ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი “ჩელსისთან” კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “რომა” “სკუდეტოსათვის” ბრძოლას ჯერ არ გამოთიშვია…
მწვრთნელს ხვალინდელი შეხვედრის გარდა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სხვა საინტერესო თემებზეც მოუწია საუბარი:

“ჩემი ფიქრები ახლა “სერია ა” -ს, იტალიის თასის და “ჩემპიონთა ლიგის” ირგვლივ ტრიალებს. “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2017 წლამდე მაკავშირებს და როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, აქ ბედნიერი ვარ. ესაა და ეს. როგორც ფეხბურთელების მომავლის შესახებ მიდის ხოლმე სპეკულაციები, ისევე ხდება მწვრთნელებთან მიმართებაშიც. ეს ნორმალურია, ვამაყობ, რომ “იუვენტუსისნაირ” დიდ კლუბს ვუდგავარ სათავეში”.

” “რომა” ჯერაც ფავორიტია, დედაქალაქელებს ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ, თანაც ახლახანს შეცვალეს მწვრთნელი და გუნდს ამაზე აუცილებლად ექნება რეაქცია. ბოლო-ბოლო, ეს “იუვე” – “რომაა”, რაც რთულ და მნიშვნელოვან შეხვედრას ნიშნავს ჩვენთვის. სპალეტის ჰყავს გუნდი, რომელსაც წარმატებული მატჩების სერიის მოწყობა შეუძლია. არ მჯერა, რომ რომელიმე გუნდი პირველი ხუთეულიდან ჩემპიონობის ბრძოლას გამოთიშულია. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენც 10-12 ქულით უკან ვიყავით ლიდერებისგან, ფეხბურთში ყველაფერი უცბად დგება ხოლმე თავდაყირა. ”

” უნდა ვკონცენტრირდეთ არა იმაზე, რაც გავაკეთეთ, არამედ იმაზე, რაც მომავალში უნდა გავაკეთოთ. გვინდა ზედიზედ მეორედ გავიდეთ იტალიის თასის ფინალში, შემდეგ კი ურთულესი გამოცდა გველოდება “ბაიერნთან”. რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, “ნაპოლი” დიდხანს არ გაჩერდება ამ ტალღაზე და ქულებს დაკარგავს. ”

” რობერტო პერეირა და მარიო ლემინა თავისუფლად შეგვიძლია ზამთრის შენაძენებად ჩავთვალოთ, რადგან თითქმის არ ყოფილან ჩემ განკარგულებაში. ხედირა მთელი კვირა ვარჯიშობდა, რადგან უაზრობა იქნებოდა რომში წამეყვანა და “ლაციოსთან” სათადარიგოთა სკამზე დამესვა. ვარჩიე დასვენებული ევრა ყოფილიყო ჩემს განკარგულებაში, იმის გათვალისწინებით, რომ სანდრომ “უდინეზესთან” კარგი სამუშაო შეასრულა. სანამ ვინმე მკითხავს დავასწრებ და ვიტყვი, რომ მარტინ კასერესი ჩვენთან დარჩება. ”

“მომავალი ორი თვის განმავლობაში სეზონის ყველაზე მნიშნელოვან შეხვედრებს ვითამაშებთ – “ბაიერნი” ორჯერ, “ინტერი” ორჯერ, ხვალ კი “რომა”. ამ მარათონს 20 მარტს დავასრულებთ და საბოლოო სპრინტიც მაშინ დაიწყება. დღეიდან 16 მარტამდე უნდა ვცადოთ ქულების კონკრეტული რაოდენობა მოვაგროვოთ, სხვანაირად არაფერი გამოგვივა. მნიშვნელოვანი ფაქტორია, ყველა ფეხბურთელი კარგად გრძნობდეს თავს ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით. გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა უფლებას მაძლევს, როტაციის მიუხედავად მაღალი ხარისხი შევინარჩუნო. ”

