პაულო დიბალა – იუვეს დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი..
იუვენტუსის დაბრუნების ერთი კონკრეტული მიზეზი რთულად საპოვნელია, რადგან ეს ერთად მუშტად შეკრული გუნდია, რომელიც რთული სიტუაციიდან გამოსავალს, მხოლოდ ერთიანი ძალებით აღწევს. მიუხედავად ამისა, მაინც შეგვიძლია მცირედით გამორჩეული სტატისტიკური ნიშნულები მოვიშველიოთ, რომელიც პაულო დიბალას ასპარეზობას უკავშირდება. ახალგაზრდა არგენტინელის ასპარეზობა ნამდვილად გამოსარჩევია და მას უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული უკანასკნელი ცხრა წარმატებული მატჩის შედეგზე.
სასუოლოს ფიასკომდე დიბალა მყარად ამაგრებდა სათადარიგოთა სკამს, რაც გუნდის საერთო შედეგზეც ნეგატიურად ისახებოდა. საკმარისი იყო ალეგრის ძირითადში გაემწესებინა და სრულიად გუნდმა დაიწყო პროგრესი.. თამაშის ხარისხთან ერთად უმჯობესდებოდა სატურნირო მდგომარეობაც. უკანასკნელ დაპირისპირებაში კი მართალია სამხრეთ ამერიკელს გოლი არ გაუტანია, თუმცა სამი ხედირაზე საგოლე გადაცემა მიითვალა და საერთოდაც მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მოდით გავიხსენოთ ის ცხრა მატჩი და დეტალურად გადავხედოთ რომელში რა შედეგი უჭირავს იუვეს 21 ნომერს:
1. იუვენტუსი – ტორინო (31 ოქტომბერი)
აკეთებს შედეგიან გადაცემას პოლ პოგბაზე
2. ემპოლი – იუვენტუსი (8 ნოემბერი)
გაიტანა მესამე გოლი და იუვეს მორიგი გამარჯვება გაუფორმა.
3. იუვენტუსი – მილანი (21 ნოემბერი)
ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი.
4. პალერმო – იუვენტუსი (30 ნოემბერი)
აკეთებს შედეგიან გადაცემას მარიო მანჯუკიჩზე
5. ლაციო – იუვენტუსი (4 დეკემბერი)
თავდაპირველად ჯენტილეს გაატანინა საკუთარ კარში, ხოლო შემდეგ თავადვე გამოიჩინა თავი.
6. იუვენტუსი – ფიოენტინა (13 დეკემბერი)
თავდაპირველად მანჯუკიჩს დაეხმარა, ხოლო შემდეგ ისევ თავადვე გაიტანა გოლი.
7. კარპი – იუვენტუსი (20 დეკემბერი)
ეხმარება მანჯუკიჩს გოლის გატანაში.
8. იუვენტუსი – ვერონა (6 იანვარი)
თავდაპირველად იტანს ლამაზ ჯარიმას და შემდეგ ეხმარება ბონუჩის.
9. სამპდორია – იუვენტუსი (10 იანვარი)
ეხმარება ხედირას მეორე გოლის გატანაში.
დიბალა,მორატა,ბერარდი,ძაძA,პოგბა,სტურარო,ალექს სანდრო,რუგანი და შეიძლება ლემინაც,იუვეს მომავალია და დარწმუნებული ვარ ეს თაობა ლიგას მოიგებს ხოლოთ უკვე ბევრჯერ ვთქვი და შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწყენიც არის მარა ამ გუნდს აკლია სრულყოფილება და აუცილებლად უნდა უყიდონ ალეგრის ვერატისნაირი ფეხბურთელი და ძლიერი ფანტაზისტა,ხოლოთ არა სიმრავლის ხარჯზე,არამედ ხარისხის ხარჯზე იმიტომ რო ზამენა უკვე გვყავს და თან ალბათ ევროპაში ყველაზე ძლიერი
არ ძმაო დელპიერო მარტო ერთია. მოვევალი ტრეზეგე ჰეიძლება იყოს.

მალე ბავარია უნდა გა…მოდ
Mომავალი დელპიეროა
განძი არ ვიცი მარა სუპერ ფეხბურთელი კია.

განძია
მთავარია სწორად გააგრძელოს განვითარება და თავში არ აუვარდეს
ისე ძაან კაი ტიპიც ჩანს და არა მგონია დიდმა სახელმა თავბრუ დაახვიოს
