ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”კონტრაქტის გახანგრძლივება?”

ბუფონი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს უმიზნებს..

“კონტრაქტის გახანგრძლივება? თუ რეალურად ვიგრძნობ, რომ შევძლებ 2018 წელს მუნდიალზე ასპარეზობას, მაშინ ვერაფერი შემაჩერებს.

დე როსი? ასეთი რამ სამწუხაროდ კვირიდან-კვირამდე მუდმივად ხდება.. ფეხბურთელებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ არაერთი კამერა უთვალთვალებს და საჭიროა მეტი თავშეკავებულობა, რომ შემდეგ ბოდიშის მოხდა საჭირო არ გახდეს.

შედეგი? ზედიზედ 11 გამარჯვება წარმოუდგენელია, თუ შენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფორმის პიკზე არ იმყოფები.. თუმცა ღრუბლებში ფრენა არაფერს მოგვცემს.. ყველა შედეგი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დადებითი შედეგის რაც შეიძლება გახანგრძლივებას.

დიბალა? ერთია პროვინციულ გუნდში თამაშობდე და მეორეა მოქმედი ჩემპიონის ღირსებას იცავდე.. თუმცა, იგი გასული სეზონის ნამდვილი აღმოჩენა იყო.. უდაოდ გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც ყველა გააკვირვა.

ნაპოლი? სიმართლე გითხრათ, უკანასკნელ ხანებთან შედარებით მეტად უცნაური გათამაშების მომსწრენი ვართ. არცერთი კლუბი არ ყოფილა ლიდერი დიდი ხნის მანძილზე.. შედეგად, გადაჭრით იმის მტკიცება, რომ მხოლოდ ჩვენ და ნაპოლი გავაგრძელებთ სკუდეტოს რბოლას, გადაჭარბებულია.. წინ უამრავი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

 

წყარო: tuttosport

8 thoughts on “ბუფონი:”კონტრაქტის გახანგრძლივება?”

  1. მაჰინ წელს უნდა მოვიგოთ ან მომავალ წელს აუცილებლად. და იმედი მაქ ასეც იქნება. :juvee: :juvee:

  2. გავხდებით არ ინერვიული ნაპოლს მოვოგებთ და და პირველზეც გადავალთ. წარმატება იუვეს და იუვეს ბალეჰიკიბს. :forza: :forza:

  3. ვერ გადავიტან წელს იუვეს ვერ ჩემპიონიბას. სირცხვილია რომ 10 თავით მაღლა ვდგავართ გუნდებზე დ. სხვამ მოიგოს სკუდეტო

  4. დელპიეროს დ. ბუფონს 6-6 სკუდეტო აქვთ მოგებული რადგან 2 სკუდეტო ა. ეთVლებათ სამწუხაროდ რომელიც კაპელოს დროს მოიგეს :( რაც შეეხება რეკორდსმეც მალდინის მაგის დამხობა შეუძლია ბუფონს. 73 მატჩი უკლია ანუ წელს და კიდევ 2 სეზონში პირველ ადგილზე გადავა

  5. დატოვონ კიდევ 2-3 სეზონით ძალიან მინდა რომ სერია ა-ს რეკორდსმენი გახდეს როგორც ჩატარებული მატჩების ოდენობით ისე სკუდეტოს მოგებებით ამ ეტაპზე ჯიჯის 574 მატჩია მის ანგარიშზე პირველ ადგილზე კი ლეგენდარული პაოლო მალდინია – 647
    2. ხავიერ ძანეტი – 615
    3. ფრანჩესკო ტოტი – 592
    4. ჯანლუკა პალიუკა – 592
    ხოლო სკუდეტოებით კი ერთბაშად 6 მოთამაშეს აქვთ 8 მოგებული ესენი არიან
    დელ პიერო, ჯუზეპე ფურინო, ჯოვანი ფერარი, ვირჯინიო როზეტა, ჯანლუიჯი ბუფონი, ჩირო ფერარა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.