ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალური განცხადება:”როლანდო მანდრაგორა “იუვენტუსი”-ს ფეხბურთელია”

როლანდო მანდრაგორას თაობაზე ინფორმაციებს საკმაოდ ოპერატიულად გაწვდით და იუვეს მხრიდან, ტრანსფერის განხორციელების თაობაზე სიახლე ჯერ კიდევ გუშინ გამოვაქვეყნეთ..

თუმცა, სატრანსფერო საქმიანობა ფრიად არაპროგნოზირებადია და შესაძლოა ერთ წამს ვითომ გადაწყვეტილი გარიგება, გაურკვეველი მიზეზის გამო მაინც შეიცვალოს. საბედნიეროდ, მანდრაგორას შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა.

კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი იტყობინება, რომ 6 მილიონის სანაცვლოდ, რომელიც შესაძლოა მომავალში დამატებით ასევე 6 მილიონით გაიზარდოს, ბიანკონერიმ “ჯენოა”-სგან როლანდრო მანდრაგოს სატრანსფერო უფლებები შეიძინა. თავად 19 წლის ფეხბურთელთან 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც მიმდინარე სეზონს პესკარაში არენდის წესით დაასრულებს, ხოლო ზაფხულში ახალ კლუბს ვინოვოს ბაზაზე შეუერთდება.

მოდით ორიოდე სიტყვით მის კარიერას გადავავლოთ თვალი:

როლანდო ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია, რომელმაც ტაქტიკური და ტექნიკური განსწავლულობის ხარჯზე, ნაყოფიერად გაირჯა რეჯისტას პოზიციაზე.. ანუ მცველების წინ, რომელიც პირლოს წასვლის შემდეგ იუვეში ფრიად პრობლემატურად პოზიციად გამოიყურება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 1997 წლის 18 ივნის ნეაპოლში დაიბადა და სწორედ აქ გადადგა პირველი საფეხბურთო ნაბიჯები.. ჯენოას ახალგაზრდულ გუნდში კი 2011/12 სეზონში გამოჩნდა.

ძირითად გუნდს როლანდო გასულ სეზონში შეუერთდა.. პრიმავერას რიგებში საერთო ჯამში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე საინტერესო ფაქტი კი 2014 წლის 29 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც მისი დებიუტი სერია ა-ში არც მეტი არც ნაკლები იუვენტუსის წინააღმდეგ შედგა..

ახალი სეზონიდან კი ნახევარმცველი პესკარას ღირსებას იცავს, რომლის მაისურითაც სერია ბ-ში 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთიც იტალიის თასსზე და ერთი საგოლე გადაცემის ავტორიც გახლავთ.

მისმა ტაქტიკურმა განათლებამ, მრავალი ასაკობრივი ნაკრების კარი გაუხსნა..დაწყებული 17 წლამდელებით და დასრულებული 21 წლამდელებით.. სხვათაშორის თითოეულ გუნდში არაერთხელ აქვს თავი გამოჩენილი.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ალეკო
ალეკო
8 years ago

იუვეს სკაუტებს რო მაგარი ყნოსვა აქვთ ეგ არაა ახალი ამბავი,მშვენივრად მუშაობს მენეჯმენტი და არა მარტო იუვესთვის,ზოგადად მთელი იტალიური ფეხბურთვისთვის კარგია და სამაგალითო რასაც იუვე აკეთებს. :forza:

vakhtang karchava
8 years ago

არავის გაყიდვას არ აპირებენ.პირიქით რამდენი ტალანტი აღმოაჩინეს და გაამართლა.ახლაც იმავე გზას აგრძელებენ.ყველამ შეიძლება არ გაამართლოს,მაგრამ კარგი ხედვა რომ აქვთ ვხედავთ შედეგსაც,იუვეს ტალანტებზე დიდი მოთხოვნაა: პოგბა,სტურარო,ძაძა,სანდრო,რუგანი,მორატა სუყველაზე კარგ თანხებს იძლევიან,მაგრამ არავინ გაუყიდიათ.მალე დიბალაზეც წამოვა მსუყე შეთავაზებები.მაგრამ ვინც იუვეს სჭირდება და მის მომავლად მოიაზრება,არ გაყიდიან.აკი თქვა კიდეც ტრაპატონიმ-მეხუთე სკუდეტო კი არა მეათე სკუდეტოზეც უკვე ჩაყრილი აქვთ ნიადაგიო! :forza:

კბქრ
კბქრ
8 years ago

ადრევ ას გვეგონა დიბალაზე, მანჯუკიჩზეც და კიდევ ბევრ სხვაზე მაგრამ ვერ ხედავთ დიბალამ როგორ დახატა იუვე პირლოს წასვლის შენდეგ? ანდაც მანჯუმ. წინასწარ ნურავის განსვჯით ვნახავთ როგორი იქნება ამას მოედანზე დაგვანახებს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პოგბას გაყიდვა მაგრდ დაგვხევს უკან. ვერც (ისცო) და ვერც (კოუტინიო) ვერ გვიშველის. ამ ბავშვისგან რა გამოვა არ ვიცი მგრამ იმედი მაქ რომ ( პირლოს ) ან ვერატის დონის მაინც იქნება, :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

კაკრგია იმედია გაამართლებს. :forza:

გაბრიელ
გაბრიელ
8 years ago

კარგია ახლგაზრედები უნდა მოვიყვანოთ და წამყვანი ფიგურები არ გაყიდონ. აქ ზოგიერთები პოგბას ყიდიან. ახლად გამომცხვარი იუვეს გულ|შემატკივრები

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x