ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე:”ბარსა, დაივიწყე დიბალა!”

გახსოვთ ძამპარინის კომენტარი? “დიბალა ახალი მესია! თქვენ გამორჩეულ ტალანტს ჰყიდულობთ”.. იყო დრო, როდესაც პალერმოს პრეზიდენტის პერსონიდან გამომდინარე, მის სიტყვებს ეჭვის თვალით ვუყურებდით.. თუმცა, საკმარისი იყო შავ-თეთრი ფორმა ჩაეცვა, მინდორზე გამოსულიყო, ბურთი მიეღო და ზუსტად აქ დაიწყო, რაც დაიწყო..

არგენტინელ ფორვარდს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული ბიანკონერის ბრძოლაში დაბრუნებაზე.. ზედიზედ 10 გამარჯვება, სადაც დიბალა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იყო. ბუნებრივია, ასეთ დროს პრესა, სპეციალისტები და “ბობოლა” კლუბები გამორჩეულ ინტერესს იჩენენ.. პრესაში მას უკვე ახალ მესიდ ან წმინდა დიბალად მოიხსენიებენ.. როდესაც მესის გვარი გესმის, ბუნებრივია ბარსელონა ამ ყოველივეს უყურადღებოდ არ დატოვებდა..

შობის წინ ბარსას სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტას კონკრეტული წინადადებით მიმართა.. კუალუარული ინფორმაციის თანახმად ესპანელები მინიმუმ იმ თანხის გაორმაგებას აპირებდნენ, რაც იუვეს პაულოს შეძენა დაუჯდა.. ვისაც არ ახსოვს გეტყვით, რომ ეს 40 მილიონი ევრო იყო. დიახ, მინიმუმ 80 მილიონზე იყო თანხმა ბარსელონა.. უფრო მეტიც ბრაიდა მზად იყო საგრძნობლად გაეზარდა თანხა, მაგრამ მაროტას პასუხი იყო კონკრეტული და მკაფიო:

“უმჯობესი იქნება თუ ამ აზრს დაივიწყებთ. ფეხბურთელი, იუვენტუსს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დატოვებს. იგი ჩვენი მთავარი ფიგურაა და კლუბში დიდი ხნის მანძილზე დარჩება”.

ბიანკონერის მიზნები დიბალასთან დაკავშირებით, რაც დრო გადის უფრო მკაფიო ხდება. ალესანდრო დელ პიეროს გუნდიდან წასვლის შემდეგ, საჭირო იყო ისეთი ფიგურის პოვნა, რომელიც არამარტო მინდორზე იქნებოდა გამორჩეული, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. დიბალას კარგი პრესა აქვს.. არის უშუალო ფიგურა და მის ცხოვრებაში ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. ტურინში სწორედ იგი მიაჩნიათ მომავალ 10-იანად.. თუმცა, წინ ჯერ კიდევ დიდი დროა..

წყარო: Tuttosport

41 thoughts on “იუვე:”ბარსა, დაივიწყე დიბალა!”

  1. ბერარდი ძან მომწონს მარა ჯერ არანაირად არ არი იუვეს მომავალი თუმცა მისი პერსო ფანი არასოდეს არ გავხდები რაც არ უნდა იყოს ინტერისტა ვიყავიო ეგეთი კაცი არ მევასება ინტერს რო ულხინდა ინტერისტა იყავი ბავშობაში და რო მიფარჩაკდა იუვენტინო გახდი ? ერთი მაგიტოა ვიერი ბაჯო რო არ მევასებიან საერთოდ ბინძურ ფეხბურთელებად მივიჩნევ მასეთ მოთამაშეებს

  2. Ro metqva sxva klubshi gadavatqva, momwerdi iuve klubi araao?
    iuve grandia Mara dibalas albat gonia ro reali da barsa ufro didi grandia.
    berardi ABA visia? Morata da manjukichia chveni da berardi romelsac 3 welia vqonagobt ARA?
    zaza da berardi Ari italiuri fexburtis momavalic da awmyoc ukve

    1. საიდანაა ბერარდი ჩვენი სასუოლოს ფწხბურთელია.ზაზა თუ იტალიის მომავალია მაშინ არ ქონია კარგად საქმე იტალიას.და დიბალას რა გონია შენ რა იცი???? თქვა სადმე რო რეალში ან ბარსაში უნდა???მეც პირველ რიგში იტალიელევს ვბალეშიკობ იუვეში მარა როცა იუვეში თამაშობ კლასია საჭირო შენ არ გაგიტყდეს ჩემო ძმაო და ზაზა მაგარი უკლასოა არაფრით უკეთესი დივაიოზე მარა დივაიოც მევასებოდა და ზაზასაც ვქომაგობ იმიტომ რომ იუვეს ფეხბურთელია მარა არ მიბდა ვიფიქრო რო იუვეს მომავალი ზაზაა.იყოს თავისთვის სკამზე და გაგვახაროს ხოლმე შეცვლაზე გოლებით

