ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

მასიმილიანო ალეგრიმ “რომასთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან თავშეკავებულად ისაუბრა და არც დიბალას ქება-დიდებას მოჰყოლია. როგორც ჩანს, იტალიელ სპეციალისტს ეშინია, ახალგაზრდა ფეხბურთელზე ზედმეტმა აჟიოტაჟმა უარყოფითი გავლენა არ იქონიოს…

“რთული შეხვედრა იყო, “რომამ” ჩაგვკეტა. გახსნით 20 წუთში გარკად გამოვიყურებოდით, მაგრამ დიბალამ და მანჯუკიჩმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. პაოლო მარჯვნის ფლანგზე ძალიან განაპირად გადადიოდა და სივრცეების პოვნა უჭირდა. რა თქმა უნდა, ბოლოს არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა. ადვილი არ არის ზედიზედ 11 თამაშის მოგება, მით უმეტეს, რომ “ლაციოსთან” ოთხშაბათს ბევრი ენერგია დავხარჯეთ. “

“იუვეს” საშინელი სტარტი ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერს და ოთხი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს: ” გუნდმა ზაფხულში სიტუაცია შეაფასა, ბევრი ფეხბურთელი შეცვალა და ახალგაზრდები მოიყვანა, ამ დროს მოთმინებაა საჭირო. ზუსტად ასევე, ზედიზედ მოპოვებული 11 მოგების შემდეგაც, წონასწორობის პოვნა გვმართებს. “ნაპოლის” ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდის, ჩვენ კიდევ უფრო უკეთესები უნდა ვიყოთ, რომ უკან მოვიტოვოთ. “

” “რომა” ძალიან ორგანიზებულად იცავდა თავს. გახსნით 20 წუთში აქტიურობა გოლად ვერ ვაქციეთ, მერე როცა ნაინგოლანი მარკიზიოს დააჯდა მხრებზე, ჩვენი გზები ჩაიკეტა. შეტევების 80% მარჯვნიდან მიგვდიოდა, კარგად ვერ ვათამაშებდით ბურთს. ვწუხვარ, რომ ბევრი ფეხბურთელის სკამზე დატოვება მიწევს, მათ შორის ძაძასი, სანდროსი და სტურაროსი. მაგრამ თუ სამივე ტურნირზე ბოლომდე გვინდა გასვლა, მაშინ ყველანი დაგვჭრდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომენტის შენარჩუნება შევძლოთ. “

პოგბა ახალი ლეოპარდის სტილის ვარცხნილობით წარდგა მაყურებდლის წინაშე, ისურვებდა ალეგრიც ისეთივეს? ” ამისათვის საკმარისი თმები არ მაქვს. ამ ბიჭებს 7 თუ 8 სტილისტი მოსდით ხოლმე. ჩემ დროს ასე არ იყო… “

ინგლისური კლუბების ინტერესი? ნუ გავიწყდებათ, რომ კონტრაქტი 2017 წლამდე მაქვს გაფორმებული და მხოლოდ იუვენტუსსზე ვარ კონცენტრირებული.. ბარსელონას სპორტული დირექტორის ვიზიტი იუვე არენაზე? დიბალას და პოგბას გარდა, მერწმუნეთ ჩემს შემადგენლობაში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთაც დიდი მომავალი ელით.

მორატა? იგი როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური კუთხითაც ჩვეულ დონეს უბრუნდება. კვირაში ერთი თამაშისთვის, ასეთი ძლიერი კოლექტივიდან 11 ფეხბურთელის შერჩევა, არის ურთულესი ამოცანა.. ამიტომაც ყველა ტურნირზე უნდა განვაგრძოთ ასპარეზობა”.

წყარო: football italia

30 thoughts on “მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. უახლოეს პერიოდში ავტორიზაცია არ დაბრუნდება და იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით. ეს არის საიტის საკეთილდღეოდ გადაგდმული ნაბიჯი.

    წესების დამრღვევი მომხმარებელი კი, რომელიც განურჩევლად იქნება თუ არა ავტორიზაციით ან მის გარეშე მიიღებს IP BAN-ს .. პირველ ეტაპზე ერთ კვირიანს, ხოლო განმეორების შემთხვევაში სამუდამოს.

  2. დაბრუნეთ თოე როგორც ვატყობ აქ ბევრს გულის ინფაქტი დაემართება და ეს თუ უჰველით იმათ დააბრუნეთ ბატონო

  3. ბევრი თამაში უწევთ ძაან. კვირაში ორჯერ 90 წუთი სირბილი ძნელია + ვარჯიში. ინტერთან იქნებიან ვინც გუშინ არ იყო. თან ბაიერნი მოდის და მეტი სიფრთხილეა საჭირო. მწყობრში უნდა იყოს ფიზიკურად მთელი გუნდი.

