ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი
გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომ ინტერვიუს:
მიზანი პირველი ადგილი იყო.. ოქტომბერში ელოდი მსგავს შედეგს?
“იმედი ნამდვილად მქონდა, მაგრამ ასეთ მოკლედ დროში თუ მივაღწევდით ძნელად თუ წარმოვიდგენდი. მეორეს მხრივ წინ უამრავი მატჩია და განვითარება უნდა განვაგრძოთ”.
წუხარ, რომ ბაიერნს ეხლა არ ხვდებით?
“არა რა თქმა უნდა.. 23 თებერვლამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი.. მანამდე კი ჩვენ წარმატებული შეხვედრები უნდა ჩავატაროთ ჯენოასთან, ფროსინონესთან, ნაპოლისთან და ბოლონიასთან”.
როგორ აქვს საქმე ხედირას?
“სიფრთხილის გამო შევცვალე, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, გერმანელს არაფერი არ ჭირს”.
გამოხვედი თუ არა კონტეს ჩრდილიდან?
“მოედანზე ფეხბურთელები გამოდიან, რომლებიც შედეგის მიღწევას ახერხებენ. გუშინაც ვთქვი, რომ რეკორდს აზრი მაშინ ეკარება, თუ შენ კონკრეტული ტიტულის მოპოვებას ვერ ახერხებ. 15 თამაშის ზედიზედ მოგება, ხოლო შემდეგ ჩემპიონატში დამარცხება სასიკეთოდ ნამდვილად არ აისახება. მნიშვნელობა ტიტულებს აქვს მნიშვნელობა”.
რა მოგეწონა დღეს ყველაზე მეტად?
“ლამაზად ვითამაშეთ.. ტექნიკური და ინტენსიური 90 წუთი იყო.. მეტოქეს, პრაქტიკულად არაფრის საშუალება არ მივეცით. კარგად გამოვიყურებოდით იმ ფონზე, როდესაც კიევოს არენაზე მეტოქე აქტიურ პრესინგს მიმართავდა. ბიჭები შექებას იმსახურებენ და არა იმიტომ, რომ კიევომ ცუდი მატჩი გამართა”.
თავად თუ ისიამოვნე სანახაობით?
“სპორტული თვალსაზრისით, ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო თუ არ ჩავთვლით პირველ ნახევარში გარკვეულ მონაკვეთს, როდესაც დავიბენით.. თუმცა, ჩვენი სულისკვეთება მყარდება და ახალგაზრდები ვეტერანებისგან მაგალითს იღებენ”.
მორატამ როგორც იქნა გაიღვიძა..
“ჯერ კიდევ ვარჯიშებზე ვამჩნევდი, რომლის დროსაც გოლებს ხშირად იტანდა”..
შენ გუნდს მაშინაც შეტევისკენ უბიძგებდი, როდესაც მეტოქემ კაპიტულაცია გამოაცხადა.. 30 დარტყმა ერთ შეხვედრაში..
“დიახ, ხშირად ვურტყავდით.. ბიჭები შეტევაში ჩინებულად ირჯებოდნენ.. იცით.. ჯერ კიდევ არ დამვიწყებია კარპისთან მატჩი, როდესაც ბოლო წამებზე კინაღამ ყველაფერი წყალში გადავყარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს თუ სად ვიყავით ოქტომბრის თვეში.. თითოეულ მატჩს დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ”.
იცი რა კომპონენტში უნდა მოუმატოთ?
“დიახ, ფიზიკური, მენტალური და ტექნიკური კუთხით. ჩემს სიტყვებს ყურადღება ახალგაზრდებმა უნდა დაუთმონ.. მაგალითისთვის, მატჩის მიწურულს პოგბას დარტყმულიც კმარა.. ეგრეთ წოდებული “ბებრები”, ახალგაზრდებს ბრძოლისკენ უბიძგებენ.. დღეს, აუცილებელი იყო გამარჯვების მოპოვება და ნუ დავივიწყებთ კალენდარს.. წინ 9 საშინაო და 7 სტუმრად გასამართი მატჩი გველის”.
დერბიში ვინ მოიგებს?
“ვნახოთ, ორი აზრი არაა საინტერესო შეხვედრა გველის, როგორც ყოველთვის.. აი ნაპოლის კი ვერ ვუყურებ, რადგან უკვე მერამდენე შემთხვევაა მაგ დროს თვითმფრინავში ვიქნები”..
წყარო: TuttoJuve
მაგარი შანსი აქვს იუვეს ბაიერნთან
ბოათენგი და მარტინესი გატრამვულები არიან არ ეყოლებათ კაი ხანი დაცვა მოშლილი ყავს ბაიერნს და ეს უნდა გამოიყენოს იუვემ ….
ალეგრი ბევრად ძლიერია კონტეზე,ეს ცალსახაა,ამ გუნდს გაექცა კონტე,ვერაფერს მივაღწევო,რესტორანში უფულოდ არ უნდა შეხვიდეო და დებილობები ილაპარაკა მარა იმ გუნდით თითქმის ყველაფერი მოიგო ალეგრიმ.ასე რომ ფაქტები სახეზეა.თამაშის ხარისხიც ბევრად აღემატება ვიდრე კონტეს დროს.სალაპარაკო არაფერი ამ საკითხზე
ალეგრი მართლა სუპერი ხარ.
