“იუვენტუსი” ბელგიაში შოპინგზე
“იუვენტუსის” წარმომადგენლები ხვალ ბელგიაში ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერის ნიადაგს მოსინჯავენ. პირველი მიზანი 21 წლის შემტევი ნახევარმცველი პრაეტია. მის ანგარიშზე მოქმედ სეზონში 6 საგოლე გადაცემა და ოთხი გოლია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბელგიელი ტალანტი არც ისე ბევრს თამაშობს. მისი შეძენით “ფიორენტინა” და “ლივერპულიც” არიან დაინტერესებული, კლოპის მოთხოვნას კი წინ ფინანსური პრობლემები არ უდგას და ამდენად მაროტას ძლიერი კონკურენცია ელოდება. მეორე სამიზნე 18 წლის ტილმანია. ასაკის მიუხედავად ბელგიელი უკვე “ანდერლეხტის” ნახევარდაცვის ბურჯია და 21 წლამდე ნაკრების შეუცვლელი ფიგურა. საფეხბურთო მახასიათებლებით დე როსისა და პოგბას თვისებებს იზიარებს, რვაფეხას უნარების უპირატესობით. პრაეტისა და ტილმანსის გარდა, მედიაში კიდევ სამი სახელი: სიმონი, კუმსი და იანუზაი სახელდება. სიმონი 20 წლის ნიგერიელი შემტევია 30 შეხვედრაში 11 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით, კუმსი კი მისი თანაგუნდელი “გენკის” შუა ხაზში. სავარაუდოდ, სიმონი და კუმსი “იუვეს” უფრო იაფი დაუჯდება, მით უმეტეს, რომ კუმსმა ახალგაზრდობის საუკეთესო წლები უკვე უკან მოიტოვა და ცოტა ხნის წინ 27 -ე დაბადების დღეც აღნიშნა. რაც შეეხება იანუზაის, ბელგიელი “ბორუსიაში” არენდის შემდეგ, ახლახანს დაუბრუნდა “ოლდ ტრაფორდს” და იმდენად, რამდენადაც ვან გაალს გულზე დიდად არ ეხატება და სათადარიგოთა სკამის პერსპექტივა არც თავად უნდა ხიბლავდეს, მინიმუმ არენდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში არც ისე მიუღწეველ ამოცანად ისახება.
წყარო: Calciomercato
ტილემანსი-ა და არა ტილმანი ;)
ბელგიასჰი სჰოპინგი უსჰველიტ ბაიერნტან?…. ბელგიაში კი არა ტუ ვერ მოკავს გიუნდოგანი, მოუნტინიო მაინც მოიკვანოს, დგას ეს ხედირა ვერ დარბის საერტოდ და საყრდენზე მარციზიოა გვერდიტ ნახევარმცველზე ვერ ტამასჰობს ასჰკარაა, ხედირა რო კვია და მსოპლიო მოიგო მაგიტო არაა სტურარო დზირიტადსჰი.
არა ცუდი ახალგაზრდა ბელგიელი ფეხბურთელების მოყვანა.
Bazelidan moiyvanon magati tavdamxmeli 18 wlis rom aris dzalian magari pexburteli dadgeba magisgan
Au eg dzaan magaria da dzviric girs chelsi echalicheba.bilbaos yavs kide erti magari talanti mara isic dzviria
Tilemansi dzlieri bichia moikvanon
