ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ბელგიაში შოპინგზე

“იუვენტუსის” წარმომადგენლები ხვალ ბელგიაში ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერის ნიადაგს მოსინჯავენ. პირველი მიზანი 21 წლის შემტევი ნახევარმცველი პრაეტია. მის ანგარიშზე მოქმედ სეზონში 6 საგოლე გადაცემა და ოთხი გოლია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბელგიელი ტალანტი არც ისე ბევრს თამაშობს. მისი შეძენით “ფიორენტინა” და “ლივერპულიც” არიან დაინტერესებული, კლოპის მოთხოვნას კი წინ ფინანსური პრობლემები არ უდგას და ამდენად მაროტას ძლიერი კონკურენცია ელოდება. მეორე სამიზნე 18 წლის ტილმანია. ასაკის მიუხედავად ბელგიელი უკვე “ანდერლეხტის” ნახევარდაცვის ბურჯია და 21 წლამდე ნაკრების შეუცვლელი ფიგურა. საფეხბურთო მახასიათებლებით დე როსისა და პოგბას თვისებებს იზიარებს, რვაფეხას უნარების უპირატესობით. პრაეტისა და ტილმანსის გარდა, მედიაში კიდევ სამი სახელი: სიმონი, კუმსი და იანუზაი სახელდება. სიმონი 20 წლის ნიგერიელი შემტევია 30 შეხვედრაში 11 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით, კუმსი კი მისი თანაგუნდელი “გენკის” შუა ხაზში. სავარაუდოდ, სიმონი და კუმსი “იუვეს” უფრო იაფი დაუჯდება, მით უმეტეს, რომ კუმსმა ახალგაზრდობის საუკეთესო წლები უკვე უკან მოიტოვა და ცოტა ხნის წინ 27 -ე დაბადების დღეც აღნიშნა. რაც შეეხება იანუზაის, ბელგიელი “ბორუსიაში” არენდის შემდეგ, ახლახანს დაუბრუნდა “ოლდ ტრაფორდს” და იმდენად, რამდენადაც ვან გაალს გულზე დიდად არ ეხატება და სათადარიგოთა სკამის პერსპექტივა არც თავად უნდა ხიბლავდეს, მინიმუმ არენდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში არც ისე მიუღწეველ ამოცანად ისახება.

წყარო: Calciomercato

7 thoughts on ““იუვენტუსი” ბელგიაში შოპინგზე

  1. ბელგიასჰი სჰოპინგი უსჰველიტ ბაიერნტან?…. ბელგიაში კი არა ტუ ვერ მოკავს გიუნდოგანი, მოუნტინიო მაინც მოიკვანოს, დგას ეს ხედირა ვერ დარბის საერტოდ და საყრდენზე მარციზიოა გვერდიტ ნახევარმცველზე ვერ ტამასჰობს ასჰკარაა, ხედირა რო კვია და მსოპლიო მოიგო მაგიტო არაა სტურარო დზირიტადსჰი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.