ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი:”გამარჯვებების მოპოვება სულ უფრო და უფრო რთული ხდება”

ჯორჯო კიელინის მოსაზრებით, მისმა გუნდმა სწორი მიმართულება იპოვნა და ზედიზედ 11 გამარჯვება სწორედ ამიტომ მოიპოვა..

“ათი გამარჯვების შემდეგ, წარმატების მიღწევა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. შესაძლოა გასულ წლებთან შედარებით რომასთან დაპირისპირებას, სკუდეტოს ბედი ებარა ორივე მხარისთვის, მაგრამ არც გასული მატჩი იყო იოლი.. პირიქით, ორივე გუნდს საკუთარი მიზნები აქვს და შედეგად, მინდორზე ატმოსფერო უაღრესად დაიძაბა. საბედნიეროდ, გუნდმა გამარჯვების ინსტიქტი ისევ გამოიმუშავა.. გავიხსენოთ ლაციოსთან დაპირისპირება.. შესაძლოა ყველაფერი ისე კარგად არ მიდიოდეს და რიგ ეპიზოდებში გვიჭირდეს კიდევაც, თუმცა მაინც ვთამაშობთ, ვუტევთ და ვიტანთ.. ეს კარგი ნიშანია. მსიამოვნებს ასევე ის ფაქტიც, რომ შემადგენლობის როტაცია ნეგატიურად გუნდზე არ ისახება.. ასამოა, რუგანი და ჰერნანეში ამის ნათელი მაგალითია. გუნდი სწორად ვითარდება და ჩვენ საკუთარ მიზანს მივუყვებით.

კონკურენცია სერია ა-ში? ყველანი ერთმანეთის სიახლოვეს ვიმყოფებით და შედეგად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიახ, ნაპოლი ჩვენგან ერთ ნაბიჯშია, მაგრამ ნაპოლის და ფიორენტინას დავიწყება არაფრით არ შეიძლება. ნერიაძურის რიგებში გამორჩეული ჩემპიონები ასპარეზობენ.. რაც შეეხებათ ფლორენციელებს, მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ, მთავარია საჭირო ენთუზიაზმი შეინარჩუნონ.. სწორედ ახალი წლებიდან მოყოლებული, მისი დავიწყების შემდეგ შეექმნათ პრობლემები. თუ, ისინი დაიბრუნებენ საჭირო აგრესიას, მაშინ მათთან პაექრობა ნებისმიერს გაუჭირდება. რომა? მათ რომ ჩვენთან წარმატებისთვის მიეღწიათ, მაშინ ბრძოლაში დაბრუნდებოდნენ.. თუმცა, ეხლა როდესაც ჩვენ მათ 10 ქულით, ხოლო ნეაპოლიტანელები 12-ით უსწრებენ, სავარაუდოდ სპორტული ჯადოქრობა დასჭირდებათ”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
8 years ago

სანამ თამაში დაიწყება უკვე დიდი ანგარიშით აქვთ მოგებული რაჯას და ტოტის თამაში,იუვე რაცარუნდა სუსტ გუნდს ხვდებოდეს მსგავსი ლაპარაკი არ გამიგია არც ფეხბურთელებისგან და არც მწვრთნელისგან ესაა იუვეს სიდიადე,სუსტ რო პატივს სცემს და ძლიერს რო ულაპარაკოთ უგებს,ზედმეტი ლაპარაკის გარეშე

snuff-juve
8 years ago

არა ეგ მევასება სეზონის წინ რო უკვე მოგებული აქვთ ხოლმე სკუდეტო:D და წელს ვაბშე როგორ იყო? სერია ბ_ში არ გავარდესო იუვე პირველი ტურების შემდეგ:D:D ეხლა ყავდეთ კონკურენტებათ ემპოლი და სასუოლო:D

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

არ დაიღალეთ რომა ნაპოლზე ლაპარაკით. ვაცალოთ იუვეს და თუ ვერ დადებს ჰედეგს მერე თავს თუ დაიმჰვიდებთ მაგით ილაპარაკთ. წელს ისე ურივე ტურნირის მოგება მინდა სკუდეტო ლიგა თასი თუ იქნება კარგია თუ არა და ეს ტრაგედია არაა წარმატებები იუვე. :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Tragedia da shavebis chacmas aravin apirebs roma napulize laparakic araa damgleli juves ukavshirdeba da ganxilvis temaa ra damgleli isaa ro chamoceren xelexis siasavit ocnebis gunds (ertxel ki mesmis orjer kai afa samjer vigaca axali gaichita ra da dawer weliwadshi 2-3 mara yovel komentarshi ro weren egaa damgleli upro :lool: tan es plorenci romelic juveshi ro movides 15 procencas ar mivcemdi) :lool:

snuff-juve
8 years ago

რომა ყოველთვის საჩემპიონო ბრძოლაშია…ოღონდ სეზონის დაწყებამდე:D

vakhtang karchava
8 years ago
Reply to  snuff-juve

ჰო ეგენი ჯერ ჰოპლას იძახიან და მერე ხტებიან,მაგიტომაც მოსდით შუა წყალში ზღართანი :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x