ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მორატას შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეგვიტანია”

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომ ინტერვიუს:

იუვეა ასეთი ძლიერი, თუ ინტერია სუსტი?

“დღევანდელი მატჩი მკაფიოდ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გუნდი მწყობრში მყავს. ბიჭებმა მშვენიერი შეხვედრა გამართეს და განსაკუთრებით უკანა ხაზში. ვფიქრობ, შეტევაში გაცილებით უკეთ შეგვეძლო ასპარეზობა.. მეორეს მხრივ შემოქმედებით კუთხით ცუდად თავი არ წარმოგვიჩენია, მაგრამ გარკვეული ასპექტები გაუმჯობესებას საჭიროებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯერჯერობით იტალიის თასის ნახევარფინალში ვართ, ხოლო ჩემპიონატში მეორე ადგილზე.. ასე რომ ბრძოლა გრძელდება”.

მორატას დუბლს როგორი მნიშვნელობა აქვს?

“უდიდესი.. ლაციოსთან შეხვედრაში, თავი კარგად წარმოაჩინა. მომეწონა როგორც ტექნიკური ასევე ფიზიკური კუთხითაც. დიახ, როდესაც ფორვარდს გოლი არ გაქვს, რთულია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ მისი შესაძლებლობები არსად არ გამქრალა. მსურს ასამოას თამაშიც გამოვყო, რომელმაც ჩინებული მეორე ნახევარი ჩაატარა”.

ეხლა კი დროა ბაიერნთან ფორმის შენარჩუნებაზე იფიქროთ..

“არა.. აუცილებელია პროგრესირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს წყალში გადავყრით. საჭიროა თამაშის ხარისხის და დაცვითი ზღუდეების გაუმჯობესება, რომელიც შედეგის გარანტი ხდება”..

იუვენტუსი შენს ახალ კონტრაქტზე არაფერს ფიქრობს?

“ჯერჯერობით სხვა პრიორიტეტები გვაქვს.. ფორმალურად კონტრაქტს ძალა 2017 წლამდე აქვს და უკვე შემდგომ სიტუაციას ერთად შევხედავთ. ტურინში ყველაფერი მაკმაყოფილებს და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ფეხბურთში მნიშვნელოვანი არის შედეგი.. დიახ, რამდენიმე მატჩი მიჯრით მოვიგეთ, თუმცა რეალურად ჯერჯერობით არაფრისთვის არ მიგვიღწევია. ფინალში გასვლის მშვენიერი შანსი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი სან სიროზე გაირკვევა”.

გუარდიოლას ადგილას, რომ ყოფილიყავი რაზე იფიქრებდი?

“ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემა გვაქვს. ორივეს კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე იღბალიც საჭიროა. ვფიქრობ, დებიუტანტებისთვის ეს არაჩვეულებრივი გამოცდა იქნება. ჩემი პირადი მოსაზრებით იუვენტუსი მუდმივად უნდა ასპარეზობდეს პლეი-ოფში და შემდგომ რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაზე იბრძოდეს.. წილისყრაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული”.

პეპის მოსაზრებით კი მას წილისყრაში არ გაუმართლა..

“ორივესთვის შეიძლებოდა ბევრად უკეთ დასრულებულიყო”..

მორატას და კუადრადოს დაბრუნების შემდეგ იუვენტუსი შთამბეჭდავად გამოიყურებოდა..

“კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ სამწვრთნელო სესიაზე და თითოეულ მატჩზე.. რიგ-რიგობით.. კიდევ ერთხელ განვმეორდები, ჩვენ ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია.. მთავარი ბრძოლები წინ გველის და მათ სათანადო დონეზე მომზადებულნი უნდა შევხვდეთ”.

კიევოსთან მატჩის წინ, გაგირთულა თუ არა ასამოამ არჩევანის გაკეთება?

“მერწმუნეთ ყოველი მატჩის შემდეგ, ასეთ პირობებში არჩევანის გაკეთება ძალზედ მიჭირს. გულით ვწუხვარ, რომელიმე მათგანის სკამზე დატოვების გამო.. ზუსტად ამ სიტყვებით მივმართე ბიჭებს და დავამატე, რომ თასსზე რაც უფრო შორს გავიდოდით, მით უფრო მეტი დრო ექნებოდა თითოეულს თავის გამოსაჩენად”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
8 years ago

ყოჩაღ ალეგრი! ძაან ჭკვიანი მწვრთნელია.დღითიდღე აუმჯობესებენ ხარისხს და ყველა კომპონენტში შეინიშნება პროგრესი.მოტივატორიც მაგარია (ისე ყვირილი მგონი ტურინში ისწავლა:)) ) გუნდი ისეთ კონდიციამდე მიიყვანა,რომ არა მგონია ვინმეს უხაროდეს ახლა ჩვენთან შეხვედრა (ერთმა გულშემატკივარმა,დაჟე,ბავარიელებს ვაზელინის მომარაგებისკენ მოუწოდა:)) ) ყველაზე კარგია,რომ გუნდი მონოლითს დაემსგავსა და ძნელია სუსტი წერტილი უპოვნო,ფაქტიურად მეორე შემადგენლობაც პირველის ხარისხს თამაშობს,თავდასხმაში რომ დიდი არჩევანი აქვს ალეგრის ფაქტია.ნახევარდაცვაშიც საკმაო ალტერნატივაა,მითუმეტეს ასამოას დაბრუნების შემდეგ.დაცვაშიც აქვს ხარისხიანი როტაციის შესაძლებლოა და მგონი ბუფონსაც გამოუჩნდა სერიოზული კონკურენტი)) ახლა მთავარია გააგრძელონ პროგრესირება და მაქსი სწორედ ამ გზით მიდის… :forza:

