ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე:”ბარსა, დაივიწყე დიბალა!”

გახსოვთ ძამპარინის კომენტარი? “დიბალა ახალი მესია! თქვენ გამორჩეულ ტალანტს ჰყიდულობთ”.. იყო დრო, როდესაც პალერმოს პრეზიდენტის პერსონიდან გამომდინარე, მის სიტყვებს ეჭვის თვალით ვუყურებდით.. თუმცა, საკმარისი იყო შავ-თეთრი ფორმა ჩაეცვა, მინდორზე გამოსულიყო, ბურთი მიეღო და ზუსტად აქ დაიწყო, რაც დაიწყო..

არგენტინელ ფორვარდს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული ბიანკონერის ბრძოლაში დაბრუნებაზე.. ზედიზედ 10 გამარჯვება, სადაც დიბალა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პრესა, სპეციალისტები და “ბობოლა” კლუბები გამორჩეულ ინტერესს იჩენენ.. პრესაში მას უკვე ახალ მესიდ ან წმინდა დიბალად მოიხსენიებენ.. როდესაც მესის გვარი გესმის, ბუნებრივია ბარსელონა ამ ყოველივეს უყურადღებოდ არ დატოვებდა..

შობის წინ ბარსას სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტას კონკრეტული წინადადებით მიმართა.. კუალუარული ინფორმაციის თანახმად ესპანელები მინიმუმ იმ თანხის გაორმაგებას აპირებდნენ, რაც იუვეს პაულოს შეძენა დაუჯდა.. ვისაც არ ახსოვს გეტყვით, რომ ეს 40 მილიონი ევრო იყო. დიახ, მინიმუმ 80 მილიონზე იყო თანხმა ბარსელონა.. უფრო მეტიც ბრაიდა მზად იყო საგრძნობლად გაეზარდა თანხა, მაგრამ მაროტას პასუხი იყო კონკრეტული და მკაფიო:

“უმჯობესი იქნება თუ ამ აზრს დაივიწყებთ. ფეხბურთელი, იუვენტუსს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დატოვებს. იგი ჩვენი მთავარი ფიგურაა და კლუბში დიდი ხნის მანძილზე დარჩება”.

ბიანკონერის მიზნები დიბალასთან დაკავშირებით, რაც დრო გადის უფრო მკაფიო ხდება. ალესანდრო დელ პიეროს გუნდიდან წასვლის შემდეგ, საჭირო იყო ისეთი ფიგურის პოვნა, რომელიც არამარტო მინდორზე იქნებოდა გამორჩეული, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დიბალას კარგი პრესა აქვს.. არის უშუალო ფიგურა და მის ცხოვრებაში ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. ტურინში სწორედ იგი მიაჩნიათ მომავალ 10-იანად.. თუმცა, წინ ჯერ კიდევ დიდი დროა..

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ჩემთვის იუვეა ყველაფერი და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთEლი ზოგი წავა ზოგი მოვა უცვლელი მხოლოდ იუვენტუსია!!! Bებერი ქალბატონი, შAვ თEთრები, ზებრები! Forzajuveeeee!❤️

ძია...
ძია...
8 years ago

ზაზას ცოტა მეტი დრო ჭირდება და ყველაფერი დალაგდება… დიბალა და პოლი იუვეში დარჩება და 2005 წ.ის დროინდელ იუვეს შეიძლება აჯობონ მიღწევებით… :forza:

1juve
1juve
8 years ago

Romc AR,qondes klasi ubralod mebrzolia Kaci da pirvelrigshi magito vqomagob, visac dibalas stili mowins imas uqomagos, me AR momwons dibalas stili tumca es AR nishnavs ro cudi motamashea

პრინცი
პრინცი
8 years ago
Reply to  1juve

მოკლედ ვერაფერი გავიგე შენ რა გინდა. :)))))

1juve
1juve
8 years ago

Zazas yvela golshi Chanda ro magali klasos shemarulebelia, dibalas golebis umravlesoba kide penaltebidan jarimebidan da shoridan dartymebidan gavida, bevr iuves fans teqnika da klasi ereva ertmanetshi, dibala Ari teqnikurad magal doneze, klasi iuveshi unda sheizinos wlebis manzilze, satamasho klasi dges zazas ufro meti aq, moratas ufro meti da manjukas samiveze ertadagebulze meti

Juventinio
Juventinio
8 years ago

ki zalian magari bichia dibala da magard miyvars, magram pogba tu ra gayides arsad wasvlas ar apirebs. da 10 ianic pogbaa da chem igadmosaxedidan dibalas moxsenieba momoval 10 ianad rodesac 10 iani pols aqvs cota uxerxuliaa… yvela juventinio miyvars magram veravin damarwmunebs iamshi rom dibala ufro darcheba juevshi vinme pogbaa

| Newsphere by AF themes.
41
0
Would love your thoughts, please comment.x