ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთათვის კუადრადოს ტრანსფერი აღარ არის პრიორიტეტული

ხუან კუადრადოს ტურინული პრესპექტივა კვლავ ბურუსით მოცული რჩება. კოლუმბიელი იჯარის წესით ასპარეზობს ბიანკონერის რიგებში, რომლებიც თავის მხრივ არ ჩქარობენ მის გამოსყიდვას. სეზონის სტარტზე რამდენიმე წარმატებულმა ასპარეზობამ საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ მაროტა მის გამოსყიდვას გეგმავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც სტეფან ლიხშტაინერმა ფორმა აღიდგინა, ხოლო იუვე ჩვეულ 3-5-2 წყობას მიუბრუნდა კუადრადო სათადარიგოთა სკამის უცვლელი წევრი გახდა. დღეისათვის, მისი ფუნქცია შვეიცარიული ექსპრესის რეზერვობაა და სწორედ ამიტომ არის ნაკლებად მოსალოდნელი იუვეს გენერალური დირექტორის მხრიდან მასში 20-25 მილიონიანი ინვესტიცია. უახლოეს პერიოდში ალეგრი სავარაუდოდ სრულფასოვან შანს ლაციოსთან მატჩში მიცემს, რომელიც იტალიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე გაიმართება. მეორეს მხრივ სპეციალისტების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მაროტა სატრანსფერო ფასის დაგდებას ეცდება, რომელიც თავდაპირველად სწორედ მითითებულ 25 მილიონს უკაკუნებდა.. დღეისათვის, იტალიის მოქმედი ჩემპიონები მაქსიმუმ 10-15 მილიონის რადიუსში მყოფი წინადადებით თუ მიმართავენ არისტოკრატებს კუადრადოს თაობაზე.

წყარო: tuttosport

14 thoughts on “ტურინელთათვის კუადრადოს ტრანსფერი აღარ არის პრიორიტეტული

  1. Karoche wuwuraqebi arian ra magari magit pasac daugdeben ager naxet tu mase ar iqneba achalicheben ra exla ki zamena mara samomavlo pepeqtiva araa eg taqtika da lixshxac asakiskn midis 25 ar gadaixdian mara ichalicheben da 15 daawevineben :lool: savaraudot imazec iqneba damokidebuli ro vin iqneba chelsishi treneri ra. Sagol :lool: :lool: swori strategiaa :lool: .kidev isko daiviwyet ra tyuilad agar sheiyvanot tqvens saocnebo sastavshi 1 weli mainc :lool:

  2. მე პირადად ძაან გამიტყდება ეს თუ არ გამოისყიდეს, ძაან მისწორდება ამის ყურება და ვაფშე ფიორენტინაშიც მაგრად მევასებოდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ძაან მაგრად ითამაშა

  3. ცუდია რო კუადრადოსნაირ ფეხბურთელს სათანადოდ ვერ იყენებს ალეგრი, კი 3-5-2 წყობაში შეიძლება ლიხტშტაინერს მეტი სარგებელი მოაქვს, განსაკუთრებით დაცვაში, მაგრამ შეტევაში კუადრა ძაალიან მაგარია თუ თამაში წაუვიდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.