ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”მიხარია, რომ კონკურენტებს ჩვენი ეშინიათ”

გთავაზობთ ჯანლუიჯი ბუფონის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც პოპულარულმა გამომცემლობა La Gazzeta Della Sport-მა გამოაქვეყნა:

ბიანკონერის პირველი ნომერი, დედაქალაქელებთან მატჩის მნიშვნელობაზე საუბრობს:

“იმ შემთხვევაში თუ მეტოქის დამარცხებას მოვახერხებთ, მაშინ ქულათა სხვაობა ჩვენს შორის 10-მდე გაიზრდება. მერწმუნეთ ეს ფრიად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რეალურად ძლიერ მრისხანე კლუბზე ვსაუბრობთ. რაც უფრო შორს იქნებიან ჩვენგან მით კარგი.. ტოტი? ეს ნოსტალგიაა.. მის წინააღმდეგ თამაშისას ის კარგი დრო მახსენდება, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდები, დიდი ენთუზიაზმით სავსენი ახალგაზრდული გუნდის ღირსებას ვიცავდით. მართლა კარგი დრო იყო.

უეფას დაჯილდოვება? სიმართლეს გეტყვით.. უფრო მეტად მეწყინებოდა პრეტენდეტებს შორის მოხვედრა, ხოლო შემდეგ მე-20-ზე ან მე-40-ზე დასრულება. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა მეტი პოპულარობა შემძინა.

გამორჩეული ეპიზოდი მეხიერებიდან? როდესაც ავისრულე ოცნება და სერია ა-ს მატჩი მომეცა მონაწილეობის მიღების საშუალება. ვერც კი წარმოიდგენდთ როგორი ბედნიერი ვიყავი. ჩემი კარიერის პერიოდში საუკეთესო იუვენტუსი? 2002-03 სეზონი, როდესაც გუნდს მარჩელო ლიპი წვრთნიდა.. გვქონდა სტილი და ორგანიზაცია.. გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც სამწუხაროდ 11-იანი სერიის შემდეგ დავმარცხდით. ხოლო თუ შევადარებთ ძირითად შემადგენლობას და რეზერვს, მაშინ კაპელოს ორ წლიანი ეპოქა.. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო გამორჩეული სულისკვეთება, რომელიც გვქონდა კონტეს და ალეგრის პერიოდში..

ჩემი შემდგომი მიზანი? არ დაგიმალავთ და მსურს 40 წლის ასაკში მუნდიალზე ასპარეზობა. ხოლო რაც შეეხება კარიერის დასრულებას, ეს მოხდება ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.. საჭირო დროს მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც მერწმუნეთ გაჭიანურებული არ იქნება..

დონარუმა? მაოცებს.. ადვილი არ არის მის ასაკში მილანის მაისურის ტარება.. წარმომიდგენია, როგორი ფსიქოლოგიური წნეხი და პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ადამიანს.. საბედნიეროდ იგი დიდებულად უძღვება საქმეს.. აქვს მშვენიერი რეაქცია, საიმედოა და რაც ყველაზე მეტად მომწონს არის მისი გაწონასწორებულობა.. ნამდვილად კარგი ადამიანია, რაც მის დღევანდელ დღეს ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მსურს, ჟურნალისტებსაც მადლობა გადაგიხადოთ მის სწორ განვითარებაში. ზუსტად ასეთი სახის კომენტარებით თუ დაეხმარებით ახალგაზრდა ტალანტს განვითარებაში.

სასუოლოსთან მარცხი? ეს გახდა უკანასკნელი შანსი დაბრუნებისთვის.. რეალურად ვიდექი კატასტროფის წინაშეა.. ობობის ქსელში ყოფნა კი არაფერს კარგას არ გვიქადდა.. მე რეალურ საფრთხეს ვხედავდი და თუ ჩვენ ამ ქსელში მოვხვდებოდით, შესაძლოა თავი დიდი ხნის მანძილზე ვეღარ დაგვეღწია.. პატარა აღარ ვარ და არ მსურდა, ისევ თავიდან გამევლო ეს შავი პერიოდი. საბედნიეროდ, მათემატიკის მოყვარული ვარ და სასუოლოს შემდეგ, ღამე გარკვეულ ქულებს ვითვლიდი.. გამოთვლებმა პოზიტიურ განწყობაზე დამაყენა და გარკვეული ჩამისახა. უბრალოდ შემდგომ ხელმძღვანელობას გავესაუბრე და ვუთხარი, რომ გასახდელში ყველანი ერთ აზრზე ვიყავით.. ისინიც ვინც ახლახანს მოვიდნენ ვინოვოზე და ისინიც ვინც უკვე დიდი ხანია ჩვენთან ერთად არიან. მახსოვს ვთქვით, რომ ან სკუდეტო ან ჩემპიონთა ლიგის საგზური.. გამარჯვებისთვის კი 25 წარმატებული სერია გვესაჭიროებოდა. იმ პერიოდისთვის ანგარიშზე 3 მოგება გვქონდა.. შედეგად საჭირო იყო კიდევ 22 დადებითი შედეგი. რეალურად მიმაჩნდა ასეთი განვითარება და როგორც ხედავთ, ეხლა უკვე მოწინავე პოზიციებზე ვიმყოფებით.. ამასთანავე მსურს მწვრთნელის დამსახურებაც აღვნიშნო.. მან ზუსტად იცოდა რა უნდა მოემოქმედებინა, რათა თთითოეული ჩვენთაგანისგან მაქსიმუმი მიეღო..

