დიბალა:”გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა”
ზედიზედ მე-10 გამარჯვების შემდეგ, Sky-ს ჟურნალისტებმა პაულო დიბალას რამდენიმე კითხვით მიმართეს:
მორიგი დიდებული მატჩი როგორც შენთვის, ასევე იუვესთვის..
“დიახ, მშვენიერი თამაში გამოდგა.. თუმცა, ნეაპოლიტანელები ჯერ კიდევ ორი ქულით გვისწრებენ და საჭიროა აღებული ტემპის შენარჩუნება”..
ანგარიში ისევ შენ გახსენი..
“მშვენიერი დარტყმა გამომოვიდა, მაგრამ მთელმა გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა”.
დღეისათვის, ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?
“ვფიქრობ, ინტერი და ნაპოლი.. აქამდე რომაც და ფიორენტინაც უნდა ჩაგვეთვალა, მაგრამ ფაქტია ზემოთხსენებული ორი გუნდი უკეთესად არის მომზადებული”.
იგუაინის და შენი გოლებით, ჩემპიონატს არგენტინული ელფერი დაჰკრავს..
“ყველამ ისედაც კარგად იცის თუ რა დონის ფორვარდია.. გონსალოს ნაკრებიდან ვიცნობ და დღეისათვის ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება”.
მასიმილიანო ალეგრიმ მისი გუნდის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა მატჩზე და მისი გუნდის პერსპექტივებზე.
“იყო თუ არა სარი მართალი? ჩემპიონატის ბოლომდე 18 თამაშია და ჩვენ ისინი უნდა მოვიგოთ. “ნაპოლის” დაგროვილი ქულების ძალზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი აქვს და ნამდვილად ფავორიტია. ვთვლი, რომ პირველი ხუთი გუნდიდან ნებისმიერს შეუძლია სკუდეტოს მოგება.
დიბალა? მან ძალიან მოუმატა თამაშს, გადავდოთ გვერდზე შედარებები, ის ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს. მე კმაყოფილი ვარ შემადგენლობით და გუნდის ფორმით, მალე ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან და შემეძლება დავასვენო ზოგიერთი მოთამაშე.”
ორი გოლი ოთხიდან ნახევარმცველებმა გაიტანეს :
“დასაწყისში ჩვენ ბევრი რამ გვაკლდა, მათ შორის შედეგიც. ჩვენ ათი ახალი ფეხბურთელით დავიწყეთ და დრო გვჭირდებოდა. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია არაფრისთვის და კიდევ შეგვიძლია მომატება.”
ამართლებს თუ არა ეს ცუდ სტარტს?
“მნიშვნელოვანია ფიზიკური ფორმის შენარჩუნება. ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება მარტში, ის გაიმარჯვებს. დასახვეწია ტექნიკური ჩვევები, გუნდის თამაში, მითუმეტეს, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს”.
პოგბა სათადარიგო შემადგენლობაში დარჩა:
“ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. პოლმა ბევრი თამაში ჩაატარა. ასამოა ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური მოთამაშეა და კარგად წარმოაჩინა თავი “ლაციოს” წინააღმდეგ და დღევანდელ თამაშშიც.”
ზედიზედ ათი გამარჯვება – ცალკეული ფეხბურთელების პროგრესის დამსახურებაა თუ დაცვის შეთამაშების?
“ჩვენ ვთამაშობდით სამი და ხუთი მცველით. ვფიქრობ, რომ გაშვებული გოლები შეუთამაშებლობის და ფიზიკური ფორმის ბრალი იყო. ჩვენ ცუდად ვიცავდით თავს, ახლა უკეთესადაა საქმე ამ მხრივ. თუმცა მოდენაში ორი გოლი გავუშვით “კარპისთან”, გენუაში – ერთი, დღეს არცერთი. იტალიაში საუკეთესო დაცვა იმარჯვებს.”
დიბალა თუ ტევესი?
“განსხვავდებიან ასაკითაც, ტექნიკურადაც. დიბალას წინ აქვს მთელი კარიერა და ყველა კოზირი ხელთ აქვს, რომ მიაღწიოს უმაღლეს მიზნებს.”
სპალეტი:
“კვირას ჩვენ შევხვდებით. ეს არაჩვეულებრივი მწვრთნელია, რომელიც იტალიაში დაბრუნდა და ეს კალჩოსთვის ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა, რომ გარსიაც კარგი სპეციალისტი იყო. მაგრამ იტალიაში შედეგს აქვს მხოლოდ მნიშვნელობა.”
წყარო: Sky
ნაპოლს უნდა მოვუგოთ და სკუდეტოც იუვესია.

რაგაციტ მესის მაგონებს ჯარიმების დარტყმის დროს აი როცა მარცეხენა პეხიტ ურტყამს

მე დიბალაზე უკვე მაშინ ვთქვი რო ძაან დიდი მომავალი აქვს-ტქო იუვეს ფეხბურთელებს რო 4 ყვითელი აკიდა,არადა ევროპის საუკეთესო თუარა ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა გვყავს.მაშინ ვთქვი ეს იუვეში უნდა მოვიდეს-თქო და ესე ამიხდეს ყველაფერი
რამდენს არ გაუხარდა ალბათ დიბალას კარგი თამაში
როგორ ხართ ძმებო, დიბალას მოძულენო?!!!
თქვენს სანუგეშოდ ვიტყვი, რომ ბევრს თამაშობს და მაგიტომაა შედეგიანი ჩვენი “ახალი მესი”, თორე განა რამე ფეხბურთელია?! ამას ბავარიას ფეხბურთელები ბურთს არ დაანახებენ
პ.ს 12 გოლი და 8 ასისტი 
Marto chemze dawere araa problema
mravlobitshi nu wer
არა ძმა, შენს გარდა რამდენია კიდე იცი პაულოს მოძულე?
ნუ შენ ყველაზე პირველი ხარ მათ შორის

აქ ბევრი გაიძახდა რო ბევრია მაგ ბიჭში გადახდილი და ჯობდა უკეტესი ვინმე მოგვეყვანაო მარა კი ხედავთ აგერ რას აკეტებს და რამდენჯერ უკან წაგაგებინათ ეგ სიტყვები,ეხლა მორატას გოლები მაკლია მარტო და ეგაა, ჩვენი შეუცერებელი მანქანა
შვაინებმა ჯერ კიდე არ იციან რა დღე დაადგებატ

ნაპოლს რთული კალენდარი აქ იანვრის ბოლოს და თებერვალში სწორედ მანდ უნდა დავადოთ 5-6 ქულით
უნდა აჯობო პიპიტას