ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძა:”ტურინში ბევრი რამ ვისწავლე”

სიმონე ძაძა კმაყოფილია საკუთარი გუნდის წარმატებით და აცხადებს, რომ იუვეში ბევრი რამ ისწავლა:

“ძალიან მძიმე მატჩი გამოდგა და ამიტომ, გამარჯვება ორმაგად მაბედნიერებს.. ჩვენ ნახევარფინალში ვართ რაც პირადად ჩემთვის პირველი შემთხვევაა. სამწუხაროდ, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენე და თავისუფლად შეიძლებოდა, მეტოქეს დავესაჯეთ კიდევაც, მაგრამ ამ საღამოს თუ ვინმე იმსახურებდა მოგებას ეს მხოლოდ იუვენტუსი იყო.

პირადი საიდუმლო? მუშაობა.. პირველივე წამიდან მუხლჩაუხრელად ვშრომობ, თუმცა ფაქტია ტურინში მოსვლამ ბევრი რამ მასწავლა. გამორიცხულია მოკრძალებული კლუბიდან, გრანდში გადაბარგდე და მცირედი სირთულეები არ შეგხვდეს. თუმცა, პოზიტიური კოლექტივის დახმარებით ყველაფერი იდეალურად ვითარდება.

ფავორიტი გოლი? თითოეული მნიშვნელოვანია, მაგრამ სევილიასთან გოლი რაღაც კუთხით მაინც განსაკუთრებულია.. ის ხომ ჩემთვის ევროპულ ასპარეზზე პირველია.. არ შემიძლია არ გავიხსენო ტოროს კარში გატანილი გოლები.. იცით, სასუოლოში ყოფნისას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტურინში ადაპტაცია ასე გამიჭირდებოდა.. ერთია, როდესაც დიდ კლუბს შორიდან უყურებ და მეორეა როდესაც მისი წევრი ხდები. ხარისხი მუდამ იგივეა, მაგრამ მიდგომა მკვეთრად შევიცვალე.

რომა? იუვესთან მათი კონკურენცია განსაკუთრებულ ფაზაში არის შესული. ჩვენ, ხომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბზე ვსაუბრობთ, რომელიც უკანასკნელ ხანებში იუვეს აქტიურად ეპაექრება.. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქელებს ამ საკითხში ბედი, მაინც და მაინც არ სწყალობთ. ეს ფაქტი კი მოახლოებულ მატჩს მეტ ხიბლს და დაძაბულობას სძენს”.

 

წყარო: Tuttosport

5 thoughts on “ძაძა:”ტურინში ბევრი რამ ვისწავლე”

  1. ძაძა აბე რომასთან წარმატებით ითამაჰე რა. მჯერა ჰენი და გოლსაც გაიტან იქ თუ არ გაგიმართლა აქ გაიტან. :forza: :forza:

  2. Tavdajerebulia upro sakutar tavshi da motivaciiac aqvs mebrdzolicaa meore sartulzec sheudzli tamashi da janzecaa es iset begburtelad unda chamoyalibdes agresiulebi ro arins ro ar isveneben tavdasxmashi prosta klasi ar aqvs vapshe ase tu ise bolo dros vinc iyo juveshi zamenaze yvelas mirchevnia vuchinichebs da matrebs iwvevs sipatiebs iseti tipi chans tavshi ar auvardeba dastoini minda ro darches jer mara ar mgonia ro magali klasis pegburteli gaxdeba lideri uklasoa mara rac aqvs maxasiatebeli magisgamoc mevaseba ragacpontshi tavdasxmeli dacvashi ro chadis da exmareba da gulit tamashobs ibrdzvis dasapasebelia rasac am bolodros pogbashi naklebad vxedav da vpiqrob rom eg aklia imis miuxedavad ro sauketeso axalgazdad mivichnev juves shav oqros.gvardado ki krasichis gzas gadis juveshi bevrad mokle droshi krasichsac taqtikurad daerxa dacvis pontshic da arc amas exerxeba dacva.guadrados kaqtikis shecvlis garda veraperi ushvelis.zazas shemtxvevashi erti tamashit nu gaakerpept da nu aiyvant magali klasis pegburtelebamde erti tamashit di vaiomdec araa asuli erti tamashit ar xdeba mase imis miuxedavad winaagmdegi vapshe ar var piriqit mara mandzukichi da morata egreve wamenaze da zaza dziritadshi mase araa.alegrizec mase iyo yvelam sheicvala azri jer cudisken mere kargisken ratqmaunda vigaceebic darchnen ert azrze mara

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.