დი მარციო:”ორშაბათს მანდრაგორა სამედიცინო შემოწმებას გაივლის”
ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით მომავალ ორშაბათს როლანდო მანდრაგორა ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გალილეო ფერარის ქუჩაზე კლუბის შტაბ-ბინაში გაემგზავრება და იუვესთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. თავდაპირველი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი სეზონს სერია ბ-ში ჩაამთავრებს, ამჯერადაც დადასტურდა. კლუბმა კონსულტაცია გაიარა მასიმილიანო ალეგრისთან, რომლის შემდეგაც გადაწყდა ახალგაზრდა შუახაზელის პესკარაში დარჩენა.. ტურინს კი მანდრაგორა საზაფხულო შეკრების დროს შეუერთდება.
წყარო: tuttojuve
Shesanishnavi transperia
იმედია გაამართლებ აბა წარმატებები.