  4. ისე ძმაო გააუქმოს კაი მარა ყველამ ავტორიზაცია გაიაროს მერე საიტმა რო ვერ გაუძლოს მერე რას იტყვი ნეტა. ყველა ხუთ წუტჰი ჰედი გამოდი არაა ნამდვილად კარგი რა მე მინდა იყოს როგორც არის ისე. და თუ მაინც გააუქმებთ, იცოდეთ საიტი გადაიტვირთება სერიუზულად.

  5. ხო ხედირა გამოცდილი და კარგია ამცუტას სტურაროზე. მაგრამ დარცმუნებულივარ რომ პირლო რომ კოფილიკო გუნდში, სტურარო პოგბა და სხვებისტვის კარგი სკოლა იკნებოდა მეტს შეიდზენდნენ და კლასსაც მეტს აიმაგლებდნენ. ხოლ ეხლა მარკიზიოს ხედირას გვერდიტ უნდა გაიზარდნონ ესენი. ალეგრიკი სერიოზულ გუნდებტან სკამზე ტოვებტ. სანდრო როგორ არატამაშა გუშინ. ეგ ევრა მოედანზე ხომარუნდა მოკვდეს რომ მერე შეცვალოს. დანებოს ტავი ცოტა დაასვენოს რგ ბებერი. შენ მეგეცა მაგის ცოდვა ალეგრი.

  6. Del_Piero

    რეალურად ეხლა გამოცოცხლდა სიტუაცია, თორე ისე იყო კვარტალში ერთხელ ყველაფერი.. ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია და მერე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. კომუნიკაციაში ისე რატომ გეშლებათ ხელი? ყველას საკუტარი აზრის დაფიქსირება ჩვეულებრივ შეუძლია ამაზე მემგონი ხარვეზი არავის არ ექმნება :)

  7. =ტიგ= ხედირას რაც გამოცდილებააკ იმდენ შეცდომებს არუნდა უშვებდეს. გუშინ ნაპოლის შეცდომა იკო რომ 3 მცველიტ იტამაშა და 6 ნახევარმცველიტ ტანამედროვე ფეხბურტში იშვიატია ერტ ტავდამხსმელიტ ტამაში რაც სპალეტიმ გააკეტე. ნახევარ დაცვაში სივრცეები კონდატ უამრავი. და მიკვირს რომ დიდი ანგარიშიტ არ დამარცხდნენ. აი მანდ უნდოდა კრეატიული ფეხბურტელი. მორატა სანდრო კუარდადო ფლანგებიდან შეტევა. და ვაბშე გაიშლებოდა მატი დაცვა. ხოლო რასაც მანდზუკი ცვალობდა იმას ზაზა მეტი კარგად გააკეტებდა. გასაგდებიც კი იკო მაგრამ დაგვინდო მსაჯმა

  8. ბრატცი, ეს ანონიმური კომენტარები გავაუქმოთ რა. ინტერესს კარგავს გულშემატკივრებთან კომუნიკაცია. გააკეთეთ გამოკითხვა და ვნახოთ რამდენ ადამიანს მოწონს ანონიმური კომენტარები. მაგას აჯობებს + და – დავამატოთ კომენტარებზე. ანუ like ან dislike დაწერა რომ შეიძლებოდეს კომენტარებზე და ჩანდეს რამდენ ადამიანს მოეწონა და რამდენს არა. :)

  9. ხედო ბევრად კლასნია. კარგად ავსებს სივრცეებს და აზღვევს თანაგუნდელებს. ალბათ უკეთაც შეუძლია, მაგრამ ახლაც ძაან სასარგებლოდ თამაშობს. სტურარო შეიძლება შემოუშვა როცა ანგარიშის შენარჩუნება გჭირდება.

  10. ძაან მაგარი კაცია ალეგრი,როგორ შემოატრიალა გუნდში სიტუაცია,ასეთი იუვე მართლა მაგარია,ამ შემართებით თუ გააგრძელეს ბიჭებმა ბავარია არანაირად იქნება ფავორიტი ძაან გაუჭირდება იუვესთან თამაში,მიაწექი მაქს :up: :juvee:

    1. გუნდი და მწვრთნელი არ ვარგა და მაგიტო თორე იუვე რო იყო 3-4 წლის წინ ევროთასების გარეშE მოიგო იმ წელს სკუდეტო

      1. რატო შარშან გაუჭირდა მოგება თუ ლიგის ფინალში არ იყო, თავისებური შეხედულებები აქვს ალეგრის, მწვრთნელია და თითონ იცის რა შემადგენლობა დააყენოს და რა ტაქტიკით ითამაშოს.

  11. prosta zedmetad akademiur stilshi vitamashet cota ufantaziod. . .arada sheidzleboda cuadrados asnavnoishi dayeneba afsusia aseti pexburteli skamze. . . mitumetes ukan BBC gvyvavda dacvashi,aseve evras nacvlad sandro metad gaamwvavebda chemi azrit
    khediras ver davumugame erti arafers afuchebs mara misgan mets velit yvela

  12. ალეგრი მაგარი ხარ რაღაც მაგრა მჯერა წელს იუვესთან ერთად ტიტულებს მოიგებ. :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.