ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”მეორე ადგილი არ არის ჩვენი მიზანი”

გენუაში მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ ტურინელებმა სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია დაიკავეს და განაგრძეს პროგრესი. იუვეს კაპიტანი ზუსტად ამას ელოდა, როდესაც სასუოლოსთან მატჩის შემდეგ ემოციური განცხადება გააკეთა..

“დღეისათვის მეორე ადგილზე ვიმყოფებით, თუმცა თუ უკანასკნელ წლებს გადავავლებთ თვალს ეს არ არის ის პოზიცია, რომელიც გვსურს.. შედეგად აუცილებელია თამაშის მეტად გაუმჯობესება და კონკრეტული მიზანის მიღწევა. დიახ, განვაგრძეთ გამარჯვებათა სერია, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მას მეტი ხანგრძლივობა ესაჭიროება.

სამპას წინააღმდეგ და მითუმეტეს მისსავე არენაზე თამაში ადვილი არასოდეს არის, მაგრამ უდრეკი ხასიათის დამსახურებით მოქმედმა ჩემპიონებმა ზედიზედ მეცხრე წარმატება იზეიმეს:

“ბუნებრივია 0-2-ის შემდეგ ვირწმუნეთ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა.. თუმცა, მომავალში მსგავს მიდგომას საქმე არ უნდა ჰქონდეს.. სამპდორიას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და სიტუაცია ნებისმიერ წამს შეიძლებოდა შეცვლილიყო”.


მატჩისშემდეგ ბიანკონერის ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი კმაყოფილი იყო საკუთარი კლუბის ასპარეზობით:“დერბის შემდეგ თითოეულმა ჩვენთაგანმა გაათვითცნობიერა, რომ პირველი თვეების ნეგატივი უკან უნდა დარჩენილიყო. დომინირებას მიჩვეულნი ვიყავით, მაგრამ სტარტზე ვერაფრით მოვახერხეთ საჭირო რიტმის დაჭერა”..

და რა შეიცვალა ეხლა?

“კლუბის სულისკვეთება: თითოეულ ახალწვეულს აპლოდისმენტები ეკუთვნის, რადგან მათ დიდი გულისყურით მოგვისმინეს და გუნდის გამო ყველაფერი გვერდით გადადეს. სწორედ ეს დაეხმარა მთელ კოლექტივს მორალურად გაზრდილიყო.

იცვლებიან შემსრულებლები, მაგრამ საერთო ჯამში თამაშის ხარისხი ნამდვილად არ კლებულობს. არ იფიქროთ, რომ თითოეული ჩვენთაგანი მხოლოდ 3-5-2-ს უჭერდეს მხარს, მაგრამ საკმარისი იყო ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნებულიყვნენ, რომ მწვრთნელმა საჭირო გამოსავალი მალევე მიიღო”.

 

მასიმილიანო ალეგრიმ ანალიზი გაუკეთა კლუბის მიერ ჩატარებულ უკანასკნელ მატჩს და ასევე შეეხო ჩემპიონატის პირველ წრესაც..

მორატას მესამე ბურთის გატანა მართებდა, რომლის შემდეგაც გუნდი თითქოს მოეშვა..

“ასე არ ვიტყოდა.. უბრალოდ ესპანელის გაფუჭებული მომენტის შემდეგ ზუსტად 30 წამში გაგვიტანეს ბურთი. თავის მხრივ უნად აღვნიშნო, რომ მეტოქემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. სამწუხაროა, რომ საკუთარი მოქმედებების გამო კინაღამ გამარჯვება ხელიდან გავუშვით.. იყო რამდენიმე ეპიზოდი სადაც აშკარად დიდ რისკზე წავედით და ამას ვერაფრით გავამართლებ. მომავალში, უმჯობესია თუ შექმნილ ეპიზოდებს უკეთ გამოვიყენებთ”.

ეს უკვე ისევ შენი იუვეა.. გუნდი, რომელიც სკუდეტოს იმსახურებს?

“ეს ის იუვენტუსია, რომელიც ჩემპიონატის სტარტზე 12 ქულით ბოლო ადგილებს ამაგრებდა.. არ მეგონა თუ ასეთ მოკლე დროში მსგავს საფეხურზე ვიქნებოდით.. ჩემი შეგირდები გამორჩეულ აპლოდისმენტებს იმსახურებენ”.

