ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციას..

კიდევ ერთი მოგება და კონტეს 12 მატჩიან სერიას გაიმეორებ.. თუმცა, შენ როგორც ჩანს წინამორბედისგან განსხვავებით ასეთი რამ არ გაინტერესებს..

“დიახ, და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. შეიძლება ჩვენ მიჯრით 8-10 მატჩი მოვიგოთ, ან თუნდაც 15, მაგრამ სეზონის დასრულებამდე 17 შეხვედრაა დარჩენილი.. დანარჩენებში რომ ნაკლები ქულები ავიღოთ, გამოვა რომ მეტოქე გაგვასწრებს.. ეს კი ყველანაირ რეკორდს გადაწონის. ამიტომ უმჯობესია შევინარჩუნოთ ბალანსი და თითოეულ მატჩს რიგ-რიგობით მივუდგეთ. კიევო მაგალითად მეტად რთული მეტოქეა და იოლი გასეირნება არ გველის. მათი ტაქტიკური სქემა აგებულია მოედნის თითოეულ სანტიმეტრში თავდაუზოგავ პრესინგში.. შედეგად ბურთის კონტროლზე მეტი ზრუნვა მოგვიწევს”.

დაცვის ცენტრში მოსალოდნელია თუ არა როტაცია?

“ბონუჩი ითამაშებს, ხოლო კიელინიზე ხვალ მივიღებ გადაწყვეტილებას. კასერესმა მალე აღიდგინა ძალები, ხოლო რუგანი და ბარძალი სრულმზადყოფნაში არიან. სასიხარულია თითოეული მცველის ფორმაში ყოფნა.. ვიცი რომ ამას შემეკითხებით… სამწუხაროდ მანჯუკიჩი და ასამოა დავკარგეთ, მაგრამ იმედს გამოვთქვავ მალე დაგვიბრუნდებიან. განსაკუთრებით ხორვატის გამოჯანმრთელებას ველით, რომელმაც თუ ბაიერნთან პირველ შეხვედრაში არა, მეორეში მაინც იასპარეზებს”.

“შევიძენთ თუ არა ნახევარმცველს? იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენი გაძლიერება შუახაზში იქნება შემოფარგლული რობერტო პერეირათი, რომელიც საბედნიეროდ ბოლომდე გამოჯანმრთელდა. ვფიქრობდი, რამდენიმე დღე კიდევ მიმეცა, მაგრამ სარეაბილიტაციო კურსი ისე კარგად განვითარდა, რომ განაცხადში შეყვანა გადავწყვიტე”.

“ხალხი ამბობს, რომ კარიერას პრემიერ ლიგაში განვაგრძობ? მოცემული კითხვით ხელმძღვანელობას უნდა მიმართოთ, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა სამსახურის გარეშე დატოვოს. თუმცა, მწვრთნელის მუშაობა ჯამდება შედეგით, რომელიც ჯერჯერობით გვაქვს. თუმცა, აუცილებელია პროგრესის გაგრძელება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაწეული სამუშაო წყალში გადაყრილი იქნება. კონცენტრირება უნდა მოხდეს მოედანზე და არა იმაზე, თუ რას ბეჭდავენ პრესის ფუცლებზე. მე პირადად ამის დრო ნამდვილად არ მაქვს.. წინ სკუდეტო და იტალიის თასი გველის.. ლიგა? არაჩვეულებრივი იქნებოდა ფინალში გასვლა, რომელსაც უკვე მივეღწიათ, მაგრამ ეხლა უფრო კარგი მოგება იქნებოდა”.

თუ რომელიმე ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯება კიევოს წინააღმდეგ, დადგება თუ არა მისი თამაში ბაიერნთან კითხვის ნიშნის ქვეშ?

“ნუ გავიწყდებათ, რომ გერმანელებთან შეხვედრა ერთი თვის მერე გაიმართება.. ამიტომ ნუ გადავაჭარბებთ. ჩემი შეგირდები თითოეულ დაპირისპირებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და მითუმეტეს ეხლა.. ერთი წამით მოდუნებაც კი და ყველაფერს რისკის ქვეშ დავაყენებთ. გამორჩეული გუნდი მყავს, რომელიც დარწმუნებული ვარ სწორი განწყობით იასპარეზებს და უკვე მატჩის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად შევძელით დასახული მიზნის შესრულება”.

ერთი პერიოდი ინტერს აქტიურად ასახელებდი მთავარ ფავორიტად, მაგრამ ცოტახნის წინ აშკარად გამოჩნდა უდიდესი სხვაობა თქვენსა და მათ შორის..

“დღეისათვის ისინი ნაპოლის მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან და ფავორიტები აღარ არიან, მაგრამ სკუდეტოსთვის ბრძოლას ჯერ არ გამოთიშულან.. რაც შეეხება საუბარს, მოდით ნუ დავივიწყებთ რა იწერებოდა ორიოდე თვის უკან იუვენტუსსზე. ამიტომ უნდა აკეთებდეთ წინდახედულ შეფასებებს, არამარტო ნეგატიურ პერიოდში, არამედ პოზიტიურშიც. საჭიროა ფოკუსირება იუვეს წარმატებულ სვლაზეც და არამარტო ინტერის ჩავარდნაზე. პერეირა? გასულ პერიოდში მან კარგად წარმოაჩინა თავი შემტევი ნახევარმცველის ამპლუაში.. მასთან ერთად ტაქტიკურ სქემას წარმატებულად ვცვლიდით. ამიტომ, ვფიქრობ მომავალში როტაციას არაერთხელ მივმართავ”.

მორატამ ისევ გაიტანა.. ჭირდება თუ არა მას მეტი პრაქტიკა? მანჯუკიჩის ტრავმამ სატრანსფერო ბაზარზე გასვლა, ხომ არ გაიძულათ?

“ტრანსფერზე საუბარი უაზრობაა. მანჯუკიჩი მაქსიმუმ ერთი თვით ჩამოგვშორდა და იმედი მაქვს გაცილებით ადრე დაგვიბრუნდება. მნიშვნელოვანია მისი გამოყენება ბაიერნთან მატჩის წინ ჩემპიონატის დაპირისპირებაში.. ის აუცილებლად დაბრუნდება. რაც შეეხება მორატას, მან კარგად წარმოაჩინა თავი.. საერთოდაც, ორიოდე კვირაა რაც საწვრთნელ ბაზაზე კარებთან კარგი კონტაქტი დაამყარა.. შედეგმაც არ დაანახა და სათასო დაპირისპირებაში ორი გოლი გაიტანა. ეხლა კი ჩემპიონატის დროა”.

“ძაძა? დიახ, მას ესაჭიროება თამაში. საერთოდაც, საშუალო მონაცემებით სიმონეს საუკეთესო შედეგი აქვს. ბუნებრივია მანჯუკიჩის არ ყოფნა დანარჩენ სამ ფორვარდს მეტ სათამაშო დროს აძლევს”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წარმტებები ალეგრი. ლიგა მინდა წელს თორე სკუდეტო ისედაც იუვესი იქნება. თასი უკვე არის ეს მილანი ამ იუვეს ვერ მოუგებს. :juvee: :forza:

მაქს
მაქს
8 years ago

…საწვრთნელ ბაზაზე კარებთან კარგი კონტაქტი დაამყარა … :chuvak: :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Reply to  მაქს

:lool:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x