ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”გამარჯვება ჩვენი ერთადერთი მიზანია”

ლეონარდო ბონუჩი საკუთარი გუნდის წარმატებულ ასპარეზობაზე საუბრობს.. ბიანკონერის ცენტრალური მცველი კმაყოფილია შედეგით და აღნიშნავს, რომ იუვე თითოეული ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებს:

“ჩვენს წინააღმდეგ ძლიერი ლაციო წარსდგა, თუმცა შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის დაუფარვმა სურვილმა თავისი გაიტანა. იტალიის თასი ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. უშუალოდ შეხვედრაზე კი რა უნდა ითქვას.. მთელი 90 წუთი ნამდვილი ბრძოლით იყო სავსე, სადაც გაცილებით დიდი ანგარიშით გვმართებდა მოგება, თუმცა საერთო ჯამში შედეგით კმაყოფილები ვართ.

არავისთვის არის სიახლე, რომ თითოეულ დაპირისპირებაში ან ტურნირზე, მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვდივართ. თითოეულ მატჩში სისხლს ვღრით და ამიტომ არის აუცილებელი ყველა ჯილდოს მაქსიმალური კონცენტრაციით მოვეკიდოთ. ამისთვის კი საჭიროა რეალურად ძლიერი გუნდი გყავდეს.. არამარტო 11 ფეხბურთელი.. გრძელ მარათონზე პროდუქტიულ სათადარიგოთა სკამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ინტერი? მათთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, თუმცა მოსამზადებელად ჯერ კიდევ გვაქვს დრო (მატჩი 27 იანვარს გაიმართება). ეხლა კი კონცენტრირება შინაურ ასპარეზზე მოგვიწევს.. ნაპოლი კარგ კონდიციებშია მფრინავ იგუაინთან ერთად, მაგრამ იუვენტუსი ისევ საქმეშია”.
წყარო: tuttosport

4 thoughts on “ბონუჩი:”გამარჯვება ჩვენი ერთადერთი მიზანია”

  1. Lulichi tu vinaa magrad gamagiziana da am potom vapshe bonuchis qmedebam naxe rogor ichers zazas to mtlad aceminos ar vidzaxi mara es ra aris to darwmunebuli var girsia magis qmedebidan gamomdinare rac me davinaxe da rac ver gavige ras ertyoda xo aze zar to zazas adgilas bonuchisac vetyodi erti ors eg ar momwons ra .

  2. ბონუ ყველა ტურნირჰი უნდა მოვიგოთ. და იმედი წელ სკუდეტოს. თას. და რაც მთავარია ლიგას მოვიგებთ. :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.