ყველაზე სარისკო პერიოდი? მატჩი მილანში, რომელიც ინტერთან 0-0 დასრულდა.. რატომღაც ყველა მიიჩნევდა, რომ ეს უფრო მეტად ნერიაძურის უწყობდა ხელს, მაგრამ მერწმუნეთ იქ დამარცხება იუვესთვის ფსიქოლოგიური კუთხით, სიკვდილს უტოლდებოდა. საერთოდაც, მანჩინის გუნდს ნამდვილად შეეძლო ჩვენი დასამარება, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს.. ყველაზე უცნაური კი იყო ის, რომ ადამიანები რომლებიც ეხლა ფავორიტად გვასახელებენ, მაშინაც იგივეს იძახდნენ, როდესაც ჩემპიონატის უკანასკნელ ადგილებს ვიკავებდით.. სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ პატივს გვცემენ და ამავე დროს გვიფრთხიან.

ვფიქრობ, სეზონის გარკვეულ ეტაპზე კონკურენტებს თავისუფლად შეეძლოთ ჩვენი ბრძოლიდან გამოთიშვა.. მათ საკუთარ თავებს უნდა დააბრალონ, რომ მოწინავე პოზიციებზე, ქულათა დიდი სხვაობით არ იმყოფებიან. ვერცერთმა მათგანმა ვერ შესძლო ის, რასაც გასულ წლებში იუვენტუსი ახერხებდა.. თუ ჩვენ სკუდეტოს მართლაც მოვიპოვებთ, მაშინ ყველაფერს საკუთარ თავებს დააბრალებენ. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ წინ უამრავი მატჩი გველის.. ჩემპიონატში კი ლიდერი ტურიდან ტურამდე იცვლება.. რეალურად, ეხლა ინტერი და ნაპოლი არიან ჩვენი კონკურენტები.. ნერიაძურის მთავარი იარაღი არის ის ფაქტი, რომ მანჩინის კრებული ევროპულ არენაზე არ ასპარეზობს.. ხოლო ნეაპოლიტანელებს მშვენიერი კოლექტივი და ბრწყინვალე თავკაცი ჰყავთ. მათ შესანიშნავი მექანიზმი შექმნეს და გეგმას მტკიცედ მიუყვებიან. ნაპოლი სკუდეტოს დონის გუნდია.

ბაიერნი? სიმართლეს თვალებში შევხედოთ ამ მატჩში ბევრი მომენტი არ გვექნება. დაგვჭირდება აგრესია, დაუნდობელი მოქმედებები, გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი და მცირეოდენი იღბალი, რათა პროგნოზები დავამსხვრიოთ.

დიბალა? მისი ტრანსფერი, განსაკუთრებულად მამაჩემს მოეწონა. იგი ამ სიახლით აღფრთოვანებული იყო. პაულოს ყველაფერი აქვს, რომ დიდებული გახდეს.. სისწრაფე, ტექნიკა, მოკრძალებულობა და შრომისმოყვარულობა.. ერთი სიტყვით ყველაფერია, რომ მსოფლიოს საუკეთესოთა შორის იყოს”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

მადლობა დავით ამხალა სტატიისთვის მაგარი კაცი ხარ. ბოფონ მაგრა ბაზრობ წარმატებები კაი კაცი ხარ. :forza: :forza:

soni 10
9 years ago

Qartul sportul saits 11×11-s tu davujerebt milanma juves kaseresis da de shilios barteri shestavazao.ise dzaan bevr uazro statiebs weren da dauzustebel impormaciebs avceleben xolme bevrjer davkvirvebulvar magalitad ar shemdgar transperze gadachrit dauweriat shedgao wina dgeebit adre (sxvebs daaswres albat) mara tyuili gamomdgara. Saertod bevr sicrues weren es qartuli yviteli presa lijbi purclebi sheavson to tan azrze ar arian. Ertxel maxsovs 11×11 ma dawera juvem suarezi iyidao ro chalichobdnen mashin detalebi agar maxsov pasi da rame mara gadachrit ewera tan xval an weg shemowmebas gaivliso da gunds sheuertdebao)))). Magrad gamisworda metqi xo ar moityuebiantqo to ravi da kide atasi sisuleleebi ra… Read more »

soni 10
9 years ago

Pegburti upro da upro emzgavseba biznes momelsac didi pulis motana sheudzlia amit ki pegburti zaraldeba

soni 10
9 years ago

Yvelaze magrad imaze mwydeba guli ro ramodenime wlis shemdeg juves msoplio donis pegburteli moakldeba da lideri romelsac ver sheavseben aseti pegburtelebis shemcvlelebi ar moidzebnebian.juves kapitnad kielinis ro davinaxav da buffons ara ravi ra.imis miuxedavad ro delpierom iqonia yvelaze didi gavlena chems yuves gulshematkivrobashi vtvli ro delpieroze meti moakldeba gunds .imedia msoplios mere daasrulebs karieras da am drois ganmavlobashi ligas movigebt(nu msoplios merec sheedzleba juveshi tamashi mara) buffons imas ver gauketeben ra delpieros da kasilas ase mgonia

soni 10
9 years ago
Reply to  Dutch

Ki getanxmebi davit

soni 10
9 years ago

100% procentit martali xar buffon rogoric didi pegburtelia iseti didi adamiani mwvrtnelebze rac ilaparaka yvelapershi vetanxmebi da viziareb rogorc gulshematkivari mara erti paqti unda aginishnos I’m juventus upro sheedzlo magali klasis pegburteli mieyvana gundis tavkacistvis vidre am juves

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x