ალეგრის ჰკითხეს, აპირებდა თ არა რაიმე ცვლილების შეტანას ტაქტიკურ მონახაზში იმის გათვალისწინებით, რომ სპალეტი, სავარაუდოდ, სამ მცველიან ფორმაციაზე გადაიყვანს გუნდს: ” ჩემი გადაწყვეტილებები უფრო მეტად ჩემი ფეხბურთელების მდგომარეობითა და მომავალი მატჩებით იქნება ნაკარნახევი. როგორც “ლაციოსთან”, ხვალაც უძლიერესი შემადგენლობა გამოვა მოედანზე. ისეთი ფეხბურთელებიც მყავს, რომლებსაც სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლის შემდეგ, ბოლო 30 წუთში შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. ხუან კუადრადომ აქამდე კარგად წარმოაჩნა თავი, ამასთან ტაქტიკური, ფიზიკური და ტექნიკური თვალსაზრისითაც გაძლიერდა. ამ მომენტისთვის, მისი უნარების გათვალისწინებით, კოლუმბიელს სათადარიგოთა სკამიდან შეუძლია ბევრი სარგებლის მოტანა, როგორც პერეირას. კუადრადომ, შეიძლება, დაიწყოს კიდეც, მთავარია, რომ თავის წვლილს შეიტანს. ”

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

67 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lexo doreuli
8 years ago

კონტეს, როგორც მწვრთვნელის დამსახურება იუვეს წინაშე დიდია, უკონკურენტო გუნდი შექმნა იტალიაში, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იუვეს დომინირებას მისი კონკურენტების სიუსტემაც შეუწყო ხელი. სერია ა-ში ალეგრის იუვე უფრო ძლიერი კონკურენტები ჰყავს, ვიდრე კონტეს დროს ჰყავდა. ევროასპარეზსს რაც შეეხება, კონტემ ვერ გამოიჩინა თავი და ალეგრი გაცილებით უფრო ძლიერ ტაქტიკოსად წარმოჩინდა. მხოლოდ თოვლბურთში არაა საქმე და სტამბოლში წაგებულ თამაშზე, აქამდე კონტემ არ მიიყვანა გუნდი, რომ გალათასარაის ბოლო ტურამდე შანსი დაუტოვა? მოეგო ტურინში და აღარ მოუწევდა თოვლბურთში წაგების გამო გამოვარდნა. კაცნაკლულ ბენფიკას რომ სახლში ვერ მოვუგეთ და ტურინში გამართულ ფინალში ვერ გავედით, ესეც კარგად გაიხსენეთ. მოკლედ, საერთაშორისო დონეზე კონტეს ფაქტია, რომ არაფრისთვის მიუღწევია… Read more »

Di Francesco # 1
8 years ago

გალათასარაისთან რა მოხდა? ისეთი რამე მოხდა რაც ლიგის არსებობის ისტორიაში არ მომხდარა, მემგონი მიხვდები რასაც ვამბობ
ბენფიკასთან ის მოხდა რო უეფას თასი არ უნდოდათ, მე როგორც მახსოვს მეორე სასტავით ითამაშა კონტემ უეფაზე
სევილიაში რა მოხდა? და პირველადგილოსანი გუნდი რატო გაწირა ბავარიასთან სესახვედრად ეს მითხარი აბა შენ, გინდა გალათასარაიმ ჩაგტოვოს ჯგუფში და გინდა ბავარიამ გამოგაგდოს მერვედფინალიდან, მე რო ვირჩევდი გალასთან გამოვარდნას ავირჩევდი, თუ გააგდო ალეგრიმ ბავარია მერე ვიტყვი რო იმაზე ძლიერი ყოფილა ვიდრე მეგონა, თუმცა კონტეს დონეზე მაინც არ დავაყენებ

soni 10
8 years ago

:lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
8 years ago
Reply to  soni 10

მაგარი სასაცილო იყო

soni 10
8 years ago

Ki da magitomac gamecina

giorgi nefaridz
8 years ago

კონტემ ლიგაზე რაც ქნა ეგ იყო გაფარჩაკებულ ჩელსის დააახურა თავზე დანარჩენი 0 მისი მოქმედება ევროარენაზე, იმ შახტარს ბორუსიამ 4–0 მოუგო მერვედფინალში

soni 10
8 years ago

Juve 1 kontes dros chelsis realis shaxtaris tamashebi ro mogaqvs magalitad da ganixilav erti ra mitxari ici galatasaraistan da benfikastan ra moxda ras piqrob aba ogond tovls da bunebas ar daabralo tu chemi dzma xar))))).