Lb19
Lb19
8 years ago

Yvelapershi getanxmebi buffonis da netos konkurenciis garda :chuvak: sul ro noieri iyos buffontan mainc ukonkurento iqneba yvela juveshi

8 years ago

კი, ნამდვილად კარგად მიდის და მე მყავს ბავარიის რეალური გულშემატკივარი მეგობრები, რომლებიც რეალურად აფასებენ მოვლენებს და არა ბაქი ბუქით და საკმაოდ შეშინებულები არიან და მაინცდამაინც არ სურთ იუვესთან ეხლა შეხვედრა…
ასე რომ საბოლოო ჯამში ის ცვლილებები გუნდში დაძლეულ იქნა და ამასთან, გუნდი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა…
ამ ეტაპზე ალეგრი სწორად უდგება საქმეს და ყოჩაღ, შექების ღირსია… მიუხედავად იმისა რომ ყველამ იცის ჩემი მისდამი დამოკიდებულება დანიშვნის დღიდან…

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მე მჯეროდა ალეგრის ყოველთვის,კონტესი კი სამწუხაროდ პირიქით,არასდროს მჯეროდა რო სერიოზულ შEდეგს დადებდა

8 years ago

და რა შედეგბზე საუბრობ? ჯერ კონტემ რა შედეგიც დადო ალეგრის ის არ დაუდია და კალჩოპოლის შემდეგ იუვეს დაბრუნება კონტეს დამსახურებაა და ეს 3-5-2 რასაც ალეგრი თამაშობს ეხლა, რომლითაც შედეგი მოდის, ეგეც კონტეს 3-5-2-ია.
კონტე ამ დროს ცხრილის სათავეში გაჭრილი იყო 10 ქულით წინ მინიმუმ, ეხლა ჯერ მეორეზე ვართ. და 102 ქულის დამგროვებელი თეორიულად ვეღარ ვართ

8 years ago

ვააა, ვერ გავიგე, წეღან არ დაიწერა კომენტარი მეგონა და ორჯერ დაიწერა იგივე შინაარსი

8 years ago

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო და ინტერი ფსიქოლოგიურად უნდა მოიშალოს… და იბრძოლოს მე-3 ადგილისთვის, მეტის ღირსი არ არიან ეგენი…
არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ალეგრის წარმატებას, მწვრთნელის ბრალი მხოლოდ წაგება არაა, მოგებაც მწვრთნელის დამსახურებაა…
ასამოა საჭიროა ლიგის განაცხადში შეიყვანონ…
ახალგაზრდა გუნდია და უფრო გაიზრდებიან, მტავარია ბირთვი შენარჩუნდეს…
:forza:

8 years ago

ყოჩაღ მასიმილიანო, ინტერვიუები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ არ შემიძლია არ ვაღიარო, კმაყოფილი ვარ თამაშითაც და ამაში მწვრთნელის დამსახურებაა ბიჭებთან ერთად. თან ახალგაზრდები რომ არიან (პოგბა, მორატა, დიბალა, ნეტო და ა.შ.) მაგრად ასწორებს და ძველი გვარდიაც მოწოდების სიმაღლეზეა…
უმნიშვნელოვანესი თამაში იყო, ინტერი ფსიქოლოგიურად გავანადგურეთ და ალბათ ლიგის ადგილისთვის იბრძოლებენ…
ასამოა ღირსია ლიგის განაცხადში ყოფნის…
:forza:

ბაიერნს ურთულესი თამაში ექნება ჩვენთან, და ფორმა თუ შევინარჩუნეთ მომდევნო ორი თვე და ბაიერნს გავცდით, სანსიროზე ვითამაშებთ ლიგის ფინალს…
თუ ბავარიამ გამოგვაგდო, მაშინ სკუდეტოს ერთი ამოსუნთქვით მოვიგებთ და თასსაც ალბათ
:forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მოდა რა მოიგოს იუვემ მისი თამაჰი და ნაპოლი მოიტეხს კისერს თუ არა ეს უკვე მეორე საკითხია, იუვეჰი მოვუგებთ ნაპოლს და ყველაფერი კარგად იქნება და სკუდეტოც იუვესი იქნება. :forza: :forza:

zuriko vacheishvili
8 years ago

გუშინ კვადრადო ბრწყინავდა მოედანზე 10 იანს იმსახურებს

Lb19
Lb19
8 years ago

Imedia xumrob atiantan dakavshirebit :lool: :lool:

juveboy-leo
8 years ago

ise napolis vfiqrob manamde minimum davewevit nu uketes shemtxvevashi gavaswrebt sanam turinshi chamovlen

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი მართლა საგოლ რა. დადებ ჰენ ტიტულებს წელს მჯერა ჰენი და იუვესი. წარმატებები :forza: :juvee:

juveboy-leo
8 years ago

iseti kalendari gvaqvs ro rekordi unda movxsnat mogebebis seriit
tumcagha aset formashi myofi iuvestvis kalendars ra mnishvneloba aqvs :forza:

juveboy-leo
8 years ago

alegrisheee saghol shen
etyoba mwvrtnelis xeli gunds

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x