძლოა ესპანელმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მთელი მატჩის მანძილზე ცდა არ დაუკლია და გუნდზე იშრომა.. როგორც შეტევაში ასევე დაცვაში ალვარო ფანტასტიკურად გამოიყურებოდა”.

კასერესის დაბრუნებაზე რას იტყვი? უნდა გაუხანგრძლივოს თუ არა მას კონტრაქტი კლუბმა?

“საკონტრაქტო საკითხთან დაკავშირებით კითხვა არასწორი მიმართულებით დასვით.. ასეთი თემები მე არ მეხება. რაც შეეხება როგორც ფეხბურთელს, მივიჩნევ, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფიგურაა საკუთარ პოზიციაზე.. ხოლო როგორც ადამიანი შესანიშნავი პიროვნებაა და ნამდვილად იმსახურებს კვირას მოედანზე გამოსვლას. მისი ფორმის პიკზე დაბრუნება იქნებოდა იუვესთვის ყველაზე დიდი შევსება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში”.

შენზე, რომ იყოს დამოკიდებული დატოვებდი ძაძას და რუგანის გუნდში?

“უკვე რამდენჯერ გავიმეორე, რომ ისინი ჩვენთან რჩებიან! ეს უკვე ამაზრზენია.. ყოველ მეორე მატჩში, რომლებშიდაც ისინი არ გამოდიან მინდორზე, უცბად იწყება ქაოსი რომ გუნდი მათთან დამშვიდობებას გეგმავს. ნუ გავიწყდებათ რა დონის გუნდთთან გაქვთ საქმე! ეს იუვენტუსია! მის შემადგენლობაში მუდამ უნდა იყოს კონკურენტუნარიანი სიტუაცია. თუ ჩვენ თითოეულ ზონაში კონკურენცია არ გვექნა, მაშინ რა წარმატებაზე უნდა ვისაუბროთ? ამიტომ თუ ძაძა ცოტას თამაშობს ეს არ ნიშნავს, რომ მასთან დამშვიდობებას ვგეგმავთ.. საერთოდაც, იგი აქტიურია, იტანს გოლებს და იმყოფება ფანტასტიკურ ფიზიკურ ფორმაში, ისევე როგორც რუგანი და ალექს სანდრო, რომელიც ასევე ცოტას ასპარეზობდა სტარტზე. შედეგად, ვერ ვხედავ ერთ რეალურ მიზეზსაც კი თუ რატომ უნდა შეელიოს იუვე ახალგაზრდა, პრესპექტიულ ფეხბურთელებს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paulo dybala 21
paulo dybala 21
8 years ago

სთავდასხმაში დიბალა ძაძას დააყენებს ალეგრი

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

თუ გინდა მოგება აბა რა უნდა ქნა. ხვალ კი არა ბაიერთან გასვლაზე ვაპირებე. იუვეს მოგების დადებას. და ვიცი იქაც მოვიგებთ. :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ხვაალლ ავიღო იუვეს 2 ?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ერთი თამაჰი მაინც ათამაჰე ბოლომდე ძაძა. ჰეცვლაზე ჰემოდის და გოლი გააქვს. და 90 წუთი რო ათამაჰო რა იცი რას ჰვება. :forza:

gocha gabunia
8 years ago

ეხხ იტალიას რავუტხარი ტორე შენი საბლატაო სადაა. ეგ სანდროსაც არ ატამაშებდა ის ტამაშები რომარ მოეგო სანდროს ცჰაცოდებებიტ.

snuff-juve
8 years ago
Reply to  gocha gabunia

სანდროს ეგრევე ძირიტადში დაყენება უაზრობა იქნებოდა არ უყურე პირველ თამაშში რო გამოვიდა როგორ თამაშობდა? სად რა უნდა ექნა აზრზე არ იყო ახალი ჩემპიონატი ახალი გუნდი რომელიც სულ სხვა ტაქტიკით ტამაშობდა ვიდრე მისი ყოფილი გუნდი.მარა ნელნელა შეაჩვია და დღეს აგერ ერთერთი საუკეთესოა გუნდში.ალეგრის დიდი გულშემატკივარი არ ვარ მარა არ შემთხვევაში ყველაფერი სწორად გააკეთა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  snuff-juve

ალეგრი ყველაფერს სწორად ამბობს და ის სჰესანისჰნავი მწვრთნელია ეგ რო არ იყოს 10 ტამასჰს ზედიზედ ვინ მოგვაგებინებდა

d a v i d
8 years ago

ქასრა dato nijaradze ასე მნახავ :)

snuff-juve
8 years ago

ბოლოს გაჭედა ალეგრიშემ რა გაუხურეს საქმე ამ ძაძა რუგანით არ უნდა და არ ათამაშებს :loool: :lool:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x