ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Live Vinovo

სასიამოვნო ინფორმაციები ვრცელდება ვინოვოს საწვრთნელი ბაზიდან. მარიო მანჯუკიჩმა სრულად მოიშუშა მიკრო ტრავმა და მზად არის მოედანზე გამოსასვლელად. ასევე მცირე პრობლემები ჰქონდა ალვარო მორატას, რომელმაც გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა და მსგავსად ხორვატისა სრულ მზადყოფნაშია. დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს კლაუდიო მარკიზიო უბრუნდება, რომელიც მოედნის ცენტრში ხედირას და პოგბას გაუწევს პარტნიორობას. ლაზარეთში რჩება ანდრეა ბარძალი, რომელსაც სავარაუდოდ მარტინ კასერესი ჩაანაცვლებს. თუ ვინ ითამაშებს ფლანგებზე ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან ორივე მხარეს ერთმანეთს კონკურენციას 2-2 ფეხბურთელი უწევს.

წყარო: Corsport

2 thoughts on “Live Vinovo

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.