ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა (11/01/16)

დასრულდა სერია-ას მიმდინარე გათამაშების პირველი წრე და იუვენტუსი ჩვეულ/არაჩვეულ პოზიციას იკავებს.
ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდმა მოახერხა შეთამაშება, არ დანებდა მატჩის 94-ე წუთზე და კუადრადოს გატანილი გოლის – ტორინოსთან გამარჯვების შემდეგ, ბიჭებმა საკუთარი ძალების იწმუნეს..

დღემდე მათ გულებშია ეს მოტივაცია და არამც თუ ქრება არამედ მეტად ღვივდება ეს ემოცია და სიხარული თითოეული მატჩის შემდეგ, რომელიც ჯამში 9 ზედიზედ გამარჯვებას მოითვლის.

აღნიშნულ მატჩამდე (იუვენტუსი 2-1 ტორინო)იუვენტუსი 11 და 9 ქულით ჩამორჩებოდა 1-2 პოზიციას, დღეს კი რა სურათი გვაქვს? სწორედ ამ 1-2 ადგილოსნებს რომა-ინტერს ვუსწრებთ და არც ის მომენტია შორს, როდესაც პირველი წრის ჩემპიონს ,,ნაპოლს” გადავუსწრებთ (13.02.16 იუვენტუსი – ნაპოლი)

რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ალეგრიმ იგივე ტაქტიკა 3-5-2 გამოიყენა, ალექს სანდროს ნაცვლად მოედანზე ევრა გამოჩნდა, კასერესის ნაცვლად რუგანი, მარკიზიოს დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე ალეგრის სტურარო-ერნანესში მოუწია არჩევანის გაკეთება და ვფიქრობ არც შემცდარა, ტრამვებისგან გაწვალებულმა ბრაზილიელმა ნორმალური მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება შეტევის ხაზს, კვლავაც მორატა შეუწყვილდა პაოლო დიბალას, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა მიუხედავად იმისა რომ გოლი არ გაუტანია, მაგრამ ხედირაზე გაკეთებული საგოლე პასი შედევრი იყო.

მატჩი იუვენტუსის იერიშებით დაიწყო, რაზეც მოწმობს საწყის წუთებში მათ მიერ მოწოდებული 4 კუთხური. არ შევცდები ალბათ თუ ვიტყვი, რომ იუვე საწყის წუთებში უტევდა, დანარჩენი დრო კი აკონტროლებდა მატჩის სადავეებს და ელოდა საგოლე მომენტს, რომელიც არაფრიდან ჯერ ბონუჩიმ შექმნა, შემდეგ კი პოგბამ დააგვირგვინა. გატანილი გოლის შემდეგ იუვენტუსი მეტად გათამამდა, მაგრამ მატჩის პირველი ტაიმი მიმდინარე ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის წუთებზე კი პაოლო დიბალამ იდეალური საგოლე პასი გაუკეთა სამი ხედირას, რომელმაც დაუფასა არგენტინელს გარჯა და ანგარიში ორამდე გაზარდა..

ორბურთიანი ფორის შემდეგ რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო იუვეს მხრიდან უკან დახევა, მეტი ყურადღების დათმობა საკუთარი კარის მშრალად შენახვისთვის.. მაგრამ მატჩის 64-ე წუთზე ანტონიო კასანომ ერთი ბურთი გაქვითა და იუვენტუსს კომფორტული ანგარიშიც დაურღვია. მართალია იტალიური გამომცემლობის შეფასებაში წერია, რომ დანიელე რუგანიმ დააგვიანა ბურთზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ გოლი ბონუჩის ზონიდან გაგვივიდა. დარჩენილ 25 წუთში მეტი აქტიურობა მასპინძლების მხრიდან იყო, მაგრამ იუვემ გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაცია გააორმაგა და სასურველ შედეგს მიაღწია.

მე-9 გამარჯვება

მე-4 ადგილიდან მე-2 ადგილზე აღზევება

ლიდერთან 3 ქულიანი ჩამორჩენის 1 ქულამდე დაყვანა!!!

