ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”მორატას გაყიდვა აზრადაც არ მოგვსვლია”

Mediaset-თან საუბარი, ბიანკონერის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუვე განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდა იტალიელებს უთმობს:

შეუძლია თუ არა რეალს მორატას გამოსყიდვა?

“არ ვაპირებთ არც მადრიდელებთან და არც რომელიმე სხვა კლუბთან ესპანელის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას. აზრადაც კი არ მოგვსვლია მისი გუნდიდან გაშვება. იგი ფუნდამენტურ როლს ასრულებს დღევანდელ გუნდში, ხოლო ჩვენ კი მსგავს ახალგაზრდებს მუდამ ვუფრთხილდებით”.

პრატი და ტილემანსი, მორიგი ახალწვეულები გახდებიან?

“ჩვენი მიზანია, სიტუაციიდან გამომდინარე დავაკვირდეთ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს და გავიფორმოთ ისინი. მაგალითად ხვალ, იმედი გვაქვს, რომ ჯენოასთან ყველა შეთანხმებას წარმატებით მივაღწევთ და მანდრაგორას ოფიციალურად გავიფორმებთ. როლანდო ძალზედ საინტერესო ფიგურაა. იუვენტუსი მუდამ გამორჩეულად აფასებდა იტალიელ ფეხბურთელებს და ეს ტენდენცია არც მომავალში დაირღევვა”.

რა ამოცანა უდგას კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში?

“გუნდის გაძლიერება, რომელიც სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება, არის ურთულესი. ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს და მისი მეტად გაძლიერება იანვარში პრაქტიკულად შეუძლებელია. ნაკლებად მოსალოდნელია ზამთარში რაიმე ხმაურიანი გარიგება გავაფორმოთ”.

როგორი დამოკიდებულება აქვს იუვენტუსს სანაკრებო სამზადისის თაობაზე?

“ნაციონალური გუნდი სრულიად იტალიური ფეხბურთის განძია და არამარტო.. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მის განვითარებას, მაგრამ კლუბების მხრიდან ევრო თასებზე ასპარეზობას ვერსად გავექცევით. ამიტომ გარკვეული მომენტები რთულად ხელმისაწვდომია, თუმცა კონტე ბრწყინვალედ აბალანსებს სიტუაციას. მაგალითისთვის ის ფაქტიც კმარა, რომ სხვა ქვეყნის ნაკრებებს მსგავსი შეკრებები არასოდეს ჰქონიათ”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BURATINO
BURATINO
8 years ago

მორატა აგრესიული უნდა გახდეს. ძალიან რბილად თამაშობს მეტი აგრესია ჭირდება და გოლები აუცილებლად წამოვა…………….

vakhtang karchava
8 years ago

ჯუზეპე 150 მილიონი რომ გადაგიხადონ,გაყიდი პოგბას?))

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  Dutch

ეგეც კარგია. მორატა ლიგის კაცია :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

“არ ვაპირებთ არც მადრიდელებთან და არც რომელიმე სხვა კლუბთან ესპანელის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას.

რას ნიშნავს? აქვთ უფლება რო არ გაუშვან თუ არასწორად გავიგე?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მორატას გაყიდვა კი არა აქით იყედეთ წესიერი ფეხბურთელები. და წარმატებები მერე ნახეთ. :forza: :forza:

lasha lasha
8 years ago

რა მორატას გაყიდვა ბიჭს პატარა კრიზისი აქვს ეგეთი ცენტრი დღეს მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია.ბავარიასთან მაგის დიდი იმედი მაქვს და მანძუკასაც რა თქმა უნდა რაც რეალს გაუკეთა შარშან მორატამ იგივე უნდა გაუკეთოს წელს ბავარიას :forza: :forza: :forza:

Soni
Soni
8 years ago
Reply to  lasha lasha

:up:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x