ალეგრი:”ჩემპიონატის ბოლომდე 18 თამაშია და ჩვენ ისინი უნდა მოვიგოთ”
მასიმილიანო ალეგრიმ მისი გუნდის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა მატჩზე და მისი გუნდის პერსპექტივებზე.
“იყო თუ არა სარი მართალი? ჩემპიონატის ბოლომდე 18 თამაშია და ჩვენ ისინი უნდა მოვიგოთ. “ნაპოლის” დაგროვილი ქულების ძალზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი აქვს და ნამდვილად ფავორიტია. ვთვლი, რომ პირველი ხუთი გუნდიდან ნებისმიერს შეუძლია სკუდეტოს მოგება.
დიბალა? მან ძალიან მოუმატა თამაშს, გადავდოთ გვერდზე შედარებები, ის ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს. მე კმაყოფილი ვარ შემადგენლობით და გუნდის ფორმით, მალე ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან და შემეძლება დავასვენო ზოგიერთი მოთამაშე.”
ორი გოლი ოთხიდან ნახევარმცველებმა გაიტანეს :
“დასაწყისში ჩვენ ბევრი რამ გვაკლდა, მათ შორის შედეგიც. ჩვენ ათი ახალი ფეხბურთელით დავიწყეთ და დრო გვჭირდებოდა. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია არაფრისთვის და კიდევ შეგვიძლია მომატება.”
ამართლებს თუ არა ეს ცუდ სტარტს?
“მნიშვნელოვანია ფიზიკური ფორმის შენარჩუნება. ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება მარტში, ის გაიმარჯვებს. დასახვეწია ტექნიკური ჩვევები, გუნდის თამაში, მითუმეტეს, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს”.
პოგბა სათადარიგო შემადგენლობაში დარჩა:
“ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. პოლმა ბევრი თამაში ჩაატარა. ასამოა ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური მოთამაშეა და კარგად წარმოაჩინა თავი “ლაციოს” წინააღმდეგ და დღევანდელ თამაშშიც.”
ზედიზედ ათი გამარჯვება – ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის დამსახურებაა თუ დაცვის შეთამაშების?
“ჩვენ ვთამაშობდით სამი და ხუთი მცველით. ვფიქრობ, რომ გაშვებული გოლები შეუთამაშებლობის და ფიზიკური ფორმის ბრალი იყო. ჩვენ ცუდად ვიცავდით თავს, ახლა უკეთესადაა საქმე ამ მხრივ. თუმცა მოდენაში ორი გოლი გავუშვით “კარპისთან”, გენუაში – ერთი, დღეს არცერთი. იტალიაში საუკეთესო დაცვა იმარჯვებს.”
დიბალა თუ ტევესი?
“განსხვავდებიან ასაკითაც, ტექნიკურადაც. დიბალას წინ აქვს მთელი კარიერა და ყველა კოზირი ხელთ აქვს, რომ მიაღწიოს უმაღლეს მიზნებს.”
სპალეტი:
“კვირას ჩვენ შევხვდებით. ეს არაჩვეულებრივი მწვრთნელია, რომელიც იტალიაში დაბრუნდა და ეს კალჩოსთვის ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა, რომ გარსიაც კარგი სპეციალისტი იყო. მაგრამ იტალიაში შედეგს აქვს მხოლოდ მნიშვნელობა.”
წყარო: TuttoJuve
მიდე ალეგრი აბა ჰენ იცი ახლა რომას ჯერია. და ნაპოლს კიდე უნდა მოუგოთ და მერე გზდიონ კუდჰი : წარმატებები

presis mimoxilva saintereso iqneboda exla!!! xom ar dadebt?!
დიახ დავდებთ )
8 zedized juventus es sheudzlia

რეკორდი არის 17 მოგება ზედიზედ, ინტერს აქვ. ეს რეკორდი დამყარებული მაურინიოს ხელში…
Uuuu sagol bichebs
ar miyurebia da golebi momewona dibalaaa jarimebs amugamebs ))) sagol xediras gatana ro sheudzlia paqtia sandrom sakaifo sheagdo )))) magrad gamisworda tamashi rogori iyo vin itamasha magrad nu dibala gasagebia asamoa mainteresebs?. Milani vicodi ra nervebi meshleba prosta am sezonshi erti romam dzaan magari gamipucha da agar avigebtqo da spaletis pontshi bicho ertianshi ar avige to tan 1.38 qonda rat mindoda es kushi damgupa to
მილანმა ფიორენტინას მოუგო და კიდევ ერთი კონკურენტი ჩამოვიცილეთ ცოტა მეტად. 4 ქულაა სხვაობა რაც ძალიან კარგია.
ახლა ნაპოლის ფეხის დაცდენის დროა.
რა იქნება ეხლა კიდევ 5-6 მატჩი მოვიგოთ ზედიზედ და სერია ა-ში დავწინაურდებით ასე თუ გავაგრძელეთ ბავარიას ძალიან გაუჭირდება რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პლიუსები დღეს ხედირა მომეწონა გოლის გარდა ძალიან ბევრი იშრომა და კიდევ შეეძლო გატანა იმედია ლიგისთვის ყველა ფორმაში შეხვდება ერთი მორატაზე მწყდება გული.
ნაპოლისაც რთული თამაში აქ გასვლაზე
17 მგონი არ ვიცი ზუსტად. რომას უნდა მოუგონ ყველა ვარიანტში, რევანშია მანდაც ))) თან ნაპოლი უბერავს.
აუ რეკორდი რამდენია სერია ა ში. ხო არ იცით გამარჯვებების მხრივ ზედიზედ\?