  3. იუვეს მომავალი არი ძაძა – ბერარდი, ამას იმიტო არ ვამბობ რო ამ 2 კაცს განსაკუთრებით ვქომაგობ, ისედაც რეალურად რო შეხედო ყველაზე მეტი შანსი ამ 2 კაცს აქ რო იუვეში დიდხანს იყვნენ, მორატამ მადრიდისტაა და ალბათ დაბრუნდება მადრიდში, დიბალა კიდე თუ მართლა ისეთი მოთამაშე გახდა როგორიც თქვენ გგონიათ მაშინ რომელიმე გრანდში გადავა და იუვეში არ დარჩება.
    იუვეში უნდა თამაშობდნენ ის ფეხბურთელები რომლებიც ნებისმიერ კლუბზე და ნებისმიერ ხელფასზე უარს იტყვიან ნებისმიერ დროს. ასეთები მგონია მე ძაძა და ბერარდი და პირველრიგში მაგიტო მინდა რო ეს ხალხი გახდეს იუვეს ლეგენდები. თუ ამ პრიორიტეტებს სხვებიც დააკმაყოფილებენ და პარარელურად ამ 2ზე უკეთესადაც ითამაშებენ მაშინ მაგენი გახდნენ იუვეს ლეგენდები მე პრობლემა არ მაქ, ღირსეულ მოთამაშეს ყველას ვაფასებ

    1. ვინ ძაძა და ბერარდი???ერთი მაგარი უკლასოა და მეორე საერთოდ არაა ჩვენი ფეხბურთელი.დიბალა გრანდში გადავაო რო წერ იუვე გრანდი არაა???ხელფასს რაც შეეხება ნელ ჟელა უნდა მივიდეთ იქამდე რო კონკურენცია გავუწიოთ ხელფასით ევროპას თორე მართლა ძაძაზე მოგვიწევს ყურება და დაგვაწყდება ნერვები

  4. სონი გეთანხმები. მორატა არის უძლიერესი ფორვარდი და აუცილებლად ჩადგება ისევ ფორმაში. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დიბალაც ასევე განსაკუთრებულია. ჩემი აზრით, სწორედ ეს ორია იუვეს თავდასხმის მომავალი. კიბატონო, დღესდღეობით საოცრად კარგად თამაშობს ზაზა (მე ზაზა მინდა და ნუ დამიწყებს ნურავინ შესწორებას) მაგრამ რეალურად მორატა უფრო ძლიერია და უფრო მეტადაც შეიძლება მისი ნდობა. მანჯუკიჩის კლასში ეჭვი არ მეპარება, თუმცა ეგ არაა ხანგრძლივი პროექტი. იმიტომაა იუვეში, რომ ყოველი შემთხვევისთვის, მანამ, სანამ, მორატა-დიბალა ჩამოყალიბდებიან იდეალურ თავდამსხმელებად, ზაზას გარდა ყავდეთ მათ შემცვლელი და გარდა ამისა, მას ბევრად მეტი გამოცდილება აქვს ვიდრე დანარჩენ ფორვარდებს ყველას ერთად. ამიტომ, მორატას ვუსურვებ ფორმის დაბრუნებას და უფრო მომატებასაც. დიბალას კი ტემპის არ დაკარგვას.

  5. Erti ragac ver gavige aq kamandas azri yovel tamashis mere rato icvlian to ertma tu kargad itamasha vso isaa momavali da mere tu ver sheeagdo agar varga da tavidan.ise tvali gadavavlot mainc xolme sharshandel sezons da moratas tamashebs juves maisurit

  6. დიბალაა პოგბაა ამ ბი|ჭებს ხელი არ უნდა დაედოთ მანდრაგონაც მაინტერესებს როგორი ჩუვაკია ძაძა სკამზე იყოს სამომავლოდ თუ განვითარდა პენსიაზე რო გავა მანძუ ჩაანცავლებს რუგანი უნდა გაიზარდოს სასწრაფოდ და ბერარდი დააბრუნონ

  7. 10 აცვია პოგბას და ალბატ გავკიდით? პოგბა რო გაიკიდოს სანაცვლოდ ვინ უნდა მოვიდეს? მინიმუმ ისცო და კროსი, ან ისცო და ფაბრეგასი ან რავიცი… და მაინც ვერ სჰეცვლიან მას(((…..