Di Francesco # 1
8 years ago

mgel piero
უნდა მოუგო და მოუგებდა კიდევაც ეტაპობრივად, უბრალოდ რაღაცა დააკლდა კონტესაც და თვითონ ფეხბურთელებსაც
ალეგრი როცა იუვეში მოვიდა კონტეზე მეტი სალიგო გამოცდლებაც ქონდა და + ფეხბურთელები ყავდა უკვე ლიგაზე გამოცდილები, კონტეს ვინ ყავდა ლიგაზე გამოცდილი ერთი პირლო მეორე ბუფონი და მესამე ტეევსი რომელსაც კარიერაში 7 გოლი ქონდა ლიგაზე შეგდებული

Di Francesco # 1
8 years ago

Lb19
რატოა ძლიერი?
კონტეს შექმნილი გუნდი რო განავითარა? რუდი გარსიას შექმნილ გუნდში რო მივიდეს სენი აზრით აიყვანს რომას იუვეს დონეზე?
არ გინდათ სიმართლის დანახვა და აღიარება თუარა ძან მარტივადაა საქმე, კონტემ სექმნა ძლიერი იუვე და კონტეს შექმნილმა იუვემ შექმნა ალეგრი ძლიერ ტრეინერად, ესაა მარტივად და მოკლედ რო გითხრა ვინაა ალეგრი
იუვეს გარეშეც კი კარგი ტრეინერია მარა იუვეს გარეშე ალეგრი ვერასდროს ვერ ავიდოდა იმ დონეზე რა დონეზეც დღესაა, ალეგრი უკვე გვარდიოლების და მაურინოების გვერდით ტრიალებს და ეს არი 90% იუვეს დამსახურება და 10% ალეგრის, შეიძლება ცოტას ვამეტებ მარა იუვეს რო უდიდესი წვლილი აქ “ალეგრის კაცად” ქცევაში შეტანილი მაგი ორჯერ ორი ოთხია

soni 10
8 years ago

Es anonimuri vinaa to ras bazrob shen juves baleshikob tu bavarias uechveli shemogzavnilia to :lool:

soni 10
8 years ago

Xo ar chavatarot gamokitxva vin jobia alegri tu konte :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ბავარიას შემადგენლობა უკეთესი ყავს, სად ბონუჩი სანდრო მარკიზიო ხედირა და კვადრადო ამათ იმედზე ხართ კაი რაა. სად ბავარიის სჰემადგენლობა და სად იუვეს, ძალიან დიდი ხანი ვერ მივა იუვე ბავარიის დონემდე და მივა კი საერთოდ.

giorgi nefaridz
8 years ago

აბა რა სად ბონუჩი და კიელინი და სად ბოატენგი და დანტე :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

soni 10
8 years ago

Mgel piero bazari araa getanxmebi penaltis temas ar vexebi vetanxmebi lb19 juve 1ki arapershi ar vetanxmebi.magrad ar mainteresebs alegris upro wona aqvs tu kontes an ra mnishvneloba aqvs vis upro meti etqmis am momentshi bicho saidan igoneb shemogzavnili xo ar xar chemi .xo marto morata iyo stadionze da martom mougoda kide erti pirvel rigshi juvea da mere italia aq italiis panklubi ki ara juvesia imismiuxedavad ro nakrebshi italiasac vbaleshikob ar mainteresebs am momentshi italia ra sworad gaiget ogond. An mere ra ro meti wona qondes ra konteze mets ver aketebs tu ra

giorgi nefaridz
8 years ago
Reply to  soni 10

გეთანხმები, ალეგრიმ ანჩელოტი აშკარად დაჩაგრა 2 თამაშშსი, რეალის ნახევარდაცვა გააქრო ფაქტიურად

soni 10
8 years ago

Ara marto moratam mougo :lool:

