ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი ლასანა დიარას კანდიდატურას განიხილავს..

ილქაი გუნდოგანის ტრანსფერზე განცდილი წარუმატებლობის გამო, ბიანკონერი ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. უახლესი ცნობების თანახმად ტურინი კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელით დაინტერესდა, რომელიც წლების წინ არც მეტი არც ნაკლები სამეფო კლუბის ღირსებას იცავდა. საუბარი არის ლასანა დიარაზე, რომელიც დღეისათვის მარსელის ოლიმპიკში ასპარეზობს და არცთუ წარუმატებლად. დიარას ტრანსფერის დამატებითი პლიუსი არის ის, რომ სურვილისამებრ ალეგრის ფრანგის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანა შეეძლება. საორენტაციო სატრანსფერო ღირებულებად 7 მილიონი ევრო სახელდება.

წყარო: Tuttosport

13 thoughts on “ტურინი ლასანა დიარას კანდიდატურას განიხილავს..

  1. ვერ გავიგე რა…

    მარკიზიო-პოგბა-ხედირა-სტურარო-ერნანეში-ასამოა გვყავს და თურამე კუადრადოც იდგა ერთხელ ნახევარდაცვაში და რატომ ეძებენ დაბალი დონის ფეხბურთელებს??? ამას სტურარო ზურგზე მოიგებს და ისე ითამაშებს!!! :mad: :mad: :mad:

    ეს სეზონი არავინ არ გვინდა!!!

    პოგბა წავა 100მლთ და ვერატი ან ისკო უნდა მოიყვანონ, ბერარდი და ოსკარი!!! როგორც მოჯიმ გააკეთა, გაყიდა ზიდანი და მოიყვანა ბუფონი-ნედვედი-ტურამი!!! ასევე 3 ტოპ ფეხბურთელში უნდა დაიხარჯოს ფული და არა 8-9 დაბალი დონის!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.