ბაიერნთან ძაძა გაიტანს გადამწყვეტ გოლს
ალეგრიმ,თუ გახსოვთ,დაგეგმა მარტი-აპრილში ფორმის პიკზე გასვლა.როგორც ვხედავთ,მაქსი მშვიდად მიუყვება გეგმას)) (ისე ამ კაცის თვალებში შიში არ მინახავს,გაბრაზება კი იცის მარა შიში არა,რაც ძალიან დიდი პლიუსია) ბიჭები ნელნელა ფორმის პიკში გადიან და “კაკრაზ”) ბავარიასთან იქნებიან ოპტიმალურ კონდიციებში.ბავარია ფორმალურად ფავორიტია,რაც მგონი ცუდია,იქეთაც დაგრუზული ხარ და აქეთაც,ეს კი დიდი ტვირთია… გვაქვს კიდევ რამდენიმე უპირატესობა,თუმცა ამაზე შემდგომ))
ყოჩაღ ყოჩაღ ალეგრი
ბაიერნამდე ფორმაში უნდა ვიყოთ და შანსები 50/50-ზეა მაინც…
ერთის მხრივ, მანძუკას ტრავმა შეიძლება უკეთესი იყოს, მორატა თუ ფორმაში იქნება… მარა მანძუ მაინც კლასია და ბავარია იცის კარგად და მიუნჰენში იქნება ყველა ვარიანტში…
ნაპოლი ჩვენზე უკეთეს ფორმაშია, მარა სადღაც გატეხავს მაინც და ჩვენთან თუ წააგეს, მერე გატეხავს და გატეხავს მგონია…
მემგონი, რომ ალეგრიმ დიდი ხანია რაც ბაიერნზე დაიწყო ფიქრო ) ის რაც მეორე ტაიმში ვითამაშეთ იყო მინი დემონსტრირება ) მეეჭვება კარტები გაშალოს აწი ბაიერნამდე ) უშუალოდ მეორე ტაიმში დატესტეს ბიჭებმა კონკრეტული ტაქტიკური მონახაზი )
ეხლა მთავარია ყოველგვარი დანაკარგის გარეშე გავიაროთ თამაშები და მანჯუკიჩიც დაგვიბრუნდეს. დალშე მაქსი მიხედავს ამათ ფორმას ) იუვე სხვა დონეზეა, მაგრამ ალეგრიც ძალიან პროგრესირებს და მონსტრად ყალიბდება
ნამდვილად მაინტერესებს თქვენი პოზიცია და მოსაზრება…….. ცოტა ადრე ხომ არ შევიდა გუნდის ფორმის პიკში????? გადასარევი ფეხბურთი იტამაშეს კიევოსთან მძლავრი დინამიური ტექნიკური აბსოლიტურად უნაკლო ………..
მთავარია ბაიერნთან ძლიერი ტემპი ავწიოთ ვერ გაგვიძლებენ ფიზიკურად ცენტრში აშკარად ვჯობივართ და დაცვაშიც მთავარია ლევანა ცავკეტოთ
ალეგრიშე )) რამდენი ესვროდა კვერცხებს მოსვლის დროს )) მიხარია, რომ თავიდანვე მისი მხარე დავიჭირე )
ანუ ცხელ გულზე ყველას გვეწყინა, რაზეა საუბარი.. მაგრამ რეალურად მილანში გაწეული სამუშაოს მიხედვით მინიმუმ შანს ალეგრი იმსახურებდა ) და თავიდანვე გაამართლა )
სასწაულ მონსტრ გუნდად ვიქეცით თანდათანობით :) კონტეს გუნდი ინერციით მიდიოდა პირველი სეზონის 10-15 ტური ) აი იმის მერე უკვე მთლიანად ალეგრის ხელში იყვნენ
Qასრა
შეიძლება ბევრს არ მოეწონოს მაგრამ კონტეს ალეგრი ჯობია. უფრო მრავალფეროვანი გახდა იუვე ალეგრის მოსვლის შემდეგ და უფრო შემტევი.
კომტეს ჩრდილიდან მაშინ გამოვიდა რეალი რო გამოაგდო 1/2 ფინალში
მომენტების მაქსიმალურად რეალიზებაა საჭირო ამდენი აცილება ბევრია ძაან.
დავით მადლობა ასეთი ოპერატიულობისათვის <3
ჯენოა
ფროსინონე
ნაპოლი
ბოლონია
ატალანტა
5 უნდა მოვიგოთ დ. ინტერის 17 მოგებების რეკორდს გავამეორებთ ;) და მერე გავაუმჯობესოთ ;)
ჩემი აზრით ეს 5 ტური გადაწყვეტს ჩემპიონობის ბედს რადგან თუ ნაპოლს მოვუგეთ ა. მგონია პირველი ადგილი დავთმოთ. მთავარია ბავარიასთAნ მატჩEბის წინ კონცენტრაცია არ დაკარგონ და 28შI ინტერს დავადოთ მართALIA DAGლილი იქნებიან ბავარიასთAნ ბრძოლა გადატანილი მაგრამ იუვე იუვეაააააა
ინტერთან მეორე შემადგენლობაც არ წააგებს 2-0