ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ნერიაძურისთან საინტერესო მატჩი გველის”

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომ კომენტარს..

“პირველ ნახევარში თანაბარი ორთაბრძოლა ვითარდებოდა.. მეტოქე ტემპში აგვყვა და მოედნის ცენტრში, ძალზედ მჭიდრო თამაში მიმდინარეობდა. ჩემი შეგირდები შექებას იმსახურებენ, რადგან გამარჯვების მიღწევა ძალზედ რთულ ვითარებაში მოახერხეს.

მეორე ნახევარში ანგარიშის გახსნაც შევძელით და სიტუაციაც საკუთარი კონტროლის ქვეშ ავიყვანეთ.. მეტოქეს მცირეოდენი შანსიც კი არ მივეცით, თუმცა ჩვენის მხვრივ რამდენიმე ეპიზოდში მეტი აგრესიულობით გვმართებდა ასპარეზობა. როტაცია? არ მიყვარს ეს სიტყვა.. ჩემს განკარგულებაში რეალურად ძლიერი კოლექტივია და ნამდვილად მიჭირს, რომელიმე მათგანის სათადარიგოთა სკამზე დატოვება.

სტურარომ და ძაძამ მორიგი ნაყოფერი შეხვედრა ჩაატარეს. კარგი იყო კასერესიც, რომლის დახმარება მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება. გამოვყოფ ნეტოსაც, რომელმაც რამდენიმე ჭკვიანური გამოსვლა განახორციელა. ბრძოლის გასაგრძელებად საჭიროა მჭიდროდ შეკრული შემადგენლობა და მათი საუკეთესო ფორმაში ყოფნა.

ნერიაძური? მათთან დაპირისპირება ძალზედ საინტერესო იქნება, როგორიც იყო დღევანდელი და ტოროსთან 1/8 ფინალი. რაც შეეხება რომასთან მატჩს.. ბუნებრივია ურთულესი გამოცდა გველის, მაგრამ მინდორზე გამარჯვებისთვის გავალთ. წინ 18 მძიმე ორთაბრძოლა გვიდგას, ხოლო სკუდეტოსთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს. წარმატებულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ საჭიროა აღებულ კურს მივყვეთ და მეტად განვითარდეთ”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ძია...
ძია...
8 years ago

მთავარი ლიგააა. ეგ მოიგოს და თუ უნდა ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდეს…. :forza: :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი ლიგა დადე და სკუდეტოც და თასი ისედეცა ინქნება დიდი ჰანსით. ლიგის მოგებით გამახერე წელს მეტი არაფერი არაფერი მინდა დავიგალე უკვე რამდეხანი ვიოცნებო. მჯერა ჰენი და იუვესი. :forza:

P.Dybala
P.Dybala
8 years ago

auu munchentaan dzaan magari tmaashi gvelis aii miiunxenia gadamwyveti tu gavcdit damijeret ligac chvenia :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x