ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“მილანი და “იუვენტუსი” კასერესი – დე შილიოს ბარტერს გეგმავენ

იტალიაში ჭორები გავრცელდა, რომ “როსონერიმ” “იუვენტუსის” მცველს მარტინ კასერესს დაადგა თვალი და “ბიანკონერის” მის დე შილიოში გაცვლას სთავაზობს.

მართალია, ურუგვაელის მიმართ მერსისაიდული “ლივერპულიც” იჩენს ინტერესს, მაგრამ Telelombardia -ს ცნობითაც, მისი გადაბირების მთავარი კანდიდატები ისევ იტალიური “რომა”, “ინტერი” და “მილანი” არიან. იმავე წყაროს მტკიცებით, გუშინ “მილანის” წარმომადგენლები დე შილიოს აგენტს ჯიოვანი ბრანკინისაც პირადად შეხვდნენ და ბარტერის შესაძლებლობა განიხილეს. მართალია, “მილანი” საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ “ფიორენტინასთან” გამარჯვების შემდეგ, “სან სიროს” ბინადრებს “ჩემპიონთა ლიგის” საგზურისათვის ბრძოლაში დაბრუნების იმედი გაუჩნდათ და გუნდის მოძლიერებას “იუვენტუსის” უნივერსალით იწყებენ.

წყარო: Football italia

22 thoughts on ““მილანი და “იუვენტუსი” კასერესი – დე შილიოს ბარტერს გეგმავენ

  1. დე შილიო მარჯვენა მცველია და ლიხშტაინერს შეცვლის, ლიხშტაინერი ან მაგან უნდა შეცვალოს ან ძაპაკოსტამ ან მატიელომ, თუმცა მატიელო ორივე ფლანგზე და + საყრდენათ თამაშობს ამიტო მაგისთვის სულ იქნება ადგილი მთავარია ფორმაში შევიდეს

  2. ძაან მაგარი იქნება, იუვეში განვითარდება და ას. შEმდეგ რომ იწერება :)))))) სანდროს ზამენობაშI განვითAრდება? ალექს სანდრო 4-5 წელი სტაბილურად უცვლელიი წევრი იქნება. მილანშI ერთI კაი ფეხბურთEლია დ. ტრეკვარტისტობასაც გაქაჩAვს იუვეშI დ. ეს ბონავენტურაა

  3. პირლომ თქვა დე შილიო მომავალია ნაკრებისო, ნიჭი რო აქ ფაქტია, უბრალოდ მილანში ვერ თამაშობს, იუვეში შეუძლია მაქსიმუმი გააკეთოს

  4. არ მინდა ეს განუვითრებელია ვერ განვითარდა და ძან ბევრ შეცდომებსაც უშვებს

  5. დამიჯერეთ არანაირი ნიჩი არ გააჩნია ამ ბიჩს, ლიხშტაინერის ცალ პეხადაც არ გირს, არც კასარესშია გასაცვლელი, 2 ტავიტ ჯობია კასა..

  6. დე შილიოს მარჯვენა ფლანგის პრობლემის მოგვარება შეუძლია უკვე ასაკში მყოფი ლიხტშტაინერის წასვლის შემთხვევაში, იტალიელი და თან ახალგაზრდაა, მაგრამ მეეჭვება მილანი მატიას შეელიოს

  7. გამარჯობათ.თემასთან შორს არის ,მაგრამ მემგონი ავტორიზაციის გარეშე კომენტარები უნდა გაუქმდეს. რამდენიმე სტატიაზე წავაწყდი უკვე არაადეკვატურ კომენტარებს :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.