დიბალა:”ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გოლმა გამარჯვება მოგვიტანა”
გთავაზობთ პაულო დიბალას ინტერვიუს, რომელიც არგენტინელმა ფეხბურთელმა ბიანკონერის ოფიციალურ არხს JTV-ს მისცა:
მორიგი მნიშვნელოვანი და რთული გოლი..
“მოხარული ვარ გატანილი გოლით, მითუმეტეს გამარჯვება სწორედ მისი წყალობით მოვახერხეთ. სიმართლე გითხრათ, წინასწარვე წარმოდგენილი გვქონდა, რაოდენ რთული დაპირისპირება გველოდა.. რომაელებს კერკეტი გუნდი ჰყავთ, მაგრამ თუ ვინმე ამ შეხვედრაში გამარჯვებას იმსახურებდა, ეს სწორედაც, რომ ჩვენ ვიყავით”.
ბილიარდის სტილის დარტყმა გამოგივიდა..
“რთული ეპიზოდი იყო.. შევეცადე, თუმცა არ ვიყავი დარწმუნებული გამოვიდოდა თუ არა..”
რომაელებმა მოედნის ცენტრში საკმაოდ ხისტი თამაში გააჩაღეს..
“დედაქალაქელებმა მთელი გუნდით დაიხიეს უკან და მთელი მატჩის განმავლობაში ვცილობდით მათი დაცვის ზღუდეების გარღვევას.. ბურთს უფრო ხშირად ვფლობდით და კონტრიერიშის განხორციელების საშუალებასაც არ ვაძლევდით”.
გამოდის სკუდეტოსთვის რბოლაში მხოლოდ იუვე და ნაპოლი დარჩნენ?
“წინ 17 მატჩია და შედეგად, ნაადრევია ფიორენტინას და ინტერის ჩამოწერა. რომასთვის გუშინდელი მარცხი მტკივნეული იქნება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე დედაქალაქელებს კერკეტი გუნდი ჰყავთ და არასოდეს თქვა, არასოდეს..”
ჰგავხარ თუ არა იგუაინს?
“განსხვავებული ტიპის მოთამაშეები ვართ. გონსალოს ნეაპოლიტანელები მიჰყავს, ხოლო ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი”.
დიბალა პალერმოში და დიბალა იუვეში.. რამდენად განსხვავებული დავალებები გქონდა?
“სიცილიაში გვერდით ვასკესი მყავდა და მხოლოდ დასკვნითი ნაწილი მებარა. აქ კი თითოეულ ბურთზე ბოლომდე ბრძოლა მიწევს.. შემდეგ კარში დარტყმა, პარტნიორ ფორვარდზე გადაცემის გაკეთება, ან უკეთეს სიტუაციაში მყოფი ნახევარმცველის პოვნა..”
მოგწონს ტრეკუარტისტას პოზიციაზე ასპარეზობა?
“თავის დროზე არგენტინაში ვთამაშობდი გამთამაშებლად, ამიტომ ეს ჩემთვის არ არის სიახლე.. პირიქით, დირიჟორობა მომწონს კიდევაც”.
მესისთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
“ჯერჯერობით არ ვიცი.. როდესაც ნაკრებში მიხმეს იგი იქ არ იმყოფებოდა. რთულია, მას შეედარო. სულ მცირედითაც, რომ დავემსგავსო ამითაც კმაყოფილი ვიქნები. სამშობლოში ჩემს სტილს აგუეროს უფრო ამსგავსებენ”.
წყარო: TuttoJuve
არც დიბალა წავა არსად და არც პოლი წელ ბავარიას გავაგდებთ თუ არა სხვა თემაა. იმედია ასეც იქნება. მაგრამ მომავლ წელს ლიგა იუვენტუსის რო ასი პროცენტი ვიცი თუ ეს ფეხბურთელები ისევ იუვეჰი იქნებიან.
არ წავა არც პოგბა და არც დიბალა, თუ წელს ბაიერნს გავაგდებთ და იმ ტოპ გუნდად ჩამოვყალიბდებით როგორც წინათ ვიყავით.. იმიტომ უნდათ ბარსა, რომ ამ გუნდით ყველაფრის მოგებაა შესაძლებელი…
ვინც რა უნდა თქვას ფაქტი ერთია :) დიბალამ თუ ტემპი არ დააგდო და პროგრესი განაგრძო, არსად არ წავა :)
ბარსას ფანებმა დიბალა უკვე გაიფორმეს და 1-2 წელი იჯარით თქვენ გიტოვებთო პოგბაზე კი დაზადნეს აღარ გვჭირდებაო იუვენტუსს ჭკვიანი ხალხი უდგას სათავეში და ამას და პოგბას ყველანაირ გარემოს შეუქმნიან (იქნება ეს ხელფასი თუ ბონუსები) რომ დიდი ხანი დარჩნენ… ლიჯბი თვითონ არ მოუნდეთ წასვლა და მესისთან ბურთაობა…
მაგარი ხარ დიბალა, მიდი მიაწექი ბოლომდე.
იმედი მაქვს მესის მერე დიბალა იქნება არგენტინის საუკეთესო ფეღბურთელი, მას აქვს ნიჭი და მონდომებ იმის რო გახდეს მსოფლიოს ერთ ერთი უძლიერესი ფეღბურთელი. მხოლოდ 2 რაღაცას დაუწუნებდი
დიბალას,
ჩემი აზრით 1_სისწრაფე აკლია, 2_ ერთი_ერთზე დუელის მოგება უჭირს მაგრამ მალე გამოასწორებს ამ მინუსებს.
დანარჩენი ყველფერი რიგზე აქვს და იმედი მაქვს შემდეგ წელს (სერიაA) _ს ბომბარდირი გახდება. ნუ რათქმაუნდ ლიგაზეც უნდ გამოიჩინოს თავი.
Agueros 1-2 welshi tavisuplad ajobebs