ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა

გთავაზობთ გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეულ მიმოხილვას:

სალამი მეგობრებო, იუვენტინოებო, დროის უქონლობის გამო ბოდიშს გიხდით, რომ წინა კვირა გავაცდინე… ვერ გესაუბრეთ უდინეზესთან ბრწყინვალე გამარჯვებაზე, ვერ გაგიზიარეთ ემოცია, რაც იტალიის თასის ნახევართფინალში გასვლით იყო გამოწვეული, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ იქნება და ყოველ ორშაბათს, ტრადიციისამებრ ,,გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა” დაიდება და თქვენამდე მოვა თითოეული სიხარული, ემოცია და ენთუზიაზმი რაც ჩვენს საყვარელი კლუბის ,,იუვენტუსის” ირგვლივ ტრიალებს.

ახლა კი რაც შეეხება მატჩებს: იტალიის ჩემპიონატის მეორე წრე იუვენტუსმა უდინეზესთან გასვლითი მატჩით განაახლა. ფრიულზე ახალგახსნილ სტადიონზე დიდი მოტივაციით გავიდა სათამაშოდ ადგილობრივი კლუბი ,,უდინეზე” მაგრამ არც იუვენტუსი უჩივოდა მოტივაციის ნაკლებობას, რადგან მთავარი იყო გამარჯვება არა მხოლოდ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო რევანში გვქონდა ასაღები.

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ მატჩი ყველასათვის მოულოდნელად წარიმართა, პირველივე ტაიმში 41-ზე წუთზე 0-4 და როგორც ვიტყვით ხოლმე ,,ადვილი გასეირნება” გამოვიდა ფრიულზე. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პაოლო დიბალა დასახელდა, რომელმაც 2 გატანილ გოლს 2 საგოლე გადაცემა მიუმატა. შემდეგ იყო იტალიის თასის 1/4 ფინალური დაპირისპირება, რომელიც რომში ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. გამომდინარე იქედან რომ ლაციოს ნაკლები შანსი აქვს ევრო ტურნირის საგზური მოიპოვოს, დიდი ყურადღებით მოეკიდნენ მიმდინარე დაპირისპიებას.. რაც შეეხება იუვენტუსს ეს ის გუნდია, რომელსაც ყველაფერი უნდა, ყველაფერი სურს და გამარჯვებებში გაუმაძღარია.

როგორც მივეჩვიეთ თასის დაპირისპიებებში ის ფეხბურთელები გამოდიან სათამაშოდ, ვინც მეტ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებენ, მაგრამ საამაყოა ის, რომ არ შეიმჩნევა ,,ძირითადი/სარეზერვო” შემადგენლობა. ყველა ის 11-ეული ძირითადის ფეხბურთელია და ერთი დიდი მოტივაციითა და მონდომებით თამაშობს გამარჯვებისათვის. მატჩი მეტად დაძაბული და ჩაკეტილი გამოდგა, იგრძნობოდა, რომ ერთი შეცდობა და შესაბამისად ერთი გოლი გადაწყვეტდა მატჩის ბედს. ასეც მოხდა, სიმონე ძაძას დარტყმული ხვდება ძელს და საჭირო ადგილზე ჩნდება შვეიცარელი ექსპრესი, რომელსაც გააქვს კიდეც გამარჯვების გოლი. იუვე 1/2 ფინალშია, მეტოქე მილანური “ინტერია” და ინფორმაციისთვის ნახევრადფინალური დაპირისპირება იტალიის თასზე ორ მატჩიანია.

პირველი მატჩი 27 იანვარს ტურინში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 2 მარტს. ფინალის საგზურისათვის ასევე იბრძვიან მილანი და ალესანდრია.

და ბოლოს, რა მოხდა გუშინ? მოლოდინმა გაამართლა, იუვენტუსმა მე-11 გამარჯვება იზეიმა და ნეაპოლიტანელებთან 2 ქულიანი ჩამორჩენა აღადგინა. მატჩი იუვენტუსის იერიშებით დაიწყო, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ, მაგრამ რომაელებმა დეროსის მეთაურობით გადაიტანეს ეს ტურინული ტალღა და პირველი ტაიმიც ნულოვანი ფრით დასრულდა. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ბევრი სადავო გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა იუვენტუსის საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება მე-2 ტაიმს, არ ვიცი იუვენტუსმა უკლო ტემპს, თუ რომაელები გაშინაურდნენ, თამაში მეტად ჩაიკეტა და თანაბარ ტონალობაში წარიმართა. გაჩნდა კიდეც შიში იმისა, რომ იუვე ქულებს დაკარგავდა, მაგრამ……..

პოლ პოგბას საგოლე გადაცემა და პაოლო დიბალას დარტყმა და რეტეეე, რეტეეე და ყველას მილანთან მოპოვებული გამარჯვება გაგვახსენდა. ტოტი/ნაინგოლანი და კომპანია დამარცხებულია. მომდევნო ვერონული კიევოა, ჯენოა და ფროსინონე, აი შემდეგ კი ვფიქრობ სასკუდეტო ბრძოლა ტურინში ნაპოლის წინააღმდეგ გარდამტეხი იქნება.

ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებებს იუვენტინოებო და წარმატებები 27 იანვარს ინტერთან 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში. კეთილი სურვილებით თქვენი იუვენტინო ,,QASRA

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

გიო კაი კაცი ხარ.

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Totalizatoridan gamomdinare ukve elodebian juves X maic da egec kaia moigeben da moigeben ar gatexaven ruletkis pontshi pers ro miayolebsxolme ra daaxloebit mase.totalizatori dgevandel pegburtshi dzaalian mnishvnelovan rols tamashobs

forza iuve
forza iuve
8 years ago

Momdebno sami matshi unda movigot

vakhtang karchava
8 years ago
Reply to  forza iuve

მომდევნო 6 ))

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x