  8. Bavarias magis videoebit ver shevashinebt :chuvak:
    baariastan Tu zaza – manjukas dueti daayena alegrim vityvi ro kontes jobia :chuvak:
    obieqturad vinc shexedavs situacias mixvdeba ro iuves erterti mtavari koziri bavariastan zaza sheizleba iyos. Dibalas uketesad sheuzlia bavariis shevdomit isargeblos Mara zazas sheuzlia bavarias shecdoma daashvebinos, me am mizexis gamo zaza mirchebnia

  9. დიბალას ვიდეო ვისაც არ გაქვთ ნანახი აუცილებლა უყურეთ :) ქართული სუბტიტრებით რაც გვაქვს გაკეთებული :) ნახავთ როგორი კარგი ჩუვაკიც არის :)

  10. :juvee: :juvee: :juvee: \ კლუბია ეს ბარსა პული მაკ და კველას და კველაფერს ვიკიდიო ვერ მოგარტვიტ დიბალა ივეს მომავალია :juvee: :juvee: :juvee:

  11. ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს დიბალას.15 წლის იყო მამა რომ გარდაეცვალა,რომელსაც პაულო ვარჯიშებზე დაყავდა კორდობაში,რომელიც 55 კილომეტრით იყო დაშორებული.ამის შემდეგ ცოტა ხანი ვერ დადიოდა,მაგრამ არ შეეგუა ბედს და მაინც მოხვდა პანსიონატში.დიდი შრომა და თავდადება დაუფასდა და ძირითად გუნდში აიყვანეს.ძამპარინიმ ვასკესის ტრანსფერისას შემთხვევით შეამჩნია და გადაირია)) საკმაოდ კარგი თანხაც გადაიხადა,12 მილიონი მაშინ ეძვირათ ნაპოლის,პორტოს და ინტერს,მადლობა ღმერთს)) ჩვენ იუვეს ახალი ლეგენდის დაბადებას ვუყურებთ)) წარმატებები პაულო :juvee:

  12. ძაან კაია კლუბის მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიების და შემდეგ გუნდში მოყვანის მხრივ.

    :forza: :forza:

  13. აქ ბევრი სკეპტიკურად შეხვდა დიბალას ტრანსფერს კარგად მახსოვს,რაამბავია 40 ლიმონიო იმასაც ამბობდნენ,არადა კოჭებში ეტყობოდა რო მაგარს გაქაჩავდა :forza: იმედი მაქვს რომ ეს იუვეს ახალ ისტორიას დაწერს :forza:

  14. სხვათაშორის პალერმოდან ნაყიდ ამაურისაც ზოგი დაცინოდა არადა ძაან მაგარი იყო პალერმოში!იუვეს კრიზისიც დაეწყო ნელ ნელა და ამაურიც გახდა ცოცხი! ასე იყო ეს :givi: . უბრალოდ მაშინ იუვეს არცისეთი კაი გუნდი ყავდა.პალერმო კაი ფეხბურთელებს აძრობს ხოლმე ყოველ წელს.აუ მორატაზე როგორი გული მწყდება ვერ წარმოიდგენთ 1-2 გოლი ჭირდება მაგ კაცს აუცილებლად და გაიხსნება ისევ ფსიქოლოგიური ამბავია რა :no
    კარგ ფორმაში მყოფი მორატა არანაკლებ აპასნია დიბალაზე.ისე სტანდარტულებს ნელ ნელა ხვეწავენ ჩვენი ბიჭები დააკვირდით? სეზონის ცუდი დაწყების ერთ ერთი მიზეზი იყო ეგ რო სტანდარტულებს ქარს ვატანდით დალშე ტრავმები და შეუთამაშებლობა.

  15. დელ პიერო სხვა სტლის ფეხბურთელი იყო და დიბალა კიდევ სხვა სტილის ფეხბურთელია. და ვფიქრობ ყველა იუვეს ბალეშიკს ის გაუხარდება თუკი დიბალა საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს იუვეში.

    მასზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ იშრომებს. თვითრწმენას შრომა ამყარებს

  16. 10 visac aqvs mshvenivrad acia da imedia didxans ewereba 10 juveshi da 21 nomeric mshvenivrad acvia pirlos shemdeg ise 10 dakavebuli ro ar iyos amas micemdnen mara dibalas 7 mouxdeba da zazikom 13 aigos

  17. იუვეჰი მეორე დელპიერო თუ ვერ გახდები მაგის ნახევარი იყავი და ბოლომდე დაფასებული ფეხბურთელი იქნები. ჰენ და ყველა იუვეს გულჰემატკივრები ერთად დიდ წარმატებებს ვიზეიმებთ. :forza: :forza:

  18. დიბალაზე იქიდან ვთქვი მაგარი დადგება-თქო იუვეს დაცვას და ნახევარდაცვას ყვითლები რო აკიდა პალერმო-იუვეს თამაშზე,ისეთ დაცვას და ნახევარდაცვას რომელიც ევროპაში თU პირველი არა საუკეთესოთა შორის მაინც იყო.მაშინ მივხვდი რომ დიბალა იუვეში ითამაშებდა და ძAლიან მაგარია ეს რო ესეა.დიბალა მალე მესის შეცვლის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.