Di Francesco # 1
8 years ago

ფეხბურთელი ვარო რო ამბობ და პოგბას ეპიზოდში პენალტს რო ითხოვ, ბავარიასთან აფსაითიდან გატანილ გოლზე რატო არ ამბობ არაფერს? საერთო ჯამში კი უშანსოდ გამოგვაგდო ბავარიამ მარა პირველ თამაშში საკმარისზე მეტი წინააღმდეგობა გაწია იუვემ და 1-0ზე მეტის წაგებას არ იმსახურებდა

giorgi nefaridz
8 years ago

bavaria ra shuashia? ushansod mogvigo magram kontes arafers vabraleb mag wagebistvis imitom rom chvenze bevrad dzlieri iyo baierni mashin, magram galas da benfikas unda mougooo

giorgi nefaridz
8 years ago

konte rogorc fexburteli rom italiuri fexburtis legendaa gekamata magaze vinme????

giorgi nefaridz
8 years ago

გალათასარაისთან და ბენბიკასთან დაასრულა ევროპული სარბიელი და აბა რა უნდა იყოს ევროპაში კონტეს საზომი???? ბაიერნთან რომ წააგო უშანსოდ???? არავის არ უთქვია მაშინ მაგისთვის არაფერი , მაგრამ გალა და ბენფიკა რომ 1 თამაშსაც ვერ მოუგებ :blin: :blin: :blin: :blin:

1juve
1juve
8 years ago

Galatasarait iwyeba da galatasarait mtacrdeba kontes lanzgva, esaa ususurze ususuri mizezi MIS salanzgavad.
konte AR legenda italiur fexburtshi, rogorc fexburteli rogorc treineri da rogorc pirovneba, danarcheni AR mainteresebs vin vinaa, me vici konte vinaa

giorgi nefaridz
8 years ago

თორნიკე იცი რა მიკვირს მაგას გულით წერ თუ სხვის ნერვების მოსაშლელად???? რა მორატამ ჩაუტარა?? ვის გუნდში თამაშობდა მორატა????? მაშინ სკუდეტო კონტეს კი არა პირლოს მოუგია და ვინ ჩემი ფეხებია კონტე საერთოდ?????/ სიტყვა რა შუაშია გამაგებინე უფრო ხმამაღლა ყვირის თუ ქურდული ბაზარი აქ კონტეს და ვერავინ ეკამათება, ალეგრის გუნდი რომ უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს ვერ ხედავ???????????
რაც შეეხება პოგბას მომენტს კარგად ნახე და ფეხბურთის წესებშიც ჩაიხედე, ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ძალიან კარგად ვიცი როდისაა წესების დარღვევა, დიდი მწვრთნელი გალათასარაისთან არ უნდა ჩარჩეს ჯგუფში და ბენფიკა უნდა გამოაგდოს ფლეი ოფიდან

Di Francesco # 1
8 years ago

mgel piero ანჩელოტის ალეგრიმკიარა მორატამ ჩაუტარა, მაგი მთელმა ევროპამ დაინახა შენს გარდა ან რა პენალტი იყო იქ? პოგბა რო ყოფილიყო მსაჯი ის არ იკადრებდა და იქ პენალტს არ დაუდებდა საკუთარ თავს დიდი მწვრთვნელობა შენთვის რითი ისაზღვრება? შედეგები ერთსაც კაია აქ და მეორესაც, მე შეგეკითხები ახლა და მაგაზე მიპასუხე, იტალიურ საფეხბურთო სამყაროში კონტეს ისტყვა უფრო წონადია თუ ალეგრის? ჩემთვის ესაა განსამზღვრელი ვინ უფრო დიდი ტრეინერია, ტრეინერი უნდა იყოს არამარტო ტაქტიკების მხაზველი და მავვარჯიშებელი თამაშის წინ, არამედ ფიგურაც რომლის სიტყვაც და ქცევაც წონადია კონტეს სახელი ყოველთვის უფრო დიდი იქნება იტალიურ ფეხბურთსი ვიდრე ალეგრის და მის სიტყვას ყოველთვის მეტი წონა ექნება, ვინც სხვანაირად… Read more »

