ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომ ინტერვიუს:

მიზანი პირველი ადგილი იყო.. ოქტომბერში ელოდი მსგავს შედეგს?

“იმედი ნამდვილად მქონდა, მაგრამ ასეთ მოკლედ დროში თუ მივაღწევდით ძნელად თუ წარმოვიდგენდი. მეორეს მხრივ წინ უამრავი მატჩია და განვითარება უნდა განვაგრძოთ”.

წუხარ, რომ ბაიერნს ეხლა არ ხვდებით?

“არა რა თქმა უნდა.. 23 თებერვლამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი.. მანამდე კი ჩვენ წარმატებული შეხვედრები უნდა ჩავატაროთ ჯენოასთან, ფროსინონესთან, ნაპოლისთან და ბოლონიასთან”.

როგორ აქვს საქმე ხედირას?

“სიფრთხილის გამო შევცვალე, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, გერმანელს არაფერი არ ჭირს”.

გამოხვედი თუ არა კონტეს ჩრდილიდან?

“მოედანზე ფეხბურთელები გამოდიან, რომლებიც შედეგის მიღწევას ახერხებენ. გუშინაც ვთქვი, რომ რეკორდს აზრი მაშინ ეკარება, თუ შენ კონკრეტული ტიტულის მოპოვებას ვერ ახერხებ. 15 თამაშის ზედიზედ მოგება, ხოლო შემდეგ ჩემპიონატში დამარცხება სასიკეთოდ ნამდვილად არ აისახება. მნიშვნელობა ტიტულებს აქვს მნიშვნელობა”.

რა მოგეწონა დღეს ყველაზე მეტად?

“ლამაზად ვითამაშეთ.. ტექნიკური და ინტენსიური 90 წუთი იყო.. მეტოქეს, პრაქტიკულად არაფრის საშუალება არ მივეცით. კარგად გამოვიყურებოდით იმ ფონზე, როდესაც კიევოს არენაზე მეტოქე აქტიურ პრესინგს მიმართავდა. ბიჭები შექებას იმსახურებენ და არა იმიტომ, რომ კიევომ ცუდი მატჩი გამართა”.

თავად თუ ისიამოვნე სანახაობით?

“სპორტული თვალსაზრისით, ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო თუ არ ჩავთვლით პირველ ნახევარში გარკვეულ მონაკვეთს, როდესაც დავიბენით.. თუმცა, ჩვენი სულისკვეთება მყარდება და ახალგაზრდები ვეტერანებისგან მაგალითს იღებენ”.

მორატამ როგორც იქნა გაიღვიძა..

“ჯერ კიდევ ვარჯიშებზე ვამჩნევდი, რომლის დროსაც გოლებს ხშირად იტანდა”..

შენ გუნდს მაშინაც შეტევისკენ უბიძგებდი, როდესაც მეტოქემ კაპიტულაცია გამოაცხადა.. 30 დარტყმა ერთ შეხვედრაში..

“დიახ, ხშირად ვურტყავდით.. ბიჭები შეტევაში ჩინებულად ირჯებოდნენ.. იცით.. ჯერ კიდევ არ დამვიწყებია კარპისთან მატჩი, როდესაც ბოლო წამებზე კინაღამ ყველაფერი წყალში გადავყარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს თუ სად ვიყავით ოქტომბრის თვეში.. თითოეულ მატჩს დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ”.

იცი რა კომპონენტში უნდა მოუმატოთ?

“დიახ, ფიზიკური, მენტალური და ტექნიკური კუთხით. ჩემს სიტყვებს ყურადღება ახალგაზრდებმა უნდა დაუთმონ.. მაგალითისთვის, მატჩის მიწურულს პოგბას დარტყმულიც კმარა.. ეგრეთ წოდებული “ბებრები”, ახალგაზრდებს ბრძოლისკენ უბიძგებენ.. დღეს, აუცილებელი იყო გამარჯვების მოპოვება და ნუ დავივიწყებთ კალენდარს.. წინ 9 საშინაო და 7 სტუმრად გასამართი მატჩი გველის”.

დერბიში ვინ მოიგებს?

“ვნახოთ, ორი აზრი არაა საინტერესო შეხვედრა გველის, როგორც ყოველთვის.. აი ნაპოლის კი ვერ ვუყურებ, რადგან უკვე მერამდენე შემთხვევაა მაგ დროს თვითმფრინავში ვიქნები”..

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგარი შანსი აქვს იუვეს ბაიერნთან
ბოათენგი და მარტინესი გატრამვულები არიან არ ეყოლებათ კაი ხანი დაცვა მოშლილი ყავს ბაიერნს და ეს უნდა გამოიყენოს იუვემ ….

