ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია
გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციას:
“თითოეული ფეხბურთელის მდგომარეობას, სათანადოთ შევაფასებ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნერიაძურის წინააღმდეგ ხედირა არ იასპარეზებს.. სტურარო და ასამოა კი სრულ მზადყოფნაში არიან. მირჩევნია, გერმანელმა კვირის თამაშის წინ სათანადო დონეზე დაისვენოს. კუადრადო? თავს მშვენივრად გრძნობს და საერთოდაც, უკანასკნელ ხანებში კოლუმბიელმა მნიშვნელოვნად მოუმატა, როგორც ტაქტიკურად ასევე ტექნიკურადაც. მას თამაშის მიმდინარეობაზე ზეგავლენა ძალუძს როგორც სასტარტოდან ასევე სკამიდანაც. არის რეალური შანსი, რომ იგი მოედანზე პირველივე წამებიდან გამოჩნდება.
პოგბა? დიახ, უდინეში მან დაისვენა, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტავს ვიასპარეზებ თუ არა მანჩინის გუნდთან მასთან ერთად. ასევე სათანადო დონეზე უნდა შეფასდეს დიბალას მდგომარეობაც.. არ შეიძლება ერთი და იმავე ფეხბურთელებით ასპარეზობა. დღევანდელი დღიდან სეზონის ბოლომდე, უამრავი მატჩის გამართვა მოგვიწევს. სწორედ, დღეს შევაფასებ რამდენად იქნება შემადგენლობაში ბონუჩი..
საშობაო შესვენების შემდეგ გუნდმა კარგი სამუშაო გასწია. ასე თუ ისე ფეხბურთელები თავს დადებითი კუთხით იჩენენ. შედეგად, სიფრთხილე გვმართებს, რადგან სხვადასხვა რეკორდზე ფიქრმა, ჩვენს შედეგზე შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს. დღეისათვის, მხოლოდ თასსზე ვართ კონცენტრირებული და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ დავიწყებთ კიევოზე ფიქრს..
ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამორჩეული ენთუზიაზმი აქვთ, მაგრამ გაცილებით გამოცდილებსაც იგივე ემოცია თუ არ აღმოაჩნდათ, მაშინ ისინი უბრალოდ დაბერდებიან.. გადამატებული ფიქრი უფრო პრობლემატურია.. მინდორზე ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა ვთამაშობდეთ.. ინტერი? ვერ ვიტყვი, რომ მათ რაიმე სახის პრობლემები აქვთ. მანჩინის გუნდი კვლავ ბრძოლაშია. ერთი სიტყვით ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მოცემული ეტაპი ორი შეხვედრისგან შედგება”.
წყარო: Football Italia
იქს 2 ეს თამაში
ფეხბურთელებს დასვენება ესაჭიროება და აუცილებელია ასეთი როტაციები ზოგადად, მითუმეტეს წინ ბევრი თამაშია, მაგრამ მნიშვნელობით ამ თამაშეზე მეტი მნიშვნელობა არ მგონია კიევოსთან მატჩს ქონდეს… მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შედეგების მიხედვით, ალეგრისთან ნაკლები პრეტენზია უნდა გვქონდეს, მაგრამ დღეს გამარჯვება აუცილებელია, თანაც დამაჯარებელი გამარჯვება… ეს კი თავის შედეგს სერია ა-შიც გამოიღებს, იმიტომ რომ ინტერმა არ უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალების და თუ ამ ნახევარფინალებში ინტერი გავცდა, ჩათვლიან რომ იუვესთან ბრძოლა ისევ შუძლიათ (მითუმეტეს თუ გვაჯობეს) და ამიტომ საჭიროა დროზე ჩაუკლათ ეს იმედი… სხვა მხრივ კი თასია და რა თქმა უნდა შანსი უნდა მიეცეს იმ ფეხბურთელებს ვინც ვერ თამაშობს ხშირად…უბრალოდ ინტერია მეტოქე და ესაა ამ… Read more »
ანუ აზრი ის არის, რომ იუვესთან გამარჯვება საკუთარ ძალებში არა მარტო ამ ინტერს, ამ ბავარიას, ბარსელონას ან რელსაც კი ერთი ათად მაღლა აწევს ფსიქოლოგიური კუთხით…
ამიტომ ზერელედ მიდგომა არამც და არამც არ შეიძლება ამ სათასო შეხვედრაზე…
და ზოგადად, ინტერი ყოველთვის უნდა დავსაჯოთ სადაც წავეწევით, ძველი გრეხების გამო (გუნდმაც და ტიპებმაც რა იკადრეს, მესამე ადგილიდან სკუდეტო მიისაკუთრეს და აღიარეს რომ ჩვენიაო და ჩაითვალეს)
დავიჯერო შენ ალეგრიზე მეტად გინდა ამ თამაშის მოგება ?!
იცის ამ კაცმა თავისი საქმე 5იანზე. ტიპი მარტო ერთ თამაშზე კიარფიქრობს ჩვენსავით..

ისე ერთი მინუსი აქ ამ მწვრთნელს ზამენებს გვიან აკეთებს… ეს შეიძლება დაუწუნო მარა სხვა დანარჩენი კაი ტრენერია
მაგარი ხარ ყველა რო დაასვენოს მედა ჰენ მოვუგეთ ინტერს. არა მგნო ასე სუსტი იყოს. საგოლ კარგად ხუმრობ.
ალეგრიზე უკეთ არავინ იცის ვინ ათამაშოს და ვინ არა. ისე ზამენის იგროკები ცეცხლები არიან.. იციან ბევრი დრო არ მიეცემათ თავის გამოსაჩენად და როცა კი აძლევენ სულს და გულს დებენ.. მე მაგალითად კასერესი ძალიან მომწონს, სტურაროც დასტოინად თამაშობს.. ლემინა და პერეირა უნდა დაბრუნდნენ მალე და ფორმაში ჩადგნენ. ორივე კაი იგროკია

ძაძას დისკვალიფიკაცია აქ ვერ ითამაშებს
ძაძა უნდა ათამაშოს აუცილებლად,იმენნა ნარკოტიკი აქვს ტიპს მიღებული ისეთ ჯილკაზეა ყოველთვის
xo da me da chemi mezobeli tengiza shegvishvi chven ar gvitamashia mteli sezoni kai dasvenebulebi vart wonashic movimatet

ნახევარფინალია დ. ვისთAნ ასვენებს???? კიევოსტან ემზადება ას. სერიოზულად????
დიბალა პოგბა საჭიროა და კუადრადო-სანდრო ზაზა კიდევ წინ დაჩაგრეს რა
სავარაუდოდ ნეტო ითამაშებს დაცვაში ბარძალი-კასერესი-კიელინი ფლანგებზე სანდრო-კუადრადო ცენტრში ასამოა სტურარო პოგბა და წინ მორატა მანჯუ:D
ყველა დაასვენე მაქს
ჯიჯი, ბონუჩი, კიელო, პოგბა, მარკიზიო და დიბალაც 