ეს იუვენტუსის “ქამბექია”.. მისთვის ჩვეული/არაჩვეული პოზიცია? დიახ მეგობრებო, იუვეს ადგილი ჩემპიონატის სათავეშია, იუვეს დადებითი სეზონი ჩემპიონობაა, რაც მიღწეული იქნება ასე ერთიანი მექანიზმით, თავდადებითა და მონდომებით!!!

კეთილი სურვილით თქვენი იუვენტინო ,,QASRA

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
8 years ago

მადლობა ყველას ასეთი თბილი კომენტარებისათვის, ესაა დიდი მოტივაცია რომ ჩვეული მონდომებით გავაგრძელო წერა :forza:

BURATINO
BURATINO
8 years ago

პირველ რიგში საიტის ადმიისტრაციას და მის მწერალთა გუნდს დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ სიკეთისთვის რასაც იუვეს ქართველი გულშემატკივრები მათგან ვიღებთ. მადლობა! სამპდორიასთან თამაშს რაც შეეხება კლასიკური იუვე ერთადერთი პატარა შეცდომით რაც გაშვებული ბურთის ფასად დაჯდა. სეზონის დასაწყისს გავდა გოლის მომენტი …… სრულიად არაფრისგან გოლი მივიღეთ.

ჯანო იუვენტინო
ჯანო იუვენტინო
8 years ago

ქასრა გაიხარე დზმა ყოველი სტატიის და იმ ძალისხმიერებისტვის რაც ჩვენი საიტისტვის აკეტებ,ყველას ვისაც რაიმე წვლილი მიგიძღვით რომ ჩვენამდე ასე დროული და სასიამოვნო ინფორმაციები მოგვაწოდო გილოცავტ ამ ახალ წელს მრავალს დაესტარიტ ძმებო უფალი გფარავდეთ :forza: :forza: :forza: :forza:

vito_juventino
vito_juventino
8 years ago

კონტემ და ბუფონმა უარი თქვეს ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ხმის მიცემაზე და ამით პროტესტი გამოთქვეს იმაზე რომ ბუფონი არ შეიყვანეს სამ კანდიდატს შორის :juvee: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Da pogbas mowons rac ecva vitom vin urchia to imena zmanze iyo neimaris qudi aklda ))) :lool: :lool: :blin:

soni 10
8 years ago

Bufoni mindoda ra wlis gundshi imedia wels iqneba formashi beberi da moxvdeba ra undoda kide marselos to an tamashit suaresic imsaxurebda aseve barzagki ra marselo shemdeg wels alex sandro mokled mtlad swori ar iyo eg shemadgenloba ise vin ramdeni qulit gavida sainteresoa

1juve
1juve
8 years ago

Ruganis akloa tavdajereba, empolishi lideri iyo da IQ kide is tavisufleba qonda ro marto kargze umaxvilebdnen yuradgebas, empoli Tu gols faushvebda tundac ruganis shevdomit abralebdnen imas ro empolia da ABA Ra gols gaushvebdao, Mara epizodurad ruganis karg tamashshi Chanda ro didi mcveli dadgeboda. iuveshi piriqitaa, racarunda kargad itamashos tashs aravin AR daukravs imitoro iuves mcvelebi isedac kargad tamashobdnen ruganis gareshe, Mara erti gamokvetili shecdoma Tu daushva sheizleba fsiqologiradv gatydes da tan alegrimac naklebad endos, amito jerjerobit MIS tavze bevrs AR igebs, axla im etapzea ro mtavaria rame AR gaafuwos, etapobrivad mova dro da ruganis roli dacvashi mnishvnelovani gaxdeba tumca jer… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგარი კაცი ხარ გიო გაიხარე.

Giorgi kasrashvili
8 years ago

:forza: :forza: :forza:

juventino ika
juventino ika
8 years ago

Yochag magram me mainc rugani mzad AR mgonia 90 wuti satamashod roca gundshi amdeni Kai mcveli gyavs

lasha lasha
8 years ago
Reply to  juventino ika

რა თქმა უნდა არაა მზად ჯერ ბავშვია ფაკტიურად მაგრამ უდიდესი პოტენციალით ვინძლო მალდინიც დაჩრდილოს.ნელ ნელა ჩააჯენს სასტავში და 2 წელიწადში მაქსიმუმ მივიღებთ მსოფლიო დონის ტოპ მცველს :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x