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი ბევრად ძლიერია კონტეზე,ეს ცალსახაა,ამ გუნდს გაექცა კონტე,ვერაფერს მივაღწევო,რესტორანში უფულოდ არ უნდა შეხვიდეო და დებილობები ილაპარაკა მარა იმ გუნდით თითქმის ყველაფერი მოიგო ალეგრიმ.ასე რომ ფაქტები სახეზეა.თამაშის ხარისხიც ბევრად აღემატება ვიდრე კონტეს დროს.სალაპარაკო არაფერი ამ საკითხზე

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი მართლა სუპერი ხარ.

1juve
1juve
8 years ago

ბაიერნთან ძაძა გაიტანს გადამწყვეტ გოლს

vakhtang karchava
8 years ago

ალეგრიმ,თუ გახსოვთ,დაგეგმა მარტი-აპრილში ფორმის პიკზე გასვლა.როგორც ვხედავთ,მაქსი მშვიდად მიუყვება გეგმას)) (ისე ამ კაცის თვალებში შიში არ მინახავს,გაბრაზება კი იცის მარა შიში არა,რაც ძალიან დიდი პლიუსია) ბიჭები ნელნელა ფორმის პიკში გადიან და “კაკრაზ”) ბავარიასთან იქნებიან ოპტიმალურ კონდიციებში.ბავარია ფორმალურად ფავორიტია,რაც მგონი ცუდია,იქეთაც დაგრუზული ხარ და აქეთაც,ეს კი დიდი ტვირთია… გვაქვს კიდევ რამდენიმე უპირატესობა,თუმცა ამაზე შემდგომ)) :juvee:

8 years ago

ყოჩაღ ყოჩაღ ალეგრი :juvee:

ბაიერნამდე ფორმაში უნდა ვიყოთ და შანსები 50/50-ზეა მაინც…
ერთის მხრივ, მანძუკას ტრავმა შეიძლება უკეთესი იყოს, მორატა თუ ფორმაში იქნება… მარა მანძუ მაინც კლასია და ბავარია იცის კარგად და მიუნჰენში იქნება ყველა ვარიანტში…

ნაპოლი ჩვენზე უკეთეს ფორმაშია, მარა სადღაც გატეხავს მაინც და ჩვენთან თუ წააგეს, მერე გატეხავს და გატეხავს მგონია…

BURATINO
BURATINO
8 years ago

ნამდვილად მაინტერესებს თქვენი პოზიცია და მოსაზრება…….. ცოტა ადრე ხომ არ შევიდა გუნდის ფორმის პიკში????? გადასარევი ფეხბურთი იტამაშეს კიევოსთან მძლავრი დინამიური ტექნიკური აბსოლიტურად უნაკლო ………..

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მთავარია ბაიერნთან ძლიერი ტემპი ავწიოთ ვერ გაგვიძლებენ ფიზიკურად ცენტრში აშკარად ვჯობივართ და დაცვაშიც მთავარია ლევანა ცავკეტოთ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

შეიძლება ბევრს არ მოეწონოს მაგრამ კონტეს ალეგრი ჯობია. უფრო მრავალფეროვანი გახდა იუვე ალეგრის მოსვლის შემდეგ და უფრო შემტევი.

forza bianconeri
8 years ago

კომტეს ჩრდილიდან მაშინ გამოვიდა რეალი რო გამოაგდო 1/2 ფინალში :forza: :love:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მომენტების მაქსიმალურად რეალიზებაა საჭირო ამდენი აცილება ბევრია ძაან.

Qასრა
Qასრა
8 years ago

დავით მადლობა ასეთი ოპერატიულობისათვის <3

ჯენოა
ფროსინონე
ნაპოლი
ბოლონია
ატალანტა

5 უნდა მოვიგოთ დ. ინტერის 17 მოგებების რეკორდს გავამეორებთ ;) და მერე გავაუმჯობესოთ ;) :forza:
ჩემი აზრით ეს 5 ტური გადაწყვეტს ჩემპიონობის ბედს რადგან თუ ნაპოლს მოვუგეთ ა. მგონია პირველი ადგილი დავთმოთ. მთავარია ბავარიასთAნ მატჩEბის წინ კონცენტრაცია არ დაკარგონ და 28შI ინტერს დავადოთ მართALIA DAGლილი იქნებიან ბავარიასთAნ ბრძოლა გადატანილი მაგრამ იუვე იუვეაააააა

forza bianconeri
8 years ago
Reply to  Qასრა

ინტერთან მეორე შემადგენლობაც არ წააგებს 2-0

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x