ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთათვის კუადრადოს ტრანსფერი აღარ არის პრიორიტეტული

ხუან კუადრადოს ტურინული პრესპექტივა კვლავ ბურუსით მოცული რჩება. კოლუმბიელი იჯარის წესით ასპარეზობს ბიანკონერის რიგებში, რომლებიც თავის მხრივ არ ჩქარობენ მის გამოსყიდვას. სეზონის სტარტზე რამდენიმე წარმატებულმა ასპარეზობამ საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ მაროტა მის გამოსყიდვას გეგმავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც სტეფან ლიხშტაინერმა ფორმა აღიდგინა, ხოლო იუვე ჩვეულ 3-5-2 წყობას მიუბრუნდა კუადრადო სათადარიგოთა სკამის უცვლელი წევრი გახდა. დღეისათვის, მისი ფუნქცია შვეიცარიული ექსპრესის რეზერვობაა და სწორედ ამიტომ არის ნაკლებად მოსალოდნელი იუვეს გენერალური დირექტორის მხრიდან მასში 20-25 მილიონიანი ინვესტიცია. უახლოეს პერიოდში ალეგრი სავარაუდოდ სრულფასოვან შანს ლაციოსთან მატჩში მიცემს, რომელიც იტალიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე გაიმართება. მეორეს მხრივ სპეციალისტების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მაროტა სატრანსფერო ფასის დაგდებას ეცდება, რომელიც თავდაპირველად სწორედ მითითებულ 25 მილიონს უკაკუნებდა.. დღეისათვის, იტალიის მოქმედი ჩემპიონები მაქსიმუმ 10-15 მილიონის რადიუსში მყოფი წინადადებით თუ მიმართავენ არისტოკრატებს კუადრადოს თაობაზე.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
8 years ago

არ ღირს ამის გაშვება სულ 3-5-2 ხოარ იქნება ტაქტიკა

Soni
Soni
8 years ago

Karoche wuwuraqebi arian ra magari magit pasac daugdeben ager naxet tu mase ar iqneba achalicheben ra exla ki zamena mara samomavlo pepeqtiva araa eg taqtika da lixshxac asakiskn midis 25 ar gadaixdian mara ichalicheben da 15 daawevineben :lool: savaraudot imazec iqneba damokidebuli ro vin iqneba chelsishi treneri ra. Sagol :lool: :lool: swori strategiaa :lool: .kidev isko daiviwyet ra tyuilad agar sheiyvanot tqvens saocnebo sastavshi 1 weli mainc :lool:

lasha naxucrishvili
8 years ago

ამ კაცის გაშვების გამო უბრალოდ მოსაკლავები იქნებიან!!!!!!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არააა ცუდი მინდა იყოს. :forza:

1juve
1juve
8 years ago

Kide kai

loscafeteros
8 years ago

მე პირადად ძაან გამიტყდება ეს თუ არ გამოისყიდეს, ძაან მისწორდება ამის ყურება და ვაფშე ფიორენტინაშიც მაგრად მევასებოდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ძაან მაგრად ითამაშა

forza bianconeri
8 years ago

ძალიან კარგი ფეხბურთელია, რაც დაამტკიცა შარშან, მარა ვინგეია რა

forza bianconeri
8 years ago

ვინგეი კიარადა ვინგერი :lool:

Gio Darja
8 years ago

ცუდია რო კუადრადოსნაირ ფეხბურთელს სათანადოდ ვერ იყენებს ალეგრი, კი 3-5-2 წყობაში შეიძლება ლიხტშტაინერს მეტი სარგებელი მოაქვს, განსაკუთრებით დაცვაში, მაგრამ შეტევაში კუადრა ძაალიან მაგარია თუ თამაში წაუვიდა

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x