ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

“ლაციოსთან” მეოთხედფინალურ დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი სიტუაციას აფასებს. ხვალინდელ შეხვედრასთან ერთად, მაქსი ბოლო პერიოდში “იუვეში” მომხდარ ცვლილებებსაც გამოეხმაურა…

” თუ ერნანეში ითამაშებს, მარკიზიო სათადარიგოზე დარჩება. ბონუჩი-კიელინი? გადავწყვეტ, მაგრამ დიდი ცვლილებების გაკეთებას არ ვგეგმავ, ჩვენ ბალანსირებული გუნდი გვყავს. რომში შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩავდივართ. თამაშამდე მხოლოდ ერთი სავარჯიშო სესია მქონდა. რაც შეეხება პოგბას, ამ სეზონში ყველა თამაში ითამაშა და თუ დაისვენებს, არაფერი მოხდება. გასულ წელს, ტევესმა გააკეთა იგივე და  ამით არაფერი დაშავდება. გასულ შეხვედრაში პოლი ასამოამ შეცვალა და სასიხარულოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მუხლს აღარ შეუწუხებია და ხვალაც ჩემს განკარგულებაში იქნება. ”

” არანაირი წესი არ არსებობს როტაციასთან დაკავშირებით და არც სისუსტის ნიშანი არ გვიჩვენებია, როცა 4-5 ფეხბურთელს ვცვლიდით. ხვალ საუკეთესო შემადგენლობა გამოვა, რადგან კვირას “რომასთან” თამაში გვიწევს და კონცენტრაციას ისე ვერ შეინარჩუნებ, თუ საუკეთესობი არ ათამაშე. იტალიის თასი ჩვენი მიზანია. როცა ნახევარფინალში გადიხარ, ეს თავისთავად ასე ხდება. ალესანდრია? იმის გათვალისწინებით, რომ მათ ურთულესი რამ შეძლეს, პატივისცემას იმსახურებენ, იმსახურებენ, ითამაშონ ნახევარფინალში. ინგლისში ეს უფრო ხშირად ხდება ხოლმე და თასის სილამაზეც ესაა.  მანდრაგორა? აქვს საშუალება განვითარდეს, ხელმძღვანელობა ცდილობს ახალგაზრდებით შეავსოს გუნდი, ეს მომავლისთვის მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებაა. ზაზა გერმანიაში? არა, ის “იუვენტუსში” დარჩება. ”

” მორატას შეუძლია და გააკეთებს კიდეც მეტს, მაგრამ ამ იდეით შეპყრობილი არ უნდა იყოს. მანძუკიჩი კარგად გრძნობს თავს, დიბალაც შესანიშნავადაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს თამაშობს. ძაძა იმსახურებს ითამაშოს, სტატისტიკა მის მხარესაა. მოტივაცია? სეზონის სხვადასხვა მომენტში სიტუაცია ამ მხრივ განსხვავებულია ხოლმე. ყველა ტურნირზე ვასპარეზობთ, მაგრამ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, ზედიზედ მოგებულ ათ თამაშზე არ უნდა ვიფიქროთ, არამედ მხოლოდ ქულების მაქსიმუმის აღებაზე. პირველი ხუთებული ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებს. ”

” მთავარი არაა სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ პროგრესი ინდივიდუალურ და გუნდურ დონეზე, მხოლოდ ასე შევძლებთ მიზნის მიღწევას. თუ ამას გავაკეთებთ და ბოლოს პირველი მაინც სხვა გუნდი იქნება, გამარჯვებულებს თამამად ჩამოვართმევთ ხელს. ”

” ბარძალი თავს კარგად გრძნობს, გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და კვირისთვის გააგრძელებს მზადებას. ” -აცხადებს ალეგრი.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:juvee: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Karoche ra :lool: :mad: :lool: :blin:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Nervebi movishalo tu gavicino ver chamovyalibdi

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კი ძმაო.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

bichebo 1 matchianebia xo matchebii ?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რატო ძმაო ესეც ტიტულია. იუვემ ყველა ტურნირი უნდა მოიგოს წელს. რაც მთავარია სკუდეტო და ლიგა. :forza: :forza: :forza:

Gio Darja
8 years ago

არა რომშია სტადიო ოლიმპიკოზე, ლაციოს მოუწია სახლში ამ თამაშის ჩატარება ) ხვალ და კვირას რომაული გუნდები უნდა მივაწყოთ ერთმანეთს, ორივე ცუდ ფორმაშია და ამით უნდა ვისარგებლოთ

zurab kakhidze
8 years ago

ნეიტრალურზეა ხო?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იმედია გავალთ მარა რატომღაც მგონია წელს ეს თასი დიდად არ აინტერესებთ:D

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ერთი თამაჰია ძმა. მოვიგებთ ყველა ვარიანტჰი ძირითად დროჰი. :forza: :forza:

zurab kakhidze
8 years ago

ლაციოსთან ერთ თამაშიანი და ნახევარ ფინალში გადის თუ იქეთ აქეთა თამაში ბრატცე?

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგარი ხარ ალეგრი წარმატება ყველა ტურნირზე. :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x