Lb19
Lb19
8 years ago

Ar getanxmebi ukve :chuvak: alegrim mteli msoplio aalaparaka ukve. Rogorc pirovneba konte upro avtoritetia mara alegric dzlieria da daamtkica ukve. Chemtvis alegri upro dzlieri treneria. Tan mitumetes xasiatic gamoaswora da gundsac magar motivacias adzlevs xolme tamashebze stadionis xmas paravs magis yvirili :chuvak:

giorgi nefaridz
8 years ago
Reply to  Lb19

martali xar avtორიტეტი ზიდანსაც აქ მაგრამ ჯერ არაფერისთვის მიუღწევია, თუნდაც ბენიტესის ნახევარ დონეს ვგულისხმობ

giorgi nefaridz
8 years ago

კარგ ტრეკვარტისტას ითხოვს კაცი უნდა 4-3-1-2 მოდელი და არ მოუყვანეს იძულებული გახდა 3-5-2 ითამაშოს და მშვენივრათაც ათამაშებს, რომელი ტოპ მწვრთნელი იზავს ამას მაურინიომ 200 მილიონი თუ არ დახარჯა ისე არ მიდის გუნდში ამას 30 მილიონი არ დაახარჯეს :lool: :lool: :lool:

giorgi nefaridz
8 years ago

კიდევ კონტე ალეგრიზე მიდის ბაზარი, დავწერე წინა სტატიაში და ვისაც გაინტერესებთ ნახეთ ალეგრი კონტეზე დიდი მწვრთნელია და ეს დაამტკიცა კალიარიში, მერე მილანში, ალეგრის აბრალებდნენ მილანის სისუსტეს და გააგდეს გუნდიდან მაქსს სამეულსი მაინც შეყავდა ეხლა სად არიან???? კონტე ლიგის ფინალში კი არა უეფას ფინალში ვერ გაგვიყვანა, 10 კაციან ბენფიკას ვერ მოუგო რაის ინერცია და კონტეს გუნდი, ფეხბურთი თუ არ გითამაშიათ ნაყურები მაინც არ გაქვთ ინერცია 3-4 თამაშია მაქსიმუმ და 2 წელი????? ალეგრის იუვე გაცილებით ძლიერ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ფინალში მსაჯს რომ პოგბაზე ჯერ ჯარიმა და მერე 100% პენალი დაედო არავინ იცის ვინ მოიგებდა იმ ფინალს, ბოლო ბოლო ანჩელოტის თავის… Read more »

Delpieronedved
Delpieronedved
8 years ago

ბუფონი , ბონუჩი , სანდრო ,მარკიზიო, პოგბა , ხედირა , დიბალა, კუადრადო ,მორატა ტოპ დონეა

Delpieronedved
Delpieronedved
8 years ago

რომელი ფეხბურთის მცოდნე იტყვის ბაიერნი 100 თავით მაგლა დგასო იმ გუნდზე ვინც ტოლი არ დაუდო არც რეალს და არც ბარსელონას

