სატრანსფერო ციებ-ცხელება (ვრსალკო)
Tuttosport-ის მტკიცებით ტურინელები განაგრძობენ სიმე ვრსალკოს მიმართ სერიოზულ დაკვირვებას..
ხორვატი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია, რაც მაროტას სატრანსფერო გეგმების ნაწილია, თუმცა ჯერჯერობით სასუოლო არ ჩქარობს მის გასხვისებას. გუნდი აქტიურად განაგრძობს სტეფან ლიხშტაინერის სათანადო შემცვლელის ძიებას და როგორც ჩანს ამ როლში ხუან კუადრადოს ნაკლებად მოიაზრებენ. ბიანკონერი ეცდება, მოკრძალებულ კლუბთან კარგი ურთიერთობის გამოყენებას და ვრსაკლოს ტრანსფერის ზაფხულში განხორციელებას. მისი პროგრესიდან გამომდინარე თანხა მეტად გაიზარდა.. ამავე დროს საგულისხმოა, რომ ხორვატის მიმართ ინტერეს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს.
ძალიან კარგი ფეღბურთელია.
სწრაფი და ტექნიკური. ლიხშტაინერის შემცვლელად ამზე უკეთეს ახალგაზრდას ვერ ვიყიდით. 