ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ბაიერნი? მე ჩემი გუნდის მწამს”

მასიმილიანო ალეგრის განცხადებით გუნდს მძიმე მატჩი ელის ფრიულიზე, რადგან მეტოქე კარგ ფორმაში იმყოფება.. ბიანკონერის თავკაცი ასევე ბაიერნთან მოახლოებულ დაპირისპირებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მის შეგირდებს პროგრესირების კარგი შანსი აქვთ:“მიუხედავად იმისა, რომ ფრიულის ბინადრებმა კარპისთან დათმეს უკანასკნელი შეხვედრა, მაინც კარგ კონდიციებში იმყოფებიან და იუვენტუსის წინააღმდეგ გაასმაგებული ენერგიით იასპარეზებენ. ეს არის ძალზედ ტექნიკური და მობილური გუნდი, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრირება დაგვჭირდება წარმატებისთვის”..

“ჯერჯერობით ჩემპიონატი დაბალანსებულია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და მხოლოდ რამდენიმე კლუბი განაგრძობს ტიტულისთვის ბრძოლას. პროგნოზი? ეს უადგილო კითხვაა.. ჩვენის მხრივ აღვნიშნავ, რომ ცუდი სტარტის შემდეგ სეზონის მეორე ნახევარი ამაღლებულ ნოტაზე უნდა ჩავატაროთ თუ რეალურად გვსურს ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოპოვება და კლუბის ისტორიაში გამორჩეული ადგილის დაკავება.

ჩემპიონთა ლიგა? სამწუხაროდ ყველას ავიწყდება თუ რაოდენ ძლიერ ქვე-ჯგუფში მოვხვდით. ბუნებრივია კარგი იქნებოდა სევილიასთან დადებითი შედეგის მიღწევა, რადგან ასეთ შემთხვევაში ტოპ-კლუბთან მატჩს მინიმუმ ერთ ეტაპზე თავიდან ავიცილებდით.. თუმცა, მოხდა ის რაც მოხდა და ამჯერად ნამდვილად დიდ გრანდთან მოგვიწევს ორი საინტერესო მატჩის გამართვა..

მე მწამს საკუთარი გუნდის, რომელსაც აქვს პროგრესირების ჩინებული შანსი.. სწორედ ასეთ შეხვედრებში იღებ შეუფასებელ გამოცდილებას და ვუყურებ რა, საკუთარი ფეხბურთელების ყოველდღიურ მუშაობას, მაქვს რეალური საბაბი ოპტიმისტურად განვეწყო. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო რწმენისა და მხარდაჭერისთვის.. თუმცა, გეტყვით, რომ ეს ჯერ კიდევ ნახევარი გზაა და წინ არაერთი დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს, სადაც მათი გვერდშიდგომა აუცილებლად დაგვჭირდება”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

43 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ბაიერნი გაგანადგურებტ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ცოტა დაასვენოს დიბალა და პოგბა ტრავმა რომ არ მიიღონ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ნეტა დიბალა და პოგბა არ გვყავდეს

| Newsphere by AF themes.
43
0
Would love your thoughts, please comment.x