ბონუჩის სარის სიტყვების არ სჯერა
“ნაპოლის” თავკაცმა მაურისიო სარიმ ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად “იუვენტუსი” დაასახელა, მაგრამ ლეონარდო ბონუჩის თქმით, ეს ყველაფერი ნეაპოლელთა მწვრთნელის მხრიდან წამოწყებული ფსიქოლოგიური თამაშის ნაწილია: ” ეს ფსიქოლოგიური ხრიკია ” -განუცხადა ცენტრალურმა მცველმა “სქაის” -” საშუალება, რითაც სარი ცდილობს თავის გუნდს ის ზეწოლა მოხსნას, რომელიც ფანებმა შექმნეს და რომელიც ყოველთვის ჩნდება, როცა გუნდი პირველ ადგილზეა. ამიტომაც ცდილობენ ამ ზეწოლის სხვა გუნდზე გადატანას, თავიდან ეს გუნდი “ინტერი” იყო, ახლა “იუვენტუსი”. ეს ნორმალურია ჩვენთვის, მაგრამ კარგად ვიცით, რომ გამარჯვებულის ვინაობა ბოლო დღემდე არ გაირკვევა. ჩვენიმხრივ, გვინდა მეხუთე “სკუდეტოს” ზედიზედ მოპოვებით ისტორია დავწეროთ, თუმცა ვიცით, ეს რთული იქნება. “ინტერი”, “ფიორენტინა”, და “ნაპოლი” კარგად არიან დაკომპლექტებულნი. ” -აცხადებს ბონუჩი.
წყარო: football italia
ნამდვილი იუვენტინო
ლეო იქ უცებ კიელინი ჰევაქე. ჰენც ძალიან მაგარი კაცი ხარ და გაიხარე იუვესთან ერთად.

კიეილინი მაგარი კაცი ხარ და აბე ჰენ იცი და იუვემ ერთად ვიზეიმოთ 5 სკუდეტო. და იმედია ლიგაც.

Leo magari kacia

მე მგონია, რომ ნაპოლის არ ეყოფა ძალა, სათადარიგო სკამის რესურსი და გამოცდილება, რომ ბოლომდე ასე გააგრძელოს, მაგრამ გადა,წყვეტი შემდეგი 5 ტური იქნება რა, რომელშიც აუცილებლად უნდა გადავასწროთ
Am pereiraze araperia axali to savaraudo dro mainc ra sashinelebaa tranva to
Meti aravin

Magari Kaci xar Shen jiji markizio da kielini miyvarxart marto