ტურინელებმა მონაკოს ბერნარდო სილვას სანაცვლოდ 22 მილიონი შესთავაზეს
იტალიური პრესის მტკიცებით ბიანკონერიმ ოფიციალური წინადადებით მიმართა მონაკოს ბერნარდო სილვას თაობაზე.. ტურინელთა შეთავაზება 22 მილიონ ევროს შეადგენდა, რომელიც ფრანგული მხარისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი. მათი მოთხოვნა არის მინიმუმ 30 მილიონი, რომელიც ორჯერ აღემატება იმ თანხას, რაც მონაკომ ბენფიკას გადაუხადა პორტუგალიელი შუახაზელის სანაცვლოდ. მაროტა და კომპანია განაგრძობენ კრეატიული ტიპის ნახევარმცველის ძებნას და გუნდოგანთან არსებული გაურკვეველი სიტუაციის გამო, ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებენ. უახლოეს პერიოდში ბერნარდო სილვასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციებს უნდა ველოდოთ.
წყარო: football-italia
Oooo amden naxevarmcvels tyuila AR idzaxian
Ikidon
30 მილიონის გადახდა გირს მემგონი ამაჰი.
ეს ლიგაზე ვერ დაგვეხმარება, ისე მაგარი ტექნიკურია
კანკავას იყიდიან იაფად და თუ ასწევს დონეს საკითხავი ეგ არის,სულ ესე როგორ წუწუნებენ,ერთი დიბალაზე არ უწუწუნიათ და ისიც ალბათ იმიტომ რომ რამდენიმე წელზეა გათვლილი გადახდა თუარ ვცდები
სუპერ შენაძენი იქნება. 30 მართლაც ღირს