ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი “ჩელსისთან” კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “რომა” “სკუდეტოსათვის” ბრძოლას ჯერ არ გამოთიშვია…
მწვრთნელს ხვალინდელი შეხვედრის გარდა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სხვა საინტერესო თემებზეც მოუწია საუბარი:

“ჩემი ფიქრები ახლა “სერია ა” -ს, იტალიის თასის და “ჩემპიონთა ლიგის” ირგვლივ ტრიალებს. “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2017 წლამდე მაკავშირებს და როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, აქ ბედნიერი ვარ. ესაა და ეს. როგორც ფეხბურთელების მომავლის შესახებ მიდის ხოლმე სპეკულაციები, ისევე ხდება მწვრთნელებთან მიმართებაშიც. ეს ნორმალურია, ვამაყობ, რომ “იუვენტუსისნაირ” დიდ კლუბს ვუდგავარ სათავეში”.

” “რომა” ჯერაც ფავორიტია, დედაქალაქელებს ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ, თანაც ახლახანს შეცვალეს მწვრთნელი და გუნდს ამაზე აუცილებლად ექნება რეაქცია. ბოლო-ბოლო, ეს “იუვე” – “რომაა”, რაც რთულ და მნიშვნელოვან შეხვედრას ნიშნავს ჩვენთვის. სპალეტის ჰყავს გუნდი, რომელსაც წარმატებული მატჩების სერიის მოწყობა შეუძლია. არ მჯერა, რომ რომელიმე გუნდი პირველი ხუთეულიდან ჩემპიონობის ბრძოლას გამოთიშულია. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენც 10-12 ქულით უკან ვიყავით ლიდერებისგან, ფეხბურთში ყველაფერი უცბად დგება ხოლმე თავდაყირა. ”

” უნდა ვკონცენტრირდეთ არა იმაზე, რაც გავაკეთეთ, არამედ იმაზე, რაც მომავალში უნდა გავაკეთოთ. გვინდა ზედიზედ მეორედ გავიდეთ იტალიის თასის ფინალში, შემდეგ კი ურთულესი გამოცდა გველოდება “ბაიერნთან”. რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, “ნაპოლი” დიდხანს არ გაჩერდება ამ ტალღაზე და ქულებს დაკარგავს. ”

” რობერტო პერეირა და მარიო ლემინა თავისუფლად შეგვიძლია ზამთრის შენაძენებად ჩავთვალოთ, რადგან თითქმის არ ყოფილან ჩემ განკარგულებაში. ხედირა მთელი კვირა ვარჯიშობდა, რადგან უაზრობა იქნებოდა რომში წამეყვანა და “ლაციოსთან” სათადარიგოთა სკამზე დამესვა. ვარჩიე დასვენებული ევრა ყოფილიყო ჩემს განკარგულებაში, იმის გათვალისწინებით, რომ სანდრომ “უდინეზესთან” კარგი სამუშაო შეასრულა. სანამ ვინმე მკითხავს დავასწრებ და ვიტყვი, რომ მარტინ კასერესი ჩვენთან დარჩება. ”

“მომავალი ორი თვის განმავლობაში სეზონის ყველაზე მნიშნელოვან შეხვედრებს ვითამაშებთ – “ბაიერნი” ორჯერ, “ინტერი” ორჯერ, ხვალ კი “რომა”. ამ მარათონს 20 მარტს დავასრულებთ და საბოლოო სპრინტიც მაშინ დაიწყება. დღეიდან 16 მარტამდე უნდა ვცადოთ ქულების კონკრეტული რაოდენობა მოვაგროვოთ, სხვანაირად არაფერი გამოგვივა. მნიშვნელოვანი ფაქტორია, ყველა ფეხბურთელი კარგად გრძნობდეს თავს ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით. გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა უფლებას მაძლევს, როტაციის მიუხედავად მაღალი ხარისხი შევინარჩუნო. ”

ალეგრის ჰკითხეს, აპირებდა თ არა რაიმე ცვლილების შეტანას ტაქტიკურ მონახაზში იმის გათვალისწინებით, რომ სპალეტი, სავარაუდოდ, სამ მცველიან ფორმაციაზე გადაიყვანს გუნდს: ” ჩემი გადაწყვეტილებები უფრო მეტად ჩემი ფეხბურთელების მდგომარეობითა და მომავალი მატჩებით იქნება ნაკარნახევი. როგორც “ლაციოსთან”, ხვალაც უძლიერესი შემადგენლობა გამოვა მოედანზე. ისეთი ფეხბურთელებიც მყავს, რომლებსაც სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლის შემდეგ, ბოლო 30 წუთში შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. ხუან კუადრადომ აქამდე კარგად წარმოაჩნა თავი, ამასთან ტაქტიკური, ფიზიკური და ტექნიკური თვალსაზრისითაც გაძლიერდა. ამ მომენტისთვის, მისი უნარების გათვალისწინებით, კოლუმბიელს სათადარიგოთა სკამიდან შეუძლია ბევრი სარგებლის მოტანა, როგორც პერეირას. კუადრადომ, შეიძლება, დაიწყოს კიდეც, მთავარია, რომ თავის წვლილს შეიტანს. ”

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

67 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მაქს
მაქს
8 years ago

ოუ ღრუზინული საუბრები რომ მიდის სულ კონტე-ალეგრის შედარებისას :დდდ ე ბიჭო რომლის სიტყვა უფრო ჭრის და იტაგდალი. ძმაო მწვრთნელი ისაზღვრება იმით თუ როგორი მომზადებული გაჰყავს მოედანზე გუნდი და როგორ შედეგებს დებს + როგორ შეუძლია მატჩის მიმდინარეობისას ზეგავლენა მოახდინოს თამაშზე (ჩემი აზრია მოკლედ)… კონტე მაგონებს პენალდოს მახსენებს სუსტ გუნდებთან რომ უნდ…გებ.ა და ძლიერებთან რომ სტადიონზე მარიონეტად იქცევა… აი მაქსმა დაამტკიცა, რომ მისთვის არ არსებობს ძლიერი და სუსტი მოწინააღმდეგე, ორივე გუნდს თავისი თამაშით ეთამაშება… აი თუნდაც ბარსასთანაც მეორე ტაიმი ტიპმა გუნდი გამოიყვანა მგლები, მარა მესი-ნეიმარ-სუარესი ეს სულ სხვა თემააა… მე თუ მკითხავთ კონტეს ხელში იუვეს წელს სერია ა ში ჩავარდნა არ ექნებოდა… Read more »

| Newsphere by AF themes.
67
0
Would love your thoughts, please comment.x