Delpieronedved
Delpieronedved
8 years ago

იუვენტუსი ბაიერნს გამოაგდებს მე გეუბნევით

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წინა სეზონშიც ვერ ხედავდი ახალს ვერაფერს ხო?)) და სეზონის სტარტზე არ იყო კონტეს გუნდი თავისი ტაქტიკით და როცა ამოქაჩა გუნდმა მაშინ გახდა ისებ კონტეს გუნდი ხო?))) კონტეს არავინ არაფერს უკარგავს მაგრამ ალეგრის ხელში რომ გუნდმა მეტს მიაღწია ფაქტია! ალეგრი იყო იუვეს მწვრთნელი ლიგის ფინალში და არა კონტე და ეს ფაქტია და ვერსად გავექცევით) და არ დაიწყოთ ისევ კონტეს ინერციით გავედით და რაღაც ბავშური ვარაუდის დონეზე ლაპარაკი,კონტეს ინერცია მახსოვს მე გალასთან და ბენფიკასთან)))

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ბავარია გაანადგურებს იუვეს. სულ ტყუილად ამყარებთ იმედს თითქოს იუვე ბავარიას გაცდება. დგეს დგეობიტ ბაიერნი ასი თავით მაგლა დგას იუვეზე და არამგონია პოგბას და დიბალას იმედზე იუვემ გამარჯვება მოახერხოს ვერც სახლში მოიგებს აგერ მალე ნახავტ. იუვეს იქიდან დაერხა როცა ბავარიასთან მოუწია შეხვედრა. ვიმეორებ ბაიერნი იუვეზე ბევრად საუკეთესო გუნდია.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

აქ რომ ვარსკვლავად მიაცჰნიატ მანდზუკი. ლაციოსტან რომ გოლი ვერ შეაგდო პირისპირ აი იკ ტკვა რუსმა კომენტატორმა ესეტი გოლი უნდა შეაგდოო და ამიტომც არ ტამაშობ ბაერნჰსიო. მეც სრულად ვეტანხმები. მე ტავდან ვცერდი რომ მანდზუკიმ და ხედირამ ტავისი იტამაშესტკო. და ვერც მარკიზიო ხედირა ერტად აგებული ვერ შეცვლის პირლოსტკო. და ასეა ას. დრო გავა და გამოცჰნდება ვინვინაა. კონტე ან ლიპი რომიკოს ალბატ მანდზუკის მაგივრად ზაზას ატამაშებდა ტავიდან არც მე მომცონდა იმიტორომ ბურტს ვერ აცჰერებდა მაგრამ ეხლა შტერი უნდა იკო ან ბეზპრიდელი კაცს შრომა ან სიკარგე დაუკარგო.მოუმატა ამკაცმა და რავკნად იმიტომ არუნდა ვატამაშოტ რომ ბაერნში არააკ ნატამაშები და გამოცდილი რომარაა? ტუარ ატამაშე საიდან მიიგებს… Read more »

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ტიგრანა===რაბაზარია ვერგავიგე.. კონტე კონტე ცავიდა ის კაცი, და დაანებეტ ტავი ცუდი არაფერი გაუკეტებია. პოგბას მაგან გამოუცხადა ნდობა ნანდო ვაბჰსე ტავს ანებებდა და რცმენა დაუბრუნა და ფეხბურტი ატამაჰსა მიტოა იუვეს მედლიერი და არა ალეგრის. ამან ბაბჰსე გაუშვა ვიტომ უკეტესი მოიკვანა მანსზუკის სახიტ. ერტი კიტხვამეკ. კონტემ რაც შედეგი დადო ნაკრებში იმ სედეგს დადებდაა ალეგრი? კონტემ გუნდი დაუტოვა ტავის ტაქტიკიტ. ახალს მე ვერაფერს ვხედავ.კონტე უნდებოდა გუნდის შენებას და რაცმტავარია გუნდს და ხალხს რცმენა დაუბრუნა. რომაგიცჰემებიატ იტურბე იტურბე იკნებ იტურბეს სადატამაშებდა ვინიცის ტრენერზე ბევრია დამოიკიდებული ვინ სად და როგორ იტამაშებს. მიიკვანეტ ალეგრი მილანში. რომაში ინტერში და მერე მელაპარაკეტ რა შედეგს დდებს. ხოლო იუვეს ამ… Read more »

| Newsphere by AF themes.
67
0
Would love your thoughts, please comment.x