ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია
გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციას, რომელიც უდინეზესთან დაგეგმილ მატჩს მიეძღვნა:
მაქს, გახსოვს პირველი ტურის შეხვედრა?
“დიახ, თუმცა სასიამოვნო ამაში არაფერია.. მაშინდელი შეხვედრის შემდეგ ორი პრობლემებით სავსე თვე გავიარეთ.. სატურნირო ცხრილი.. თქვენც, კარგად იცით ეს ყოველივე.. საბედნიეროდ, ეხლა უკვე უკეთეს ფორმაში ვართ, თამაშიც დალაგდა, მაგრამ წინ მთელი 19 შეხვედრა გველის.. ფაქტიურად მინი ჩემპიონატი”.
სარის ფავორიტად თქვენ მიაჩნიხართ..
“ჩემპიონატის ფავორიტად მიმაჩნია ის ვინც პირველ ადგილზეა.. გასული ტურის წინ ინტერი მიმაჩნდა, ეხლა კი სიტუაცია შეიცვალა.. ხუმრობა გვერდით გადავდოთ და რეალურად ხუთი კლუბი იბრძოლებს ბოლომდე.. მათ შორის რომაც. თუმცა, დღეისათვის კონცენტრირებული უდინეზესთან მატჩზე ვართ, რომელიც ასევე კარგ კონდიციებში იმყოფება და მითუმეტეს ახალი სტადიონის გახსნა დამატებით ენთუზიაზმს შესძენს დი ნატალეს და კომპანიას”.
როგორი მდგომარეობა სუფევს კლუბის ლაზარეთში?
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბარძალი დაგვიბრუნდება ლაციოსთან მატჩის შემდეგ, ხოლო პერეირა რომას შემდეგ.. რაც შეეხება ლემინას იგი უახლოეს დღეებში შემოგვიერთდება. მთავარია, რომ მათი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა”.
იყო თუ არა მომენტი, როდესაც სკუდეტოსი მხოლოდ შენ გწამდა?
“რა თქმა უნდა არა.. დაბრუნების მთელს კლუბს სწამდა. საფეხბურთო სამყაროსთვის ასეთი რამ უცხო არ არის.. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნო, მუშაობა განაგრძო და პოზიტიური განწყობა იქონიო. ნამდვილა დავბრუნდით, მაგრამ 39 ქულით ჩემპიონატს ვერ მოიგებ და შედეგად მუშაობის გაგრძელება მოგვიწევს”.
ახალწვეულებიდან, დადებითი კუთხით რომელმაც გაგაოცა?
“თითოეული ჩემი ფეხბურთელით ვარ კმაყოფილი.. საუბარი ეხება როგორც ახალწვეულებს ასევე ძველებსაც. გამოვყოფდი ძაძას, რომელმაც რთული სტარტის შემდეგ მნიშვნელოვნად მოუმატა. მისი ფიზიკური კონდიცია აპლოდისმენტებს იმსახურებს”.
მანჯუკიჩი გამოკეთდა?
“დიახ, იგი მზად არის მოედანზე გამოსასვლელად”.
სპალეტი რომში დაბრუნდა..
“წარმატებებს ვუსურვებ.. მან დედაქალაქურ კლუბში თავის დროზე დიდი სამუშაო გასწია. ვწუხვარ რუდი გარსიას გამო.. უკანასკნელი სეზონების მანძილზე მან ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა. თავად კლუბი კი პატივისცემას იმსახურებს.. მათ აქვთ დაბრუნების რესურსი”.
რეალთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ამბების გამო მორატას საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია?
“მის მომავალზე ვერაფერს მოგახსენებთ. ვფიქრობ, იგი კლუბს სეზონის ბოლომდე დიდ დახმარებას გაუწევს. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოს”.
რუგანი თუ კასერესი?
“ორიდან ერთი.. ერთი იასპარეზებს უდინეზეს წინააღმდეგ, ხოლო მეორე იტალიის თასსზე”..
კუადრადოს სულ უფრო და უფრო იშვიათად ვხედავთ ძირითად შემადგენლობაში..
“მას კონკრეტულ მატჩში შედეგის მოტანა ბოლო ნახევარ საათშიც შეუძლია”.
სამპდორიასთან ჰერნანეშის საიმედო ასპარეზობამ, ხომ არ შეცვალა კლუბის სატრანსფერო სტრატეგია?
“ზემოთხსენებულ კითხვას, პასუხი გასული პრესკონფერენციის დროს გავეცი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ფეხბურთელის დამატებას გადავწყვეტთ, მაშინ იგი ნამდვილად ექსტრა კლასის უნდა იყოს.. ასეთის ნახვა კი ზაფხულშიც პრობლემატურია, ხოლო იანვარში პრაქტიკულად შეუძლებელი”.
წყარო: Tuttosport
ძმაო ლესტერი რასაც აკეთებს რანიერის ძეგლი უნდა დაუდგან. მოვალჰი თუ ალეგრი წავა მეგნო გირს რანიერის დანიჰნვნა.

რანიერი არაა “ჩემპიონი” მწვრთნელი
არადა მაგის გამო ვგულშემატკივრობ ლესტერს 
რატო დაამატა მაგდენი წუთი ვინმემ იცით?
იმობილემ პენალტი გაიტანა თუ არ ვცდები,ჯერ ბევრი აქ დასამტკიცებელი
ლესტერს ვინ გულშემატკივრობთ ინგლისში? ყოჩაღ რანიერის

Imobilem ukve gaitana
seria astvis aris sheqmnili

chelsis tamashs uyuret? bolos 7 wuti daumata sudiam da 98 wutze teris gaaqvs afsaiti. . . prosta ramxela usamartlobaa