არ გწამდა იმიტომ, რომ კონკურენტებისგან ასეთ სუსტ ასპარეზობას არ ელოდი?

“ალბათ უფრო დანარჩენების გამო.. ნაპოლიმ პირველ წრეში 41 ქულა დააგროვა, რაც სკუდეტოს ნახევრის ტოლფასია.. რომ არ ჩავთვალოთ ადრეული 46 ქულიანი იუვენტუსი.. საშუალოდ ტიტულის მოსაპოვებლად 82-84 ქულაა საკმარისი. ინტერის შეხვედრა თეორიულად საჭირო იყო 84-ის დაგროვება, მაგრამ ნეაპოლიტანელების პირველმა პოზიციამ ეს მაჩვენებელი 82 ქულამდე დაწია.. მერწმუნეთ კალჩოში არცერთი მატჩის მოგება არ არის ადვილი და ბიჭები ქებას იმსახურებენ გაწეული სამსახურის გამო. ბუნებრივია გამარჯვებები დისტანციის შემოკლებაში გვეხმარება”.

რა შეგიძლია გვითხრა სამპას და კასანოს ასპარეზობაზე?

“მონტელას გუნდის თამაშით მოხიბლული დავრჩი და განსაკუთრებით მეორე ნახევარში. მოხარული ვარ კასანოს დაბრუნებით, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.. კასანიტას ნაყოფიერი ასპარეზობა იტალიური ფეხბურთისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მასსზე ეხლა დიდი პასუხისმგებლობა არის და იმედი მაქვს თავს კარგად გაართმევს. მოხარული ვარ მის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მილანში სკუდეტოს მოპოვების პერიოდში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გაგვაჩნდა”.

რა მოხდა, როდესაც ერთ-ერთი ეპიზოდში მისი დამშვიდება გიწევდა?

“ძაძაზე წესების უხეში დარღვევის გამო სტურარომ ემოციურად გამოხატა საკუთარი პოზიცია.. იგი სათადარიგოთა სკამიდან წამოხტა, მაშინ როდესაც სიმშვიდე უნდა შეენარჩუნებინა. შემდგომ ანტონიო ჩვენს სათადარიგოთა სკამს მოუახლოვდა და სწორედ მაშინ მოვუწოდე სიმშვიდისკენ.. საბედნიეროდ მომისმინა და ყველაფერი კარგად დასრულდა”.

შეუძლია შენს გუნდს კიდევ მომატება?

“ვფიქრობ, ინდივიდუალურად და გუნდური კუთხით კიდევ ბევრი ასპექტში გვაქვს მოსამატებელი”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დათო_ჯუვენტინო
დათო_ჯუვენტინო
9 years ago

:forza:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

:forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

კალენდარი განააახლეთ :forza: :forza: :forza:

giorgi
giorgi
9 years ago

Jiji udzlieresi xar,shen karieras daamtavrebvraga eshveleba mere im xalxs vinc fegburti icis da uxaria shennnairi dzlieri mekaris yureba,tore bevr ucodinars ro kitxos adamianma ityvis neuer ukve jobia jijis da 21 saukunis sauketeso mekarec sustad rom neuer ariso

juveboy-leo
9 years ago

xo bolos magrad gvanerviules. . .
arada xan iseti surati iyo titqos minimum 3-4 burtit unda mogvego

lasha lasha
9 years ago

მიდი ბებერო ჯიგარი ხარ ბავარიასთან მთელი შენი ძალა დაგვჭირდება ლიგა მოვიგოთ წელს და იქნება ისინდისოს მერე უეფამ და ოქროს ბურთი მოგართვან ხონჩით :yeah: :forza: მაგარი ცუდია 2-3 წელიწადში ფეხბურთში რომ არ იქნები ერთი დიდი ეპოქა დამთავრდება ლეგენდარული ჯიჯის ეპოქა THE BEST OF THE BEST B U F F O N :forza: :italy: :forza: :italy:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ჯიჯი მართალი ხარ აბა რა მარტო პირველობა ყველა ტურნირზე. :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x