ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ “ლაციო” – “იუვენტუსი”-ს შეხვედრაში, ტურინელთა შეფასებებს, რომელიც პოპულარულმა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა:

ნეტო – 6 – უფასო მაყურებელი.. მთელი მატჩის განმავლობაში, პრაქტიკულად ერთხელ ჩაერთო შეხვედრაში, როდესაც მაღალ ბურთზე კარიდან გამოვიდა. მესამე მატჩი სეზონში.

კასერესი – 5.5 – ერთ ეპიზოდში კეიტამ უსაქმოდ დატოვა, თუმცა მხოლოდ იგი და არა მეკარე.. ფაქტია, ურუგვაელი შორსაა იდეალური ფორმისგან, თუმცა ტაქტიკური განათლების ხარჯზე ცდილობს დისტანციის აღმოფხვრას.

ბონუჩი – 7 –
უნაკლოდ ხელმძღვანელობს დაცვის ხაზს.. არცერთი შეცდომა და მეორე სართულზე ბრწყინვალე ასპარეზობა.. საკუთარი საიმედოობით, პარტნიორებსაც სძენს თავდაჯერებულობას.

კიელინი – 6.5 –
აქცევს კეიტას და იღებს გაფრთხილებას. შემდგომ, სტანდარტული სიტუაციის დროს აგვიანებს რეაგირებას და მეტოქის მეკარეს ეჯახება.. საერთო ჯამში, საკუთარ ზონას მშვიდად აკონტროლებს.

ლიხტშტაინერი – 6.5 – ლაციალეს კარის მიმართულებით პირველ დარტყმას სწორედ ის ახორციელებს. ყოველი ბურთის მიღებას, ქომაგების მხრიდან სტვენა მოსდევდა.. დიახ, ექს ტიფოზებს იგი აქ არ უყვართ და სამაგიეროდ გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა.

კუადრადო – შეფასების გარეშე – სულ რაღაც რამდენიმე წუთი.. კოლუმბიელს იმედი ჰქონდა, რომ თასსზე მაინც შეძლებდა ასპარეზობას.

სტურარო – 6 – ძაძაზე ფანტასტიკური დიაგონალური გადაცემა.. ახორციელებს პრესინგს მთელს პერიმეტრზე.. უამრავი შავი სამუშაო.. ერთი სიტყვით, სასტარტო შემადგენლობის შუახაზელებს, მისი სახით ბრწყინვალე შემცვლელი ჰყავთ.

მარკიზიო – 6.5 – მშვიდ ტემპში დირიჟორობდა საკუთარ გუნდს.. მცველების წინ ძალზედ ეფექტურად ირჯება.. ამასთანავე ზოგავს ენერგიას და მეტოქეს მშრალზე ტოვებს.

პოგბა – 6.5 – საჯარიმოს სიახლოვედან დარტყმულს ბერიშა ლამაზ ნახტომში იგერიებს. თავური დარტყმა, კარს ზემოთ წავიდა.. მეტოქის ფეხბურთელები, მის წინააღმდეგ ხშირად ჯარიმდებოდნენ. საერთო ჯამში, თამაშობს გუნდზე და ნაკლებად სანახაობრივად.

ალექს სანდრო – 7 –
წნეხის ქვეშ ჰყავს საკუთარ ფლანგზე მეტოქე ფეხბურთელები.. სისწრაფე და ჩაწოდება. მისი ყურება ერთი სიამოვნებაა. ბრაზილიელი თითოეულ ასპექტში პროგრესირებს.

მორატა – 6.5 – ბიშევიცთან შეჯახებისას მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, თუმცა დამატომ თამაშის გაგრძელებისკენ მიუთითა. მისი სპრინტერული ჩართვები ლაციალეს დაცვის ხაზს, წნეხის ქვეშ ამყოფებს.

მანჯუკიჩი – 6 – ძალზედ მცირე დრო დაჰყო მინდორზე, რომელიც უფრო მეტად მოთელვითი ხასიათის იყო, რომასთან დაპირისპირების წინ. თუმცა, შანსი მაინც ჰქონდა, მაგრამ ბერიშა ამჯერადაც საიმედოდ გაირჯა.

ძაძა – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 7 – ბიშევიცმა კარისგან ორ ნაბიჯში შეაჩერა. კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც მორატას დარტყმულს ასრულებდა, თუმცა მარჯვენამ უმტყუნა.. თუმცა, სწორედ მის დარტყმულს მოჰყვა ლიხტშტაინერის გოლი.. ბურთი ძელს მოხვდა და შემდგომ დამატებაზე შვეიცარიელი აღმოჩნდა. იღებს ყვითელ ბარათს და იტალიის თასის პირველ 1/2 ფინალურ მატჩს გამოტოვებს..

დიბალა – შეფასების გარეშე –
მატჩის მიწურულს, ძაძასთვის აპლოდისმენტების ორგანიზებისთვის გამოდის. ამ მცირე დროშიც კი ასწრებს გაფრთხილების მიღებას და ორ სახიფათო იერიშში უშუალო მონაწილეობას.

ალეგრი – 7 – იუვე ავტო-პილოტის კურსით ვითარდება.. პირველ ნახევარში დაბალ სიჩქარეზე მოძრაობდა, ხოლო მეორეში უმატებს და გააქვს თუ არა გოლი, ლაციოს მინდვრიდან მომენტალურად აქრობს. ასეთ დროს, იუვენტუსი მეტოქეს ბურთს ოსტატურად უმალავს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ეჰგგ

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

კრგი ჰეფასებიბია და დაკვირვებული საგოლ კაი კაცი ხარ. :forza:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

Sagol defaqtos. Yovelgvar molodins gadaacharba. :up:

Soni
Soni
9 years ago

Kaseresi 5.5 rato da ara 6 magalitad yvelaze cudi rato mase vapshe ar utamadhia .arc imashi getanxmebit ro golis avtors 6.5 da sandros 7 .sad weria ase romeli saitis shedgenilia?

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

ძაძა უდავოდ საუკეთესო იყო

იკა
იკა
9 years ago

ერთი ეგ არ მომწონს პოგბასი ნამეტანს ტრიპაჩობს ბურთით, ხშირად უაზროდ… მესსიმ 5 ოქროს ბურთი მოიგო და ერტხელაც არ მახსოვს მისი უაზრო ფინტები. ამას ჯერ არაფერი მოუგია და რა დგეშია

snuff-juve
9 years ago
Reply to  იკა

მესი სულ სხვა ტიპის ფეხბურთელია და იმიტო.არასოდეს არ დაიწყებს ბურთზე ფეხის გადატარებებს და ეგეთ ათასნაირ ფინტებს და არცაა ეგ მისი სტილი.თითქოს უბრალოდ და მარტივად აკეთებს ყველაფერს.მე პირადად პოგბა უფრო ზლატანის თამაშს მაგონებს სხვადასხვა პოზიციაზე არიან მარა მაინც ზოგადად მისი თამაშის სტილი გავს ზლატანისას.უფრო ძალისმიერი.კორპუსით კარგად ფარავს ბურთს პლიუს ტექნიკა შორიდან დარტყმები პასებიც და რავიცი

იკა
იკა
9 years ago
Reply to  snuff-juve

რისი თქმა მინდოდა ჯერ ნამდცილად არ სრის იმ დონის ფეხბურთელი და უკვე პუბლიკაზე თამაშობს… 10 მომერს არცხვენს, თორე სხვა რას ვერჩი)))

alashvili29
9 years ago

კასერესს მტრები ყავს შიგნით :დ ეგრე ცუდათაც არ უთამაშია , ეგ კი არა ის ერთი ეპიზოდი რო არა ყველაზე დამაჯერებელი იყო დაცვაში

juventus1987
juventus1987
9 years ago

FOრზა ჯუვე …მუდამ და მარად მე შენი ერთგული :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x