ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომანი:”ტურინში ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყავი”

როგორც ჩანს, კინგლის კომანმა საკუთარი გუნდი იპოვნა.. 17 შეხვედრაში 4 გატანილი ბურთი და 7 საგოლე გადაცემა..

“უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მიუნჰენში ყოფნით. იმედი მაქვს აქ 2 წელზე მეტხანს დავყოფ.. ადაპტაცია? სიმართლე გითხრათ გამიჭირდა, რადგან პრაქტიკულად ყოველ მესამე დღეს გვიწევდა მინდორზე გასვლა და საბედნიეროდ ტრავმას გადავურჩი.. თუმცა, საშობაო არდადეგებამდე აშკარად გადაღლას ვგრძნობდი..

დადებითი იყო ის მომენტი, რომ ზამთრის შესვენების პერიოდში ორი სრული თავისუფალი კვირა მქონდა და ამ ხნის მანძილზე კარგად გამოვიძინე. სათამაშო დრო? არ დაგიმალავთ და არ ვფიქრობდი, რომ პირველსავე სეზონში ასეთ ნდობას მოვიპოვებდი.. დიახ, გერმანელები მეტ დროს დამპირდნენ, მაგრამ მაინც.. სავარაუდოდ ჩემს წისქვილს წყალი რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმამ დაუსხა.. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ბოძებული შანსის გამო მადლიერი ვარ.

სათამაშო სტილი? ბაიერნში ყველაფერი მაკმაყოფილებს. გუარდიოლა შემტევი ფეხბურთის მოყვარულია და ბურთი ჩემთან გაცილებით დიდ დროს ატარებს. გერმანიაში ფსიქოლოგიური წნეხიც ნაკლებად არის, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი იტალიაზე.. იუვეში მუდამ დაძაბულობა შეიგრძნობოდა, რაც ჩემს ყოფაზე ნეგატიურად ისახებოდა..

გერმანიაში სხვადასხვა ტიტულის მოპოვების შესაძლებლობაც მაქვს.. მაგალითად არაჩვეულებრივი იქნებოდა შიდა ასპარეზზე გამარჯვება, რომელიც ჩემთვის ზედიზედ მესამე გახდება.. თავდაპირველად პსჟ-ს რიგებში გავხდი საფრანგეთის ჩემპიონი, შემდეგ იუვესთან ერთად სკუდეტოს მფლობელი.. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ჩემპიონთა ლიგაც, რომელსაც გამორჩეულ ადგილს ვუთმობთ”.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
svani
svani
8 years ago

ეს კუტუღეჭია გააჩუმეთ რა :blin:

soni 10
8 years ago

Koman shegchamt icode vidaltan ertad :forza: :forza:

osvaldo ardiles
osvaldo ardiles
8 years ago

იმედია 40000 ტურინელი ფანი ხმაშეწყობით უმღერებენ კომანის და ვიდალის დედიკოებს. გამყიდველი ვირიშვილები ესენი.

forza bianconeri
8 years ago

იუვეს ტიფოზები ეგეთ რამეს არ იკადრებენ

1234
1234
8 years ago

რაღაც არა მგონია ბაიერნი იუვემ გამოთიშოს ჩემპ-ლიგას

forza bianconeri
8 years ago
Reply to  1234

არც მე მგონია :chuvak: არ გაუმართლა იუვეს :blin: ბაიერნი არ მინდოდა ყველაზე მეტად

მილანისტა
მილანისტა
8 years ago

იტალია სხვა დონეა.,გერმანიში შემტევს მეტი თავისუფალი სივრცე აქვთ შემტევებს.წელს იუვეს ვქომაგობ ლიგაზე .წარმატებები იუვეს და ჩაუტარეთ კიდევ ერთხელ კლასი გერმანელებს

forza bianconeri
8 years ago

ყოველთვის მილანს ვგულშემატკივრობდი ლიგაზე როცა იუვე არ იყო :italy:

Lb19
Lb19
8 years ago

Wnexi ki ara juveshi shennairi chmorebis adgili araa sinamdvileshi :lool: :lool: :lool:

snuff-juve
8 years ago

დაძაბულობა კიარა გაცილებით რთული ჩემპიონატია და ფეხი არ გაგაქანებინეს:D სად გერმანული გუნდების დაცვითი შესაძლებლობები და სად იტალიურის:Dთქვა ეხლა ამანაც რა :lool: :lool:

forza bianconeri
8 years ago
Reply to  snuff-juve

:up:

juve-barca
juve-barca
8 years ago

Juveshi ariyo sheniadgili , shen iseti gundi ginda romelic tavis chempionatshi 10 tavit agemateba yvelas ro shenc imatfonze kargi gamochnde. Juve gamoagdebs baierns wels da mere vnaxot rogor ilaparakeb :forza: :blin: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იმედი კი არა ასეც იქნება და მერე ილაპარაკონ. :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ჯუჯულა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ესეც ნელ-ნელა სლესავით ლაპარაკობს,რამ გაგაბოროტათ.იმედია სწორედ იუვე იქნება ის გუნდი წელს ლიგას რო დაგატოვებინებთ

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x