ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვე” ევრას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა პატრის ევრასთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას გეგმავს.34 წლის ვეტერან მცველს ბიანკონერებთან ამჟამინდელი კონტრაქტი ივნისში ეწურება და მიუხედავად სხვადასხვა კლუბების ინტერესისა, აპენინებიდან აბარგებას არ აპირებს.ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტა ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენელთან შეხვედრას უახლოეს დღეებში აპირებს, სწორედ აქ გადაწყდება კონტრაქტის ძირითადი დეტალები.მანჩესტერ “იუნაიტედის” ყოფილ კაპიტანს ალექს სანდროს სახით კარგი კონკურენტი ჰყავს, თუმცა მიმდინარე სეზონში მან 15 შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო, ფრანგის ანგარიშზე ერთი გატანილი გოლია.

წყარო : Football Italia

11 thoughts on ““იუვე” ევრას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

  1. ეგ და პოგბა მაგრად შეეწყვნენ ერთმანეთს. ბოლო თამაშებში ვაკვირდები და პოგბა სულ ცდილობს ევრასთან გაათამაშოს ბურთი. უფრო ალბათ გამოცდილებისთვის ტოვებენ, თორემ ალქს სანდრო ძალიან ძლიერია. პირველივე თამაშიდან ძალიან მომეწონა. ისე 3 ფრონტზე ვერავინ ვერ ითამაშებს, მინიმუმ 2 თანაბარი მოთამაშე გვინდა თითო პოზიციაზე.

  2. აუ რა ევრა რა არაფერს აფიჭებს ხალხო ???არაფერს არ აკეთებს სამაგიეროდდ…იმენა ფლაგი მარცხენა ეს როცა თამაშობს შეტევაში მკვდარია რაააა ბლიად ….ეს ის იუვე არა რაც უნდ აიყოს და ბევრი უნდა წავიდეს ევრას ხედირას ერნანდეშის პადოინის და ამათ ნაირებიი მაგრამ საბოლოოდ ამათ დატოვებენ და პოგბას გაუშვეებენ ხო ვიცი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.