ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Live Vinovo

ბიანკონერი განაგრძობს იტალიის თასის 1/2 ფინალური ეტაპისთვის მზადებას:

შეგახსენებთ, ტურინელები ხვალ, თბილისის დროით 23:45-ზე იუვე არენაზე, მილანის “ინტერს” დაუპირისპირდებიან. უკვე ნახევარფინალური სტადიიდან, ნაცვლად ერთი მატჩისა, გაიმართება ორი შეხვედრა. თავდაპირველად, როგორც შეიტყობდით ნერიაძურის ტურინი უმასპინძლებს. საპასუხო დაპირისპირება კი 27 იანვარს გაიმართება.

ტურინელი ჟურნალისტების მოსაზრებით მაქსი გარკვეულ ცვლილებებს აუცილებლად განახორციელებს. ასე მაგალითად, კარში ბრაზილიელ ნეტოს დაბრუნებას უნდა ველოდოთ.. ხოლო უკანა ხაზში კასერესი ბარძალი-ბონუჩი-კიელინიდან ერთ-ერთს ჩაანაცვლებს. ნახევარდაცვის ზონაში მარჯვენა ფლანგზე კუადრადოს ყოფნას მეტი შანსი აქვს ვიდრე ლიხტშტაინერისას, რომელიც აშკარად გადაღლილია.

თავდასხმაში მორატას დიბალა-მანჯუკიჩიდან ერთ-ერთი შეუწყვილდება, რადგან ძაძა დისკვალიფიცირებულია.

ოდნავ მოგვიანებით ვინოვოს ბაზაზე მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია გაიმართება, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

13 thoughts on “Live Vinovo

  1. Braci ravi vinc naxavt ra erti kitxva maqvs tu vinmem icit ra juves maisurebi da aqsesuarebis gamowera sad sheidzleba chveulebrivi maicuri ara ratqmaunda ai es ra vardisperi adidasi ro acviat)) magrad damevasa (shavi) adidasis anu tu rave icit iq iqneba chveulebrivshi ar eqnebat?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.