ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნაპოლი ლიდერობას ინარჩუნებს, ხოლო ინტერი მორიგ ქულებს კარგავს..

მანამ სანამ იუვე არენაზე ერთმანეთს “იუვენტუსი” და “რომა” დაუპირისპირდება, მოდით კონკურენტების შედეგებს ერთად გადავავლოთ თვალი..

თავიდანვე რაც უნდა ითქვას არის ის, რომ ბიანკონერი პირველ პოზიციას, მიმდინარე ტურში ვერ დაიბრუნებს.. ალბათ უკანასკნელ სიტყვაზე გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა.. კი მაგრამ, მიმდინარე სეზონში, საერთოდ როდის ვიყავით პირველ ადგილზე? დიახ.. არ ვყოფილვართ, თუმცა მოქმედი ჩემპიონები ვართ და უკვე მერამდენე წელია კონკურენტებს უშანსოდ ვტოვებთ.. სწორედ ამიტომაც გვაქვს კუთვნილი პოზიცია დასაბრუნებელი.

თავდაპირველად შევეხოთ ფლორენციელებს, რომლებმაც პრინციპში თანაბარ ორთაბრძოლაში შეძლეს ტორინოს დამარცხება.. ვენტურას გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ ჯერ ილიჩიჩის, ხოლო მატჩის მიწურულს როდრიგრესის გოლებს ვერაფრით უპასუხა.. შედეგად პაულო სოუზას შეგირდები მესამე პოზიციაზე გამაგრდნენ და იუვეს სულ რაღაც ქულით ჩამორჩებიან.

ნეაპოლიტანელები გენუას ესტუმრნენ, რომლებსაც თავკაცის შეცვლამაც ვერ უშველა.. ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილმა კოლექტივმა უშანსოდ დათმო შეხვედრა.. სტუმრებმა მასპინძლებს ოთხი გაუტანეს და აქედან ერთი რა თქმა უნდა გონსალო იგუაინის ანგარიშზეა.. ამ მოგებით, მათ კიდევ ერთი ტურით გაიხანგრძლივეს ლიდერობა.. და თუ იუვე რომაელებთან წარმატებას ვერ მიაღწევს, მაშინ კარგ ქულათა დისტანციასაც შექმნიან..

და ბოლოს ინტერი.. ნერიაძურის საყვარელი ანგარიში 1-0, ამჯერად აღარ შედგა. თუმცა, პირველ ტაიმში როდრიგო პალასიოს მიერ გატანილმა გოლმა, სან სიროზე შეკრებილ პუბლიკას ამის იმედი ნამდვილად ჩაუსახა..  კარპი არ დანებდა და ბოლომდე, ჯიუტად ეცადა საკუთარი ქულის მოპოვებას, რომელსაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაინც მიაღწია.. დიახ, მოკრძალებულმა კარპიმ 92 წუთზე, თავისთვის ისტორიული ქულა მოიპოვა.. საგულისხმოა, რომ მანჩინის გუნდი რიცხობრივ უპირატესობაში ამთავრებდა შეხვედრას, რადგან 83 წუთზე სტუმრებს პასკიუტი გაუძევეს.. შედეგად ნერიაძური, მსგავსად ფიორესი 41 ქულას აგროვებს, თუმცა გამომდინარე იების უკეთესი ბურთების შეფარდებისა, მინიმუმ ერთი ტურით ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა რჩებიან..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წელსაც სკუდეტო იმედია იუვესია. მაგრამ წელს ლიგა მოიგოს და სკუდეტო მიპატიებია თუ ვერ მოიგო მარა ისე ორივე უნდა მოიგოს. :forza: :forza:

juve _ 10
juve _ 10
8 years ago

ვააახ ინტერი ნელ ნელა კარგავს ძალებს,

ნაპოლი კი ისეთ ხოდზეა მარტო ჩვენ თუ ( ცენზურა )

lasha lasha
8 years ago

აუ მერდებმა რა მაგარი სუნი აუშვეს :lool: მოკლედ ღმერთით წელსაც მოვიგოთ სკუდეტო თუ არადა ნაპოლი თუ მოიგებს ძაან არ დამწყდება გული მოიგონ ცოდო არიან აი მერდები ნაღდად ვერ მოიგებენ.იმედი ვიქონიოთ რო ცხვირწინ ავაცლით ნეაპოლელებს წელს